მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოდო გუგეშაშვილი : ჩვენ ორივე მოგვკლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის
დოდო გუგეშაშვილი : ჩვენ ორივე მოგვკლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის

ჯერ სა­ერ­თოდ, რა­ტომ უნ­დო­და, რომ ჩემი ოჯა­ხი ამო­წყვე­ტი­ლი­ყო, ესეც არ იცი, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო ერთი, რომ ეს მა­ხინ­ჯი ვი­ღა­ცის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და, - ამის შე­სა­ხებ თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, რო­დის გა­იც­ნო თავ­დამ­სხმე­ლი სა­ხე­ლად ზურა, რო­მელ­მაც მისი თქმით, უკ­რა­ი­ნი­დან თურ­ქეთ­ში ძვირ­ფა­სი ქვის- ქარ­ვის გა­და­ტა­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს ადა­მი­ა­ნი მან 11 თვის წინ გა­იც­ნო და თავი წარ­მო­უდ­გი­ნა, რო­გორც ვე­ტე­რა­ნი.

"(ზუ­რამ)და­ა­ყე­ნა სა­კი­თხი ასე, რომ მას ჰყავს პარტნი­ო­რე­ბი თურ­ქეთ­ში, რომ­ლებ­საც უნ­დათ კი­ევ­ში, მა­ღა­ზი­ა­ში ქარ­ვის ნა­კე­თო­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნი­ონ. მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნა ომის ქვე­ყა­ნა არის მათ მა­ღა­ზი­ი­დან აე­რო­პორ­ტამ­დე ამ ნა­ყი­დი ნივ­თე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ტა­ნის გა­რან­ტია არ აქვთ და მთხო­ვა, რომ თუ მყავს მე იქ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყიდ ნივ­თებს უსაფრ­თხოდ მი­ა­ტა­ნი­ნებ­დნენ აე­რო­პორ­ტში. ქარ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა, მათ თურ­ქეთ­ში უნდა წა­ე­ღოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მას­სა და მის ვაჟ­ზე, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვილ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მისი წარ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო არ მომ­ხდა­რა და ამ კუ­თხით რა­ი­მე ტი­პის შუ­რის­ძი­ე­ბა გა­მო­რი­ცხა.

ამას­თან, დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის­გან მი­ი­ღო.

"უწ­მინ­დე­სის წე­რი­ლი მო­მა­წო­დეს, მე უფრო გავძლი­ერ­დი. ჩემი შვი­ლის გა­რე­შე მე, არ ვა­პი­რებ ცხოვ­რე­ბას. ჩემი შვი­ლი ფი­ზი­კუ­რად არ არის ჩემ­თან, სული მა­რა­დი­უ­ლია. ჩემი შვი­ლი და მე ისევ ერ­თად ვართ. დედა-შვილს ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ და­ა­ცი­ლებს. ჩვენ ორი­ვე მოგკვლეს, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლია და ის ჩემ­თან არის. ადა­მი­ა­ნი თა­ვის ცხოვ­რე­ბის გზას თვი­თონ ირ­ჩევს და თვი­თონ გა­დის. ამი­ტომ ყვე­ლამ უნდა გა­ვი­ა­როთ გზა ეს იქ­ნე­ბა ვარ­დით, თუ ეკ­ლით მო­ფე­ნი­ლი. მე გზა ვარ­დით არას­დროს გა­მივ­ლია. ყო­ველ­თვის ეკ­ლით გა­ვი­ა­რე, ვიცი, რომ ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბაც ეკ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მე ამ გზას გა­ვივ­ლი, მე და ჩემი შვი­ლი ერ­თად გა­ვივ­ლით", - გა­ნა­ცხა­და დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დოდო გუგეშაშვილი : ჩვენ ორივე მოგვკლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის

დოდო გუგეშაშვილი : ჩვენ ორივე მოგვკლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის

ჯერ საერთოდ, რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო, ესეც არ იცი, მაგრამ ფაქტი იყო ერთი, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა, როდის გაიცნო თავდამსხმელი სახელად ზურა, რომელმაც მისი თქმით, უკრაინიდან თურქეთში ძვირფასი ქვის- ქარვის გადატანაში დახმარება სთხოვა.

დოდო გუგეშაშვილის განმარტებით, ეს ადამიანი მან 11 თვის წინ გაიცნო და თავი წარმოუდგინა, როგორც ვეტერანი.

"(ზურამ)დააყენა საკითხი ასე, რომ მას ჰყავს პარტნიორები თურქეთში, რომლებსაც უნდათ კიევში, მაღაზიაში ქარვის ნაკეთობები ოფიციალურად შეიძინიონ. მაგრამ ვინაიდან უკრაინა ომის ქვეყანა არის მათ მაღაზიიდან აეროპორტამდე ამ ნაყიდი ნივთების უსაფრთხო გადატანის გარანტია არ აქვთ და მთხოვა, რომ თუ მყავს მე იქ მეგობრები, რომლებიც მაღაზიაში ნაყიდ ნივთებს უსაფრთხოდ მიატანინებდნენ აეროპორტში. ქარვა საქართველოში არა, მათ თურქეთში უნდა წაეღოთ. საქართველოზე არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ მასსა და მის ვაჟზე, ნოდარ გუგეშაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მისი წარსული საქმიანობის გამო არ მომხდარა და ამ კუთხით რაიმე ტიპის შურისძიება გამორიცხა.

ამასთან, დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო.

"უწმინდესის წერილი მომაწოდეს, მე უფრო გავძლიერდი. ჩემი შვილის გარეშე მე, არ ვაპირებ ცხოვრებას. ჩემი შვილი ფიზიკურად არ არის ჩემთან, სული მარადიულია. ჩემი შვილი და მე ისევ ერთად ვართ. დედა-შვილს ვერასდროს ვერავინ დააცილებს. ჩვენ ორივე მოგკვლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის. ადამიანი თავის ცხოვრების გზას თვითონ ირჩევს და თვითონ გადის. ამიტომ ყველამ უნდა გავიაროთ გზა ეს იქნება ვარდით, თუ ეკლით მოფენილი. მე გზა ვარდით არასდროს გამივლია. ყოველთვის ეკლით გავიარე, ვიცი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც ეკლიანი იქნება, მაგრამ მე ამ გზას გავივლი, მე და ჩემი შვილი ერთად გავივლით", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი