პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრებს დუმილის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ? - "კურიერი" საქმის ახალ დეტალებზე
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრებს დუმილის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ? - "კურიერი" საქმის ახალ დეტალებზე

ხო­რა­ვა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ზო­გი­ერ­თი არას­რულ­წლოვ­ნის ოჯა­ხის წევ­რი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად მოკ­ლუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მე­გობ­რებს სო­ლი­დურ თან­ხას სთა­ვა­ზო­ბენ - ამის შე­სა­ხებ "შა­ბა­თის კუ­რი­ე­რი" იუ­წყე­ბა.

გა­და­ცე­მა­ში აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, სა­დაც, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წერ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ვად ყვე­ბი­ან, ვინ ვის და­არ­ტყა და რო­გორ მი­ა­ყე­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი სას­კო­ლო ჩან­თე­ბით საქ­მის გარ­ჩე­ვა­ზე მი­სუ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს.

აუ­დი­ო­ფა­ილ­ში ხმე­ბი შეც­ვლი­ლია, ამოჭ­რი­ლია იმ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გვა­რე­ბიც, ვი­საც სა­უბ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახ­სე­ნე­ბენ.

მო­ზარ­დებს შო­რის ამ სა­უ­ბარს შე­ეს­წრო "სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა რე­ფორ­მი­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად კუპ­რა­ვა, რო­მე­ლიც ჩა­ნა­წე­რის ნამ­დვი­ლო­ბას ადას­ტუ­რებს.

ჩა­ნა­წერ­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ ეჭვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ზო­გი­ერთ პირს გავ­ლე­ნი­ა­ნი პატ­რო­ნე­ბი ჰყავთ. მა­თი­ვე სა­უბ­რი­დან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის ან მოქ­მე­დი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ერთ-ერთი ასე­თი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის, დი­დუ­ბის მა­ჟო­რი­ტარ თა­რაშ შურ­ღა­ი­ას შვი­ლია.

თა­ვად შურ­ღა­ია მისი შვი­ლის კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყოფს. საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ მის­მა შვილ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

"რუს­თა­ვი 2"-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბი უშუ­ა­ლოდ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზეც მი­უ­თი­თე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­რა­ვას ქუ­ჩის ინ­ცი­დენ­ტში, 51-ე და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლე­ბის გარ­და, მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა სკო­ლე­ბი­და­ნაც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ყვე­ლა­სი არ იცი­ან.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმე­ტე­სო­ბის ვი­ნა­ო­ბა არც გა­მო­ძი­ე­ბას აქვს დად­გე­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 51-ე სკო­ლი­დან ხო­რა­ვას ქუ­ჩის 4 ნომ­რამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე არ­სე­ბულ გარე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებს, თით­ქმის, ყვე­ლას სახე აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრებს დუმილის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ? - "კურიერი" საქმის ახალ დეტალებზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრებს დუმილის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ? - "კურიერი" საქმის ახალ დეტალებზე

ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მონაწილე ზოგიერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ფაქტების დამახინჯებით არის დაინტერესებული და სასურველი ჩვენების მისაღებად მოკლული მოსწავლეების მეგობრებს სოლიდურ თანხას სთავაზობენ - ამის შესახებ "შაბათის კურიერი" იუწყება.

გადაცემაში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც, მათი ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეები საუბრობენ. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ჩხუბის მონაწილეები თავად ყვებიან, ვინ ვის დაარტყა და როგორ მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები სასკოლო ჩანთებით საქმის გარჩევაზე მისულებმა ერთმანეთს.

აუდიოფაილში ხმები შეცვლილია, ამოჭრილია იმ არასრულწლოვნების გვარებიც, ვისაც საუბრის მონაწილეები ახსენებენ.

მოზარდებს შორის ამ საუბარს შეესწრო "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, რომელიც ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს.

ჩანაწერში არასრულწლოვნები გამოთქვამენ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ინციდენტში მონაწილე ზოგიერთ პირს გავლენიანი პატრონები ჰყავთ. მათივე საუბრიდან ცნობილი ხდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში "ქართული ოცნების" წევრების ან მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებთან დაახლოებული ოჯახების შვილები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი საკრებულოს დეპუტატის, დიდუბის მაჟორიტარ თარაშ შურღაიას შვილია.

თავად შურღაია მისი შვილის კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მისმა შვილმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა.

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არასრულწლოვნები უშუალოდ საქმესთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო დეტალზეც მიუთითებენ. მათი ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტში, 51-ე და ექსპერიმენტული სკოლების გარდა, მოსწავლეები სხვა სკოლებიდანაც მონაწილეობდნენ. სახელები და გვარები ყველასი არ იციან.

"კურიერის" ინფორმაციით, უმეტესობის ვინაობა არც გამოძიებას აქვს დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ 51-ე სკოლიდან ხორავას ქუჩის 4 ნომრამდე მისასვლელ გზაზე არსებულ გარე სათვალთვალო კამერებს, თითქმის, ყველას სახე აქვს დაფიქსირებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ