საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაემსგავსნენ ბანკები ონლაინსესხების კომპანიებს: "...მათი მოგება დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ნაჩვენები აქვთ"
რატომ დაემსგავსნენ ბანკები ონლაინსესხების კომპანიებს: "...მათი მოგება დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ნაჩვენები აქვთ"

ბოლო დროს ბან­კე­ბი სულ უფრო ხში­რად სთა­ვა­ზო­ბენ მომ­ხმა­რე­ბელს სწრაფ და ძა­ლი­ან სწრაფ სესხს, რომ­ლის მი­სა­ღე­ბად ბან­კში მის­ვლაც არ არის სა­ჭი­რო და სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბით თუ ინ­ტერ­ნეტ­ბან­კინ­გით 1 წუთ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი თან­ხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

ასე­თი სეს­ხე­ბის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და თით­ქმის არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ონ­ლა­ინ­საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ სწრა­ფი სეს­ხე­ბის სეგ­მენ­ტში ბან­კე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ონ­ლა­ინ­საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წი­ლის ბაზ­რი­დან გას­ვლამ გა­მო­იწ­ვია. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს რაც ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც სა­სეს­ხო პი­რა­მი­და, ის კი სა­დღაც აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­იშ­ლე­ბა.

ირაკ­ლი ბერ­ძე­ნა­ძე, ფი­ნან­სის­ტი: "ბან­კე­ბის აქ­ტი­ვე­ბი დიდ ად­გილს იკა­ვებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში. იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის გარ­და, სხვა დარ­გე­ბი არც არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ეკო­ნო­მი­კა მონო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს სა­ბან­კო სექ­ტორს.

ბოლო დროს ბან­კე­ბი მოკ­ლე­ვა­დი­ან დაკ­რე­დი­ტე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ - შე­ავ­სეს ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის­გან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც ბოლო 1 წე­ლი­წად­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო განა­კვე­თის გამო, სწრა­ფი და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სეს­ხე­ბი ძალ­იან მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­დუქ­ტია ბან­კის­თვის, თა­ნაც მათ ია­ფი ფუ­ლის მეტი რე­სურ­სი­ აქვთ.

საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია (50%-დან 99%-მდე), რომ მას­ში თა­ვი­დან­ვე არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის რის­კი. ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­ბან­კო პრაქ­ტი­კას სცილ­დე­ბა და არა­სა­ბან­კო სექ­ტო­რის ნა­წილ­ში გა­და­დის. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს რომ მკი­თხოთ, რა გან­სხვა­ვე­ბაა ონ­ლა­ინ­კომ­პა­ნი­ებ­სა და ბან­კებს შო­რის, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, მა­ღალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბი­სას, გე­ტყვით, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ნა­ი­რი.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა სხვა სამ­წუ­ხა­რო ტენ­დენ­ცი­ა­საც მის­ცა და­სა­ბა­მი - ადრე თუ ბან­კე­ბი გრძელ­ვა­დი­ან სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხებს ხელ­საყ­რე­ლი პრო­ცენ­ტით გას­ცემ­დნენ, ახლა იპო­თე­კუ­რის გარ­და, გრძელ­ვა­დი­ან სეს­ხებს თით­ქმის აღარ გას­ცე­მენ. მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ვა­ლო ტვირ­თი კი იზ­რდე­ბა, იკ­ლებს გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რა­ზეც "კრე­დი­ტინ­ფოს" ჩა­ნა­წე­რე­ბიც მე­ტყვე­ლებს. არა­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შემ­დეგ, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი მომ­დევ­ნო ეტა­პია, სა­დაც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი პრო­ცენ­ტით შე­გიძ­ლია ფუ­ლის სეს­ხე­ბა. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, თუ ბან­კი უარს გე­ტყვის კრე­დიტ­ზე, მი­მარ­თავ არა­სა­ბან­კო სა­ფი­ნან­სო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ნაკ­ლე­ბად ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბით.

როცა სა­ბან­კო და არა­სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლია, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ბან­კე­ბის სიძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა­ში გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან მათი რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო მცირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს რაც ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც სა­სეს­ხო პი­რა­მი­და - როცა ერთ ბან­კში აღე­ბუ­ლი სეს­ხის გას­ტუმ­რე­ბა გვი­ჭირს, ამის­თვის სხვა ბან­კში კი­დევ სესხს ვი­ღებთ, შემ­დეგ მე­სა­მე ბანკს მივ­მარ­თავთ წინა ორის გა­და­სა­ფა­რა­ვად. ამ გზით ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სულ უფრო იზ­რდე­ბა. სა­სეს­ხო პი­რა­მი­და კი სა­დღაც აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­იშ­ლე­ბა და ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს ბანკრო­ტო­ბამ­დე მი­იყ­ვანს. ეს ბან­კე­ბის­თვი­საც დიდი რის­კია" გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რატომ დაემსგავსნენ ბანკები ონლაინსესხების კომპანიებს: "...მათი მოგება დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ნაჩვენები აქვთ"

რატომ დაემსგავსნენ ბანკები ონლაინსესხების კომპანიებს: "...მათი მოგება დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ნაჩვენები აქვთ"

ბოლო დროს ბანკები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს სწრაფ და ძალიან სწრაფ სესხს, რომლის მისაღებად ბანკში მისვლაც არ არის საჭირო და სატელეფონო შეტყობინებით თუ ინტერნეტბანკინგით 1 წუთში შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული თანხის გააქტიურება.

ასეთი სესხების საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია და თითქმის არ ჩამოუვარდება ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების შემოთავაზებებს. ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწრაფი სესხების სეგმენტში ბანკების გააქტიურება ონლაინსაკრედიტო კომპანიების ნაწილის ბაზრიდან გასვლამ გამოიწვია. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოში დღეს რაც ხდება, შეიძლება შეფასდეს როგორც სასესხო პირამიდა, ის კი სადღაც აუცილებლად ჩამოიშლება.

ირაკლი ბერძენაძე, ფინანსისტი: "ბანკების აქტივები დიდ ადგილს იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური სექტორის გარდა, სხვა დარგები არც არის განვითარებული და ეკონომიკა მონოპოლიზებული აქვს საბანკო სექტორს.

ბოლო დროს ბანკები მოკლევადიან დაკრედიტებაზე გადავიდნენ - შეავსეს ონლაინსესხებისგან გამოთავისუფლებული სივრცე, რომელიც ბოლო 1 წელიწადში რეგულაციების დაწესების შემდეგ გაჩნდა.

მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, სწრაფი და მოკლევადიანი სესხები ძალიან მომგებიანი პროდუქტია ბანკისთვის, თანაც მათ იაფი ფულის მეტი რესურსი აქვთ.

საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია (50%-დან 99%-მდე), რომ მასში თავიდანვე არის გათვალისწინებული გადახდისუუნარობის რისკი. ასეთი პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება საბანკო პრაქტიკას სცილდება და არასაბანკო სექტორის ნაწილში გადადის. შესაბამისად, დღეს რომ მკითხოთ, რა განსხვავებაა ონლაინკომპანიებსა და ბანკებს შორის, მოკლევადიანი, მაღალპროცენტიანი დაკრედიტებისას, გეტყვით, რომ ფაქტობრივად არანაირი.

ამ ყველაფერმა სხვა სამწუხარო ტენდენციასაც მისცა დასაბამი - ადრე თუ ბანკები გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს ხელსაყრელი პროცენტით გასცემდნენ, ახლა იპოთეკურის გარდა, გრძელვადიან სესხებს თითქმის აღარ გასცემენ. მოსახლეობის სავალო ტვირთი კი იზრდება, იკლებს გადახდისუნარიანობა, რაზეც "კრედიტინფოს" ჩანაწერებიც მეტყველებს. არადა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, კომერციული ბანკი მომდევნო ეტაპია, სადაც შედარებით დაბალი პროცენტით შეგიძლია ფულის სესხება. მხოლოდ მას შემდეგ, თუ ბანკი უარს გეტყვის კრედიტზე, მიმართავ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებას, ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით.

როცა საბანკო და არასაბანკო დაწესებულების პირობები გათანაბრებულია, ეს ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორში არაჯანსაღი კონკურენციაა. ბანკების სიძლიერე ქვეყანაში გადახდისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობითაც განისაზღვრება. სამწუხაროდ, ჩვენთან მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. საქართველოში დღეს რაც ხდება, შეიძლება შეფასდეს როგორც სასესხო პირამიდა - როცა ერთ ბანკში აღებული სესხის გასტუმრება გვიჭირს, ამისთვის სხვა ბანკში კიდევ სესხს ვიღებთ, შემდეგ მესამე ბანკს მივმართავთ წინა ორის გადასაფარავად. ამ გზით ვალდებულებები სულ უფრო იზრდება. სასესხო პირამიდა კი სადღაც აუცილებლად ჩამოიშლება და ჭარბვალიანობა მოქალაქეებს ბანკროტობამდე მიიყვანს. ეს ბანკებისთვისაც დიდი რისკია"  განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო