პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ თქვენი მეგობარი საუბრისას ამ სიტყვებს იყენებს, მას დეპრესია აქვს - ამერიკელი ფსიქოლოგების ახალი კვლევის შედეგები
თუ თქვენი მეგობარი საუბრისას ამ სიტყვებს იყენებს, მას დეპრესია აქვს - ამერიკელი ფსიქოლოგების ახალი კვლევის შედეგები

დეპ­რე­სია ცვლის ადა­მი­ანს, ცვლის მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბებს, ინ­ტე­რე­სებს, მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი მიდ­გო­მას, ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბებს და აღ­ქმას, ენერ­გი­უ­ლო­ბას, ძი­ლის და კვე­ბის რე­ჟიმ­საც კი.

ახალ კვლე­ვა­ში ამე­რი­კელ­მა ფსი­ქო­ლო­გებ­მა დეპ­რე­სი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბის სხვა ას­პექ­ტი შე­ის­წავ­ლეს. მათ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ანა­ლი­ზით გა­მოთ­ვა­ლეს, თუ რო­გორ ცვლის დეპ­რე­სია მე­ტყვე­ლე­ბის არა­მარ­ტო ში­ნა­არსს, არა­მედ მის სტილ­საც. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმამ" რუბ­რი­კის­თვის "გა­ლი­ლეო" მო­ამ­ზა­და სტა­ტია.

ტრა­დი­ცი­უ­ლი ლინგვის­ტუ­რი ანა­ლი­ზი ძი­რი­თა­დად ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბო­და. ახალ კვლე­ვა­ში მეც­ნი­ე­რებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და­ეხ­მა­რა, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი მო­ცუ­ლო­ბის ჯგუ­ფის მე­ტყვე­ლე­ბის და ნა­წე­რის ანა­ლი­ზი შე­უძ­ლია. კვლე­ვა­ში 6 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ლექ­სი­კა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს.

იოლი მი­სახ­ვედ­რია, რომ დეპ­რე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის მე­ტყვე­ლე­ბა­ში ჭარ­ბობს უარ­ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც ამ კვლე­ვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ასე­თი სი­ტყვე­ბის მა­გა­ლი­თე­ბია: "მარ­ტო­ო­ბა", "მო­წყე­ნი­ლო­ბა", "სევ­და", "დეპ­რე­სი­უ­ლი", "ცუდი", "დათ­რგუ­ნუ­ლი", "სა­ში­ნე­ლი", "სა­ცო­და­ვი", "უი­მე­დო", "უბე­დუ­რი".

მკვლე­ვა­რე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი იყო დეპ­რე­სი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბის პოვ­ნა: მე და ჩემი. პირ­ვე­ლი პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი იშ­ვი­ა­თად იხ­მა­რე­ბო­და მრავ­ლო­ბით რი­ცხვში. შე­სა­ბა­მი­სად, დეპ­რე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ და წერ­დნენ სა­კუ­თარ თავ­ზე, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ზე და ემო­ცი­ებ­ზე. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად იყე­ნებ­დნენ სი­ტყვებს "შენ/თქვენ", "ის/ისი­ნი", "შენი/თქვე­ნი", "მისი/მათი", რაც სხვე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ნაკ­ლე­ბო­ბას და სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ნაკ­ლებ შე­ხე­ბას, ნაკ­ლებ კავ­შირს აჩ­ვე­ნებს.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დაკ­ვირ­ვე­ბა სა­უბ­რის სტილ­ზე: დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ხმა­რო­ბენ ე.წ. აბ­სო­ლუ­ტიზ­მის ში­ნა­არ­სის მქო­ნე სი­ტყვებს, ფრა­ზებს და აზ­რებს, რო­მე­ლიც არ იძ­ლე­ვა სი­ტუ­ა­ცი­ის, დრო­ის, ფორ­მის, ან სხვა კონ­ტექ­სტუ­ა­ლუ­რი ნი­უ­ან­სე­ბის გან­ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას. ასე­თი სი­ტყვე­ბის მა­გა­ლი­თად სა­ხელ­დე­ბა: "სრუ­ლე­ბით", "ერ­თა­დერ­თი", "არას­დროს", "ყო­ველ­თვის", "ყვე­ლა­ფე­რი", "ყვე­ლა", "არა­ვინ", "არა­ფე­რი".

ამას­თან, აბ­სო­ლუ­ტიზ­მის ში­ნა­არ­სის შემ­ცველ სი­ტყვებს 50 პრო­ცენ­ტით მე­ტად ხმა­რობ­დნენ დეპ­რე­სი­ის მქო­ნე ჯგუ­ფე­ბი, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. კი­დევ უფრო მეტი, 80 პრო­ცენ­ტით მე­ტად იყე­ნებ­დნენ ისი­ნი, ვი­საც თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე უფიქ­რია, ან ამ იდე­ით იყო შე­პყრო­ბი­ლი.

მეც­ნი­ე­რებს უც­ნა­უ­რად, პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც კი ეჩ­ვე­ნათ ის ფაქ­ტი, რომ უარ­ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის მქო­ნე სი­ტყვებს დეპ­რე­სი­ის ჯგუფ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად ხმა­რობ­დნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ფიქ­რობ­და. თუმ­ცა, სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რი იყო ის, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზა­ზე მდგა­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი 70 პრო­ცენ­ტით უფრო ხში­რად იწყებ­დნენ და­დე­ბი­თი ში­ნა­არ­სის მქო­ნე სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი თვლი­ან, რომ დეპ­რე­სი­ის ენის გა­გე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტებს სიმპტო­მე­ბის სწო­რად აღ­ქმა­ში და ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის აღ­კვე­თის საქ­მე­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, დეპ­რე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლი­ში 2005 წლის შემ­დეგ, სულ ცოტა, 18 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და ახლა 300 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

კვლე­ვა 5 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნდა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (წარ­სულ­ში ამე­რი­კის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა) სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში "კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა". მისი ავ­ტო­რე­ბი არი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი მუ­ჰა­მედ ალ-მო­სა­ვი და ტიმ ჯონ­სტო­ნი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის რე­დინ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

"ამე­რი­კის ხმა"

თუ თქვენი მეგობარი საუბრისას ამ სიტყვებს იყენებს, მას დეპრესია აქვს - ამერიკელი ფსიქოლოგების ახალი კვლევის შედეგები

თუ თქვენი მეგობარი საუბრისას ამ სიტყვებს იყენებს, მას დეპრესია აქვს - ამერიკელი ფსიქოლოგების ახალი კვლევის შედეგები

დეპრესია ცვლის ადამიანს, ცვლის მის ყოველდღიურობას, ურთიერთობებს, ინტერესებს, მოვლენებისადმი მიდგომას, ტკივილის შეგრძნებებს და აღქმას, ენერგიულობას, ძილის და კვების რეჟიმსაც კი.

ახალ კვლევაში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დეპრესიის გამოვლინების სხვა ასპექტი შეისწავლეს. მათ კომპიუტერული ანალიზით გამოთვალეს, თუ როგორ ცვლის დეპრესია მეტყველების არამარტო შინაარსს, არამედ მის სტილსაც. აღნიშნული კვლევის შესახებ "ამერიკის ხმამ" რუბრიკისთვის "გალილეო" მოამზადა სტატია.

ტრადიციული ლინგვისტური ანალიზი ძირითადად ჩანაწერების საშუალებით ხდებოდა. ახალ კვლევაში მეცნიერებს კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმარა, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ჯგუფის მეტყველების და ნაწერის ანალიზი შეუძლია. კვლევაში 6 400-ზე მეტი ადამიანის ლექსიკა გააანალიზეს.

იოლი მისახვედრია, რომ დეპრესიის მქონე ადამიანის მეტყველებაში ჭარბობს უარყოფითი შინაარსის მატარებელი სიტყვები, რაც ამ კვლევამაც დაადასტურა. ასეთი სიტყვების მაგალითებია: "მარტოობა", "მოწყენილობა", "სევდა", "დეპრესიული", "ცუდი", "დათრგუნული", "საშინელი", "საცოდავი", "უიმედო", "უბედური".

მკვლევარებისთვის გაცილებით საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნაცვალსახელების პოვნა: მე და ჩემი. პირველი პირის ნაცვალსახელი იშვიათად იხმარებოდა მრავლობით რიცხვში. შესაბამისად, დეპრესიის მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ საკუთარ თავზე, კონცენტრირებულები იყვნენ საკუთარ პერსონაზე და ემოციებზე. ისინი იშვიათად იყენებდნენ სიტყვებს "შენ/თქვენ", "ის/ისინი", "შენი/თქვენი", "მისი/მათი", რაც სხვებისადმი ინტერესის ნაკლებობას და სხვა ადამიანებთან ნაკლებ შეხებას, ნაკლებ კავშირს აჩვენებს.

კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება საუბრის სტილზე: დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად ხმარობენ ე.წ. აბსოლუტიზმის შინაარსის მქონე სიტყვებს, ფრაზებს და აზრებს, რომელიც არ იძლევა სიტუაციის, დროის, ფორმის, ან სხვა კონტექსტუალური ნიუანსების განხილვის საშუალებას. ასეთი სიტყვების მაგალითად სახელდება: "სრულებით", "ერთადერთი", "არასდროს", "ყოველთვის", "ყველაფერი", "ყველა", "არავინ", "არაფერი".

ამასთან, აბსოლუტიზმის შინაარსის შემცველ სიტყვებს 50 პროცენტით მეტად ხმარობდნენ დეპრესიის მქონე ჯგუფები, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. კიდევ უფრო მეტი, 80 პროცენტით მეტად იყენებდნენ ისინი, ვისაც თვითმკვლელობაზე უფიქრია, ან ამ იდეით იყო შეპყრობილი.

მეცნიერებს უცნაურად, პარადოქსულადაც კი ეჩვენათ ის ფაქტი, რომ უარყოფითი შინაარსის მქონე სიტყვებს დეპრესიის ჯგუფთან შედარებით, ნაკლებად ხმარობდნენ ის ადამიანები, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. თუმცა, სავსებით ლოგიკური იყო ის, რომ გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი პაციენტები 70 პროცენტით უფრო ხშირად იწყებდნენ დადებითი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენებას.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ დეპრესიის ენის გაგება სპეციალისტებს სიმპტომების სწორად აღქმაში და ინტერპრეტაციაში დაეხმარება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და თვითმკვლელობის ტრაგიკული შემთხვევების აღკვეთის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესიის მქონე ადამიანთა რაოდენობა მსოფლიში 2005 წლის შემდეგ, სულ ცოტა, 18 პროცენტით გაიზარდა და ახლა 300 მილიონს აჭარბებს.

კვლევა 5 იანვარს გამოქვეყნდა ფსიქოლოგიური მეცნიერების ასოციაციის (წარსულში ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება) სამეცნიერო ჟურნალში "კლინიკური ფსიქოლოგიის მეცნიერება". მისი ავტორები არიან პროფესორები მუჰამედ ალ-მოსავი და ტიმ ჯონსტონი შეერთებული შტატების რედინგის უნივერსიტეტიდან.

"ამერიკის ხმა"

რუსეთის თასზე, მატჩის შემდეგ, გია გრიგალავა ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა და თავის გახვრეტით დაემუქრა - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი, ნაკლებად ცნობილი 5 ფოტო

"ამერიკელი ვარსკვლავი შეროლ პორტერი პირველად სინჯავს ქართულ ხინკალს" - ნახეთ როგორი რეაქცია აქვს მას დაგემოვნებისას