საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოდვა ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს" - პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა
"ცოდვა ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს" - პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა

ცოდ­ვა არის სა­ში­ნე­ლი ვნე­ბა, რო­მე­ლიც ღუ­პავს ადა­მი­ანს, ეს არის ის ხორ­ცმე­ტი, რო­მე­ლიც არის ადა­მი­ა­ნის სულ­ზე, რომ­ლი­სა­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც შენ­დო­ბის ლოც­ვა აღავ­ლი­ნა.

"წმინ­და მამა ამ­ბობს: უფა­ლო, მო­მა­ნი­ჭე მე გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა. რო­გორ უნდა გა­ნი­ცა­დოს ადა­მი­ან­მა ცოდ­ვა? - უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა გა­ნი­ცა­დოს გუ­ლით და გო­ნე­ბით. არ შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ვცნობ­დეთ ცოდ­ვას მხო­ლოდ გო­ნე­ბით. რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ან­მა უნდა გა­ნი­ცა­დოს ცოდ­ვა დიდი გო­ნე­ბით და დიდი გო­ნე­ბა არის გული. შენ­დო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, პა­ტი­ე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვერც ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ ცხონ­დე­ბო­და დე­და­მი­წა­ზე. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ და­წეს­და შენ­დო­ბის წესი. ამას და­სა­წყი­სი და­ე­დო ეგ­ვიპ­ტოს უდაბ­ნო­ში. დიდი მარ­ხვის წინ ბერ­მო­ნაზვნო­ბა იკ­რი­ბე­ბო­და მო­ნას­ტერ­ში და ერ­თმა­ნეთს სთხოვ­დნენ პა­ტი­ე­ბას. შემ­დეგ წა­ვი­დოდ­ნენ უდაბ­ნო­ში და მთე­ლი მარ­ხვის დროს ლო­ცუ­ლობ­დნენ გან­დე­გი­ლად. არა­ვინ ხე­დავ­და, რა უჭირ­და და რა ულ­ხინ­და მათ. შემ­დეგ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ერ­თად ხვდე­ბოდ­ნენ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს. ცოდ­ვა ეს დიდი ვნე­ბაა. ადა­მი­ა­ნი ხში­რად ვერ გრძნობს, რო­გორ შე­მო­ი­პა­რე­ბა ცოდ­ვა ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში. მთე­ლი პრო­ცე­სია - უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თვა­ლით ხე­დავ ამა თუ იმ ვნე­ბას, თვა­ლი­დან - გულ­ში. გულ­ში თუ შე­ვი­და ვნე­ბა, მერე მო­ე­დე­ბა მთელ სხე­ულს და უკვე ძნე­ლია მისი გან­შო­რე­ბა. ამი­ტომ ყო­ველ ადა­მი­ანს უნდა ჰყავ­დეს მო­ძღვა­რი, მლოც­ვე­ლი და არა მარ­ტო ბერ მო­ნაზვნო­ბას, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, არა­მედ ერის ადა­მი­ა­ნებს. მო­ნას­ტრებ­ში და ტაძ­რებ­ში სამ­ღვდე­ლო­ე­ბა უნდა ლო­ცუ­ლობ­დეს ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. დიდი სუ­ლი­ე­რი შრო­მაა, ეს არ არის ბრძო­ლა ვნე­ბებ­თან, ხორცთან და სის­ხლთან, არა­მედ ეს არის ბრძო­ლა ეშ­მაკ­თან. ეშ­მა­კი ბრძე­ნია და ამ სიბ­რძნით აღ­წერს თა­ვის ბო­როტ ვნე­ბებს და აზ­რებს. ძა­ლი­ან ძნე­ლია მი­ტე­ვე­ბა ცოდ­ვი­სა, თუ შენ არ და­გი­შა­ვე­ბია. ხში­რი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სი­კე­თეს უკე­თებს სხვას და ადა­მი­ა­ნი პა­სუ­ხობს ბო­რო­ტე­ბით. რა უნდა უყო ასეთ ადა­მი­ანს?! ხე­დავ, რომ ცუდს გი­კე­თებს, შენ უნდა და­ლო­ცო... გლან­ძღავს - შენ უნდა და­ლო­ცო და ეს ყვე­ლა­ფე­რი, შენი და­ლოც­ვლი­ლი შენ გიბ­რუნ­დე­ბა. აი, ამი­ტომ დიდი სიბ­რძნე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ, რომ სი­კე­თე და სიწ­მინ­დე შენ და­გიბ­რუნ­დეს", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა და დას­ძი­ნა, რომ დიდი მარ­ხვა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა მად­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად.

ამას­თან, მან გა­იხ­სე­ნა მცხე­თის სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის მო­ნაზვნე­ბის ყოფა.

"მე მახ­სენ­დე­ბა, ძვე­ლი დე­დე­ბი რო­გორ მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, მა­გა­ლი­თად, დედა სი­დო­ნია. სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­ტა­რა კე­ლია იყო, ფიც­რე­ბი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი ტახ­ტი და დღე და ღამე იქ მოღ­ვა­წე­ობ­და, წა­მოწ­ვე­ბო­და და თავ­ქვეშ ბა­ლი­შის მა­გივ­რად ქვა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი. უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ეფ­რემ მე­ო­რე როცა იყო წი­ნამ­ძღვა­რი სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რი­სა, ამ­ბობ­და, ლოც­ვის დროს ვი­ღა­ცას შე­მოჰ­ქონ­დაო მა­წო­ნი და არ ვი­ცო­დით, ვის მოჰ­ქონ­დაო.... კმე­ვის დროს გა­მო­ვე­დი გა­რეთ და ვხე­დავ, ერთ-ერთი მო­ნა­ზო­ნი დგამს ამ მა­წონს ფან­ჯა­რა­ში, იმ დროს, როცა თვი­თო­ნაც არა­ფე­რი ჰქონ­დაო. ღმერ­თმა მოგ­ცეთ ძალა და მად­ლი, ღმერ­თმა მიგ­ცეთ გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა და სიბ­რძნე", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა..

მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მრევლს შენ­დო­ბა სთხო­ვა, ასე­ვე, ილო­ცა სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თათ­ვის.

"ღმერ­თო, მა­მაო, ძეო ღვთი­საო და სულო წმინ­დაო, შე­უნ­დე ერსა ჩვენ­სა შე­ცო­დე­ბულ­სა; ღმერ­თო, შე­უნ­დე მთავ­რო­ბა­სა და მხედ­რო­ბა­სა ჩვენ­სა; ღმერ­თო შე­უნ­დე მღვდელმთავ­რებ­სა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა, დი­აკ­ვნებ­სა, ბერ-მო­ნაზვნებ­სა; ღმერ­თო, შე­უნ­დე ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას და მო­ხუ­ცე­ბულ­თა; ღმერ­თო, შე­უნ­დე ყო­ველ­თა მკვიდრთა სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა­თა; ღმერ­თო, შე­უნ­დე უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­თა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა; ღმერ­თო, შე­მინ­დე მე ცოდ­ვილ­სა და უღირ­სსა მო­ნა­სა შენ­სა, ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო ძმა­ნო და დანო, შე­მინ­დეთ მე ცოდ­ვე­ბი ჩემი", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა. მან მრევლს მარ­ხვის სი­ნა­ნულ­ში გა­ტა­რე­ბა და ბედ­ნი­ე­რი აღ­დგო­მა უსურ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ცოდვა ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს" - პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა

"ცოდვა ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს" - პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა

ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს ყოველი ადამიანი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შენდობის ლოცვა აღავლინა.

"წმინდა მამა ამბობს: უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა ცოდვა? - უპირველეს ყოვლისა, უნდა განიცადოს გულით და გონებით. არ შეიძლება ჩვენ ვცნობდეთ ცოდვას მხოლოდ გონებით. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანმა უნდა განიცადოს ცოდვა დიდი გონებით და დიდი გონება არის გული. შენდობა რომ არ ყოფილიყო, პატიება რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა დედამიწაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაწესდა შენდობის წესი. ამას დასაწყისი დაედო ეგვიპტოს უდაბნოში. დიდი მარხვის წინ ბერმონაზვნობა იკრიბებოდა მონასტერში და ერთმანეთს სთხოვდნენ პატიებას. შემდეგ წავიდოდნენ უდაბნოში და მთელი მარხვის დროს ლოცულობდნენ განდეგილად. არავინ ხედავდა, რა უჭირდა და რა ულხინდა მათ. შემდეგ იკრიბებოდნენ და ერთად ხვდებოდნენ აღდგომის დღესასწაულს. ცოდვა ეს დიდი ვნებაა. ადამიანი ხშირად ვერ გრძნობს, როგორ შემოიპარება ცოდვა ადამიანის გონებაში. მთელი პროცესია - უპირველეს ყოვლისა, თვალით ხედავ ამა თუ იმ ვნებას, თვალიდან - გულში. გულში თუ შევიდა ვნება, მერე მოედება მთელ სხეულს და უკვე ძნელია მისი განშორება. ამიტომ ყოველ ადამიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, მლოცველი და არა მარტო ბერ მონაზვნობას, სასულიერო პირებს, არამედ ერის ადამიანებს. მონასტრებში და ტაძრებში სამღვდელოება უნდა ლოცულობდეს ყოველი ადამიანისთვის. დიდი სულიერი შრომაა, ეს არ არის ბრძოლა ვნებებთან, ხორცთან და სისხლთან, არამედ ეს არის ბრძოლა ეშმაკთან. ეშმაკი ბრძენია და ამ სიბრძნით აღწერს თავის ბოროტ ვნებებს და აზრებს. ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ადამიანი პასუხობს ბოროტებით. რა უნდა უყო ასეთ ადამიანს?! ხედავ, რომ ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო... გლანძღავს - შენ უნდა დალოცო და ეს ყველაფერი, შენი დალოცვლილი შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინოთ, რომ სიკეთე და სიწმინდე შენ დაგიბრუნდეს", - განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, რომ დიდი მარხვა შესანიშნავი საშუალებაა მადლის მოსაპოვებლად.

ამასთან, მან გაიხსენა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნების ყოფა.

"მე მახსენდება, ძველი დედები როგორ მოღვაწეობდნენ, მაგალითად, დედა სიდონია. სპეციალური პატარა კელია იყო, ფიცრებიდან გაკეთებული ტახტი და დღე და ღამე იქ მოღვაწეობდა, წამოწვებოდა და თავქვეშ ბალიშის მაგივრად ქვა ჰქონდა დადებული. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე როცა იყო წინამძღვარი სვეტიცხოვლის ტაძრისა, ამბობდა, ლოცვის დროს ვიღაცას შემოჰქონდაო მაწონი და არ ვიცოდით, ვის მოჰქონდაო.... კმევის დროს გამოვედი გარეთ და ვხედავ, ერთ-ერთი მონაზონი დგამს ამ მაწონს ფანჯარაში, იმ დროს, როცა თვითონაც არაფერი ჰქონდაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, ღმერთმა მიგცეთ განცდა თვისთა ცოდვათა და სიბრძნე", - განაცხადა პატრიარქმა..

მისმა უწმინდესობამ მრევლს შენდობა სთხოვა, ასევე, ილოცა საერო და სასულიერო პირთათვის.

"ღმერთო, მამაო, ძეო ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერსა ჩვენსა შეცოდებულსა; ღმერთო, შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა; ღმერთო შეუნდე მღვდელმთავრებსა, სამღვდელოებასა, დიაკვნებსა, ბერ-მონაზვნებსა; ღმერთო, შეუნდე ჩვენს ახალგაზრდობას და მოხუცებულთა; ღმერთო, შეუნდე ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა; ღმერთო, შეუნდე უცხოეთში მცხოვრებთა თანამემამულეთა; ღმერთო, შემინდე მე ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ მე ცოდვები ჩემი", - განაცხადა პატრიარქმა. მან მრევლს მარხვის სინანულში გატარება და ბედნიერი აღდგომა უსურვა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ