პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია მეტრეველის კომენტარი ზურაბ ბაქრაძის აღიარების შემდეგ - "არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს არ მივუტევო"
ია მეტრეველის კომენტარი ზურაბ ბაქრაძის აღიარების შემდეგ - "არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს არ მივუტევო"

არ მაქვს უფ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ანს ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მი­ვუ­ტე­ვო, რად­გან მას­ში და­ვი­ნა­ხე გულ­წრფე­ლი აღი­ა­რე­ბა, გულ­წრფე­ლი მო­ნა­ნი­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დამ ია მეტ­რე­ველ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძე ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ცე­მას ჩა­ერ­თო. ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ია მეტ­რე­ვე­ლის­თვის სურ­და მი­ე­წე­რა, მაგ­რამ ვერ გა­ბე­და.

"მინ­და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა თქვენს ტე­ლე­ვი­ზი­ას, რომ ამ ადა­მი­ანს მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, ბო­ლოს და ბო­ლოს ფარ­და აე­ხა­და ამ და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ამ პი­როვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბას, დღეს ძა­ლი­ან მძი­მე დღე მაქვს, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვი­საც და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნა. თუმ­ცა მინ­და, რომ მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ამ პი­როვ­ნე­ბის მი­მართ. სხვე­ბის­გან, თუნ­დაც ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­საც ჰქონ­და შან­სი ბო­ლომ­დე ეთ­ქვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და და ამით ცოდ­ვი­ლი სული ცო­ტა­თი მა­ინც შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა, ბაქ­რა­ძემ მოყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი. მან ისე მოჰ­ყვა, რომ მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, მას ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მი­ვუ­ტე­ვო, რად­გან მე მას­ში და­ვი­ნა­ხე გულ­წრფე­ლი აღი­ა­რე­ბა, გულ­წრფე­ლი მო­ნა­ნი­ე­ბა. ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და ძა­ლი­ან მიმ­ტე­ვე­ბე­ლიც, პი­როვ­ნუ­ლად. ჩემ­გან მან იცო­დეს, რომ მას ეს ცოდ­ვა მი­ვუ­ტე­ვე, თუმ­ცა, ყვე­ლაფ­რის გამ­გე­ბე­ლი უფა­ლია. უფა­ლი ვის რას მი­უ­ტე­ვებს, ეს მე არ ვიცი. ამ ადა­მი­ა­ნის უფრო იმი­ტომ მჯე­რა, რომ მარ­თლაც პირ­ვე­ლი არ იყო, რაც მან დღეს ისა­უბ­რა. თუ არ ვცდე­ბი 2013 წელს, რო­დე­საც დო­ნა­ძე­სა და მი­ქა­ძეს სურ­დათ ყვე­ლა­ფე­რი ბაქ­რა­ძის­თვის გა­და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ, მან გა­ა­კე­თა "სკა­ი­პით" ჩარ­თვა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც დევს, "იუ­თუბ­ზეც" იდო, მა­ში­ნაც ამ­ბობ­და ეს ადა­მი­ა­ნი სი­მარ­თლეს. თუმ­ცა, მა­შინ ასე ბო­ლომ­დე და თა­ვის თავ­ზე აღი­ა­რე­ბა არ უთ­ქვამს. მან ისიც თქვა, მზად ვარ სი­მარ­თლე ვთქვა და ფარ­და ავ­ხა­დო ყვე­ლა­ფერ­სო", - გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" გა­ნა­ცხა­და, რომ ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და მან შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის გა­ყალ­ბე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამას­თან, მან საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: სოსო რო­ბა­ქი­ძე - კი­დევ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­ი­დე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნის­გან, ვის­გა­ნაც არ ელო­დე­ბი­ან, მა­შინ­დე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­გან

გუ­რამ დო­ნა­ძის კო­მენ­ტა­რი რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზაზა ბაქ­რა­ძის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ და პა­სუ­ხი ბრალ­დე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ია მეტრეველის კომენტარი ზურაბ ბაქრაძის აღიარების შემდეგ - "არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს არ მივუტევო"

ია მეტრეველის კომენტარი ზურაბ ბაქრაძის აღიარების შემდეგ - "არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს არ მივუტევო"

არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას მას შემდეგ განაცხადა, რაც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე ტელეფონის საშუალებით გადაცემას ჩაერთო. ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ია მეტრეველისთვის სურდა მიეწერა, მაგრამ ვერ გაბედა.

"მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს ტელევიზიას, რომ ამ ადამიანს მიეცით საშუალება, ბოლოს და ბოლოს ფარდა აეხადა ამ დაუმთავრებელი პროცესებისთვის. რაც შეეხება ამ პიროვნების აღიარებას, დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს, ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც ამ ყველაფრის მოსმენა. თუმცა მინდა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. სხვებისგან, თუნდაც ბაშალეიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა შანსი ბოლომდე ეთქვა ყველაფერი, რაც მოხდა და ამით ცოდვილი სული ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა, ბაქრაძემ მოყვა ყველაფერი. მან ისე მოჰყვა, რომ მე არ მაქვს უფლება, მას ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მე მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება. ქრისტიანი ადამიანი ვარ და ძალიან მიმტევებელიც, პიროვნულად. ჩემგან მან იცოდეს, რომ მას ეს ცოდვა მივუტევე, თუმცა, ყველაფრის გამგებელი უფალია. უფალი ვის რას მიუტევებს, ეს მე არ ვიცი. ამ ადამიანის უფრო იმიტომ მჯერა, რომ მართლაც პირველი არ იყო, რაც მან დღეს ისაუბრა. თუ არ ვცდები 2013 წელს, როდესაც დონაძესა და მიქაძეს სურდათ ყველაფერი ბაქრაძისთვის გადაებრალებინათ, მან გააკეთა "სკაიპით" ჩართვა, რაც პროკურატურაშიც დევს, "იუთუბზეც" იდო, მაშინაც ამბობდა ეს ადამიანი სიმართლეს. თუმცა, მაშინ ასე ბოლომდე და თავის თავზე აღიარება არ უთქვამს. მან ისიც თქვა, მზად ვარ სიმართლე ვთქვა და ფარდა ავხადო ყველაფერსო", - განაცხადა ია მეტრეველმა.

ნახეთ ვიდეო

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" განაცხადა, რომ ის დანაშაულს აღიარებს და მან შემთხვევის ადგილის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ: სოსო რობაქიძე - კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან

გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს