პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონმა დრესკოდი დაარღვია და ფემინისტები გააბრაზა - რა ხდებოდა BAFTA-ზე
ქეით მიდლტონმა დრესკოდი დაარღვია და ფემინისტები გააბრაზა - რა ხდებოდა BAFTA-ზე

კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ამ ბრი­ტა­ნე­თის ფილ­მი­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის (BAFTA) და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე დრეს­კო­დი და­არ­ღვია და მუქი მწვა­ნე კა­ბით გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბის­თვის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბით მა­ინც შეძ­ლო.

CNN წერს, რომ ქეით მიდლტო­ნის შავი ქა­მა­რი სწო­რედ სო­ლი­და­რო­ბის მი­ნიშ­ნე­ბა იყო.

ქა­ლებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სად­მი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად BAFTA-ს წლე­ვან­დელ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე დრეს­კო­დად შავი სა­მო­სი და­ა­წე­სეს. ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ელო­და, და­ი­ცავ­და თუ არა დრეს­კოდს ქე­ი­თი.

ორ­სუ­ლი ჰერ­ცო­გი­ნი­ას გაკ­რი­ტი­კე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფე­მი­ნის­ტებ­მა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მისი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყეს. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მიდლტო­ნის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა სა­ჯა­როდ ეკ­რძა­ლე­ბათ, ამი­ტომ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც კი ვერ შეძ­ლებ­და მიდლტო­ნი, დრეს­კო­დის მი­ხედ­ვით ჩა­ეც­ვა.

ამას გარ­და, რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია წერს, სა­მე­ფო პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, შავი სა­მო­სის ჩაც­მა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

BAFTA-ს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი - მათ შო­რის ლუ­პი­ტა ნი­ონ­გო, ემა უოტ­სო­ნი, ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი, მარ­გო რობი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი - შავი კა­ბე­ბით მი­ვიდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქეით მიდლტონმა დრესკოდი დაარღვია და ფემინისტები გააბრაზა - რა ხდებოდა BAFTA-ზე

ქეით მიდლტონმა დრესკოდი დაარღვია და ფემინისტები გააბრაზა - რა ხდებოდა BAFTA-ზე

კემბრიჯის ჰერცოგინიამ ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) დაჯილდოებაზე დრესკოდი დაარღვია და  მუქი მწვანე კაბით გამოჩნდა, თუმცა გენდერული საკითხებისთვის სოლიდარობის გამოხატვა აქსესუარებით მაინც შეძლო.

CNN წერს, რომ ქეით მიდლტონის შავი ქამარი სწორედ სოლიდარობის მინიშნება იყო.

ქალებზე სექსუალური ძალადობისადმი პროტესტის ნიშნად BAFTA-ს წლევანდელ დაჯილდოებაზე დრესკოდად შავი სამოსი დააწესეს. ყველა მოუთმენლად ელოდა, დაიცავდა თუ არა დრესკოდს ქეითი.

ორსული ჰერცოგინიას გაკრიტიკება სოციალურ ქსელებში ფემინისტებმა წითელ ხალიჩაზე მისი გამოჩენისთანავე დაიწყეს. ისინი ფიქრობენ, რომ ქალების უფლებებისთვის ბრძოლაში მიდლტონის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

როგორც გაირკვა, სამეფო ოჯახის წევრებს საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება საჯაროდ ეკრძალებათ, ამიტომ, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებდა მიდლტონი, დრესკოდის მიხედვით ჩაეცვა.

ამას გარდა, როგორც ბრიტანული მედია წერს, სამეფო პროტოკოლის მიხედვით, შავი სამოსის ჩაცმა ძალიან იშვიათად არის მიზანშეწონილი.

BAFTA-ს დაჯილდოებაზე ტელეწამყვანები და მსახიობები - მათ შორის ლუპიტა ნიონგო, ემა უოტსონი, ჯენიფერ ლოურენსი, მარგო რობი, ანჯელინა ჯოლი - შავი კაბებით მივიდნენ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ