სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე გამარჯვება - გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 დაამარცხეს
"ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე გამარჯვება - გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 დაამარცხეს

სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტურ­ში გერ­მა­ნია ან­გა­რი­შით 64:0 და­ა­მარ­ცხა. თა­მა­ში ქა­ლაქ ოფენ­ბახ­ში გა­ი­მარ­თა.

პირ­ველ ტა­იმ­ში ლელო გი­ორ­გი კვე­სე­ლა­ძემ, სან­დრო თო­დუ­ამ და ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვამ და­დეს, ხოლო ლაშა წიკ­ლა­ურ­მა სა­მი­დან ორი გარ­და­სახ­ვა გა­მო­ი­ყე­ნა.

მე­ო­რე ტა­იმ­ში მას­პინ­ძელ­თა გუნ­დმა ვე­ღარ შეძ­ლო ჩვე­ნი გუნ­დის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა 7 ლელო დადო (ან­ტონ ფე­იქ­რიშ­ვილ­მა, მი­ხე­ილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, კვე­სე­ლა­ძემ - 2, ოთარ გი­ორ­გა­ძემ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ, ლაშა ხმა­ლა­ძემ), წიკ­ლა­ურ­მა კი 7-დან 6 გარ­და­სახ­ვა ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა და შეხ­ვედ­რა 64:0 დას­რულ­და.

შემ­დეგ შეხ­ვედ­რას "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" 3 მარტს, თბი­ლის­ში, ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან გა­მარ­თა­ვენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე გამარჯვება - გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 დაამარცხეს

"ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე გამარჯვება - გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანია ანგარიშით 64:0 დაამარცხა. თამაში ქალაქ ოფენბახში გაიმართა.

პირველ ტაიმში ლელო გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ დადეს, ხოლო ლაშა წიკლაურმა სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა გუნდმა ვეღარ შეძლო ჩვენი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 7 ლელო დადო (ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, კვესელაძემ - 2, ოთარ გიორგაძემ, ზურაბ ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ), წიკლაურმა კი 7-დან 6 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 64:0 დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 3 მარტს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი