იმ დროს, როცა მიულერები, ცეტშეები და გერმანული ავტოინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელები კრიზისში აღმოჩნდნენ, Tesla-ს ხელმძღვანელმა ელონ მასკმა ივლისის ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მანქანა, Model 3 წარადგინა. ვინ არის ეს კაცი?
ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს შეფი, 46 წლის ელონ მასკი ხანდახან ღმერთია. კონკრეტულად იმ დროს, როცა გარშემო თავისი მორწმუნე-მიმდევრები ჰყავს. ასე იყო ივლისის მიწურულსაც, როცა მან ახალი ელექტრომობილი, Model 3 წარმოადგინა.
მასკის მიმდევრების გარდა იქ სხვებიც ვიყავით - მაგალითად მე, AUTO BILD-ის ჟურნალისტი. როგორც მითხრეს, მეც ვარ იმ სიაში, რომელსაც "Tesla trusted journalists" ("ტესლას" ნდობით აღჭურვილი ჟურნალისტები) ეწოდება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ტესლაზე" და მასკზე ცუდიც ბევრი დამიწერია - ცუდი რა, კრიტიკა. ღმერთი არ ენდობა ისეთებს, ვისაც "ტესლა" და ზოგადად ელექტრომობილები გულზე არ ეხატება. ასეთებს ის თავის უახლეს ქარხანასთან ახლოსაც არ მიუშვებს. მათ ლოცვაც კი არ უშველით.
მასკმა და მისმა ფირმამ, "ტესლამ", საავტომობილო მსოფლიო თავდაყირა დააყენეს და ამისათვის 10 წელიწადიც კი არ დასჭირდათ. თანაც, ყოველგვარი PR-ფოიერვერკების გარეშე! რეკლამის გარეშე!! ფრანკფურტის თუ ჟენევის ავტოშოუების გარეშე!!! სამაგიეროდ, პროდუქტით. საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე "ტესლა" ახსენდება. ვინც ქუჩაში უხმო, მდიდრულ მანქანას დაინახავს, ჩერდება და ფიქრობს - "ტესლა"! ამას თვით ყველაზე ხმაურიანი "ფერარიც" კი ვერ ახერხებს.
კარგად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა მასკთან. ეს იყო 2011 წლის შემოდგომა, მაშინ "ტესლამ" მდიდრული სედანი Model S წარმოადგინა. ღმერთს ხელი გავუწოდე, რბილად ჩამომართვა, ჩუმად მომესალმა, მორცხვი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. თამამად ვკითხე, როგორი განცდაა, როცა მთელი მსოფლიო შენს მანქანას ელოდება-მეთქი. ელონ მასკმა გაიღიმა და მოკლე წინადადებით მიპასუხა: "Oh, that’s okay."
ამა წლის 28 ივლისს, ფრიმონტში (კალიფორნია), ადგილობრივი დროით 21:00-ზე ისევ ყველაფერი "okay" იყო.
იმ დღეს მასკმა Model 3 წარმოადგინა. ათასობით თანამშრომელი და რამდენიმე VIP მის წინ ბავშვებივით იდგნენ. მასკმა ხელები აღმართა და თქვა: "დღეს ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებული დღეა." მერე ახალი მოდელით გასეირნების საშუალება მომცეს და ვფიქრობდი, დაუჯერებელია, რამდენს და, რაც მთავარია, როგორ მიაღწია ამ კაცმა. მისი ფირმა უკვე იმდენი ღირს, რამდენიც "ჯენერალ მოტორსი" - მინიმუმ ბირჟაზე განაგრძეთ კითხვა