სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე - მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება
კალაძე - მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ზე ჯა­რი­მა, 30 000 ლარი გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პარ­ლა­მენტს თან­დგო­მი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის.

"ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვა­პი­რებთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. დე­და­ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჩვენ­თვის იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კონ­კრე­ტუ­ლად ცვლი­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, მა­გა­ლი­თის­თვის, დღეს როცა რა­ი­მე დარ­ღვე­ვე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში მათ ეძ­ლე­ო­დათ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, შემ­დეგ იყო 3 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და ეს ჯა­რი­მა ყო­ველ დარ­ღვე­ვა­ზე იზ­რდე­ბო­და. და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ზე ჯა­რი­მა იქ­ნე­ბა 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის. იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ზე, სა­დაც მა­გა­ლი­თად მშე­ნებ­ლო­ბა დარ­ღვე­ვე­ბის გამო ჰქონ­დათ შე­ჩე­რე­ბუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად შე­ჩე­რე­ბი­სა, კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნია აგ­რძლებს მუ­შა­ო­ბას, ის და­ჯა­რიმ­დე­ბა 50 000 ლა­რით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ თუ მიწა სა­ხელ­მწი­ფოს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბაა და უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჯა­რი­მა 25 000 ლარი იქ­ნე­ბა, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ზე - 20 000 ლარი. ეს ერთი მხრივ, ხელს შე­უ­წყობს იმ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, რაც ჩვენ გვაქვს მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ის რომ ჩა­ფხუ­ტე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ფა­სა­დის მო­პირ­კე­თე­ბის დროს, ყო­ველ­გვა­რი დამ­ცა­ვე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბენ. თვი­თონ მშე­ნებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა იყოს ის, რომ მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი უსაფრ­თხოდ მუ­შა­ობ­დნენ. ეს ჯა­რი­მე­ბი მგო­ნია, რომ მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა მო­ვაგ­ვა­როთ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. არ­სე­ბობს ასე­ვე მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, რაც უკ­ვე­თე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით და ესეც გა­და­სა­ტე­ხია. ერ­თი­ა­ნი თა­ნად­გო­მით მგო­ნია, რომ ამას შევ­ძლებთ. გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის პრე­მი­ერ­თან, ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან და ამ ცვლი­ლე­ბებს აქვს მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. ასე­ვე შევ­ხვდით მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ას და გვაქვს მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კალაძე - მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

კალაძე - მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა, 30 000 ლარი გახდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტს თანდგომისა და მხარდაჭერისთვის.

"ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, მაგალითისთვის, დღეს როცა რაიმე დარღვევები იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ ეძლეოდათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ იყო 3 000 ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. დაგეგმილი ცვლილებებით პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარის ოდენობის. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე - 20 000 ლარი. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, მაგალითად, ის რომ ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ. მაგალითად, ფასადის მოპირკეთების დროს, ყოველგვარი დამცავების გარეშე მუშაობენ. თვითონ მშენებლის ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ მუშაობდნენ. ეს ჯარიმები მგონია, რომ მოგვცემს შესაძლებლობა, რათა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც უკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასატეხია. ერთიანი თანადგომით მგონია, რომ ამას შევძლებთ. გვქონდა კონსულტაციების პრემიერთან, ეკონომიკურ გუნდთან და ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას და გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა", - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ