სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი სექს-სკანდალი დონალდ ტრამპის გარშემო - რას ყვება Playboy-ის მოდელი
ახალი სექს-სკანდალი დონალდ ტრამპის გარშემო - რას ყვება Playboy-ის მოდელი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი შე­საძ­ლოა ახალ სექს-სკან­დალ­ში გა­ეხ­ვეს. საქ­მე ეხე­ბა Playboy-ის მო­დელ კა­რენ მაკ­დუ­გალს, რო­მელ­თა­ნაც აშშ-ს პირ­ველ პირს სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რი ჰქონ­და, თა­ნაც მა­შინ როცა მე­ლა­ნია ტრამპზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

მო­დელ­მა New Yorker-ს უამ­ბო, რომ მას და ტრამპს და­ახ­ლო­ე­ბით 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, ბიზ­ნეს­მე­ნი კი მა­შინ უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მის მე­სა­მე მე­უღ­ლე­ზე - მე­ლა­ნია ტრამპზე.

კა­რენ მაკ­დუ­გა­ლი 1998 წელს Playboy-ის წლის გოგო გახ­და. ის წე­რილ­ში ყვე­ბა, რომ მი­ლი­არ­დე­რი Playboy-ის სახ­ლში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე 2006 წელს გა­იც­ნო. მათ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი გაც­ვა­ლეს და თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი შედ­გა მათ შო­რის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ბე­ვერ­ლი ჰილზ­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში შედ­გა მათი "პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი".

"ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი! მე მო­მე­წო­ნა მას­ში მისი გო­ნი­ე­რე­ბა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა. ის ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცია" - მოჰ­ყავს გა­ზეთს ცი­ტა­ტა მაკ­დუ­გა­ლის წე­რი­ლი­დან. მო­დე­ლი წელს, რომ სექ­სი პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ დღეს ჰქონ­დათ. მას ტრამპმა ფული შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მაკ­დუ­გალ­მა უარი უთხრა.

"ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. შევ­ხე­დე და ვუ­თხა­რი: არა გმად­ლობთ, მე არ ვარ ასე­თი გო­გო­ნა" - წერს Playboy-ის მო­დე­ლი და ამ ურ­თი­ერ­თო­ბი­დან კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს იხ­სე­ნებს - მისი თქმით, ტრამპმა ერთხელ ტრამპ-თა­უ­ერ­ში მის აპარ­ტა­მენ­ტშიც კი მი­იყ­ვა­ნა და აჩ­ვე­ნა მისი მე­უღ­ლის, მე­ლა­ნი­ას სა­ძი­ნე­ბე­ლი.

მო­დე­ლი წე­რილ­ში წერს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ და­ას­რუ­ლა, რაც სინ­დი­სის ქენ­ჯნა და­ე­წყო ამ კავ­ში­რის გამო. მისი თქმით, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იყო ის, რომ ტრამპმა უხამ­სად იხუმ­რა მაკ­დუ­გა­ლის დე­დის ასაკ­ზე, ამას­თან, ვულ­გა­რუ­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბის ანა­ტო­მი­ა­ზე.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე Wall Street Journal-მა და­წე­რა, რომ ტრამ­პის ერთ-ერ­თმა მომ­ხრემ დე­ვიდ პე­კერ­მა, მაკ­დუ­გალს 150 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და დუ­მი­ლის­თვის. მა­შინ ტრამ­პის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი უარ­ყვეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, Wall Street Journal-მა კი­დევ ერთი სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა - რომ პრე­ზი­დენ­ტის პი­რად­მა ად­ვო­კატ­მა მა­იკლ კო­ენ­მა ყო­ფილ პორ­ნომ­სა­ხი­ობს სტე­ფა­ნი კლი­ფორდს 130 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, რომ მას დუ­მი­ლი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მასა და ტრამპს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. თეთ­რი სახ­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც უარ­ყოფს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ახალი სექს-სკანდალი დონალდ ტრამპის გარშემო - რას ყვება Playboy-ის მოდელი

ახალი სექს-სკანდალი დონალდ ტრამპის გარშემო - რას ყვება Playboy-ის მოდელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა ახალ სექს-სკანდალში გაეხვეს. საქმე ეხება Playboy-ის მოდელ კარენ მაკდუგალს, რომელთანაც აშშ-ს პირველ პირს სავარაუდო კავშირი ჰქონდა, თანაც მაშინ როცა მელანია ტრამპზე დაქორწინებული იყო.

მოდელმა New Yorker-ს უამბო, რომ მას და ტრამპს დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა, ბიზნესმენი კი მაშინ უკვე დაქორწინებული იყო მის მესამე მეუღლეზე - მელანია ტრამპზე.

კარენ მაკდუგალი 1998 წელს Playboy-ის წლის გოგო გახდა. ის წერილში ყვება, რომ მილიარდერი Playboy-ის სახლში გამართულ წვეულებაზე 2006 წელს გაიცნო. მათ ტელეფონის ნომრები გაცვალეს და თავდაპირველად სატელეფონო კავშირი შედგა მათ შორის. მოგვიანებით კი, ბევერლი ჰილზზე მდებარე სასტუმროში შედგა მათი "პირველი პაემანი".

"ძალიან აღელვებული ვიყავი! მე მომეწონა მასში მისი გონიერება და მომხიბვლელობა. ის ძალიან ზრდილობიანი მამაკაცია" - მოჰყავს გაზეთს ციტატა მაკდუგალის წერილიდან. მოდელი წელს, რომ სექსი პირველად სწორედ ამ დღეს ჰქონდათ. მას ტრამპმა ფული შესთავაზა, თუმცა მაკდუგალმა უარი უთხრა.

"ძალიან გავბრაზდი. შევხედე და ვუთხარი: არა გმადლობთ, მე არ ვარ ასეთი გოგონა" - წერს Playboy-ის მოდელი და ამ ურთიერთობიდან კიდევ ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს - მისი თქმით, ტრამპმა ერთხელ ტრამპ-თაუერში მის აპარტამენტშიც კი მიიყვანა და აჩვენა მისი მეუღლის, მელანიას საძინებელი.

მოდელი წერილში წერს, რომ ურთიერთობა მას შემდეგ დაასრულა, რაც სინდისის ქენჯნა დაეწყო ამ კავშირის გამო. მისი თქმით, კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ ტრამპმა უხამსად იხუმრა მაკდუგალის დედის ასაკზე, ამასთან, ვულგარული კომენტარი გააკეთა ფერადკანიანების ანატომიაზე.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ტრამპის ერთ-ერთმა მომხრემ დევიდ პეკერმა, მაკდუგალს 150 000 დოლარი გადაუხადა დუმილისთვის. მაშინ ტრამპის წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტი უარყვეს.

მოგვიანებით, Wall Street Journal-მა კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა - რომ პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ყოფილ პორნომსახიობს სტეფანი კლიფორდს 130 000 დოლარი გადაუხადა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რომ მას დუმილი შეენარჩუნებინა მასა და ტრამპს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ. თეთრი სახლი ამ ინფორმაციასაც უარყოფს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე