კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო რობაქიძე - კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან
სოსო რობაქიძე - კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან

კი­დევ ერთი ამ დო­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­ი­დე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნის­გან, ვის­გა­ნაც არ ელო­დე­ბი­ან, მა­შინ­დე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­გან, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გარ­დაც­ვლილ ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში გა­სუ­ლი ინ­ტერ­ვიუ საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ დო­ნა­ძეს და საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბის მი­მართ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გეს.

"დო­ნა­ძეს და მი­ქა­ძეს დღე­საც გა­მო­ძი­ე­ბა და მო­სა­მარ­თლე შეჰ­ყავთ შეც­დო­მა­ში. რამ­დენ­ჯერ უნდა ჩა­ი­დი­ო­ნონ ეს და­ნა­შა­უ­ლი?! 85 ადა­მი­ა­ნი ადებთ ხელს, დღეს ბაქ­რა­ძე­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, მა­ნამ­დე კი მი­ქა­ძის მი­ღე­ბულ­მა ხალ­ხმა და­ა­დო ხელი, რომ იქ ია­რა­ღი არ მი­ნა­ხი­აო. ესე­ნი არი­ან გამ­ყალ­ბებ­ლე­ბი და ბევრ რა­მე­ზე აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი, ამათ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ უნდა ნა­ხონ. არაფ­რის გამო მო­მიკ­ლეს შვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და სოსო რო­ბა­ქი­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნა. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძემ მი­ი­ტა­ნა. ასე­ვე, ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

ასე­ვე წა­კი­თხეთ: გუ­რამ დო­ნა­ძის კო­მენ­ტა­რი რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზაზა ბაქ­რა­ძის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ და პა­სუ­ხი ბრალ­დე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სოსო რობაქიძე - კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან

სოსო რობაქიძე - კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან

კიდევ ერთი ამ დონის მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს "პალიტრანიუსის" ეთერში გასული ინტერვიუ საკმარისია იმისთვის, რომ დონაძეს და საქმეში ბრალდებული სხვა პირების მიმართ დაუყოვნებლივი გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"დონაძეს და მიქაძეს დღესაც გამოძიება და მოსამართლე შეჰყავთ შეცდომაში. რამდენჯერ უნდა ჩაიდიონონ ეს დანაშაული?! 85 ადამიანი ადებთ ხელს, დღეს ბაქრაძემაც გააკეთა განცხადება, მანამდე კი მიქაძის მიღებულმა ხალხმა დაადო ხელი, რომ იქ იარაღი არ მინახიაო. ესენი არიან გამყალბებლები და ბევრ რამეზე აქვთ ხელი მოწერილი, ამათმა თავისუფლება არ უნდა ნახონ. არაფრის გამო მომიკლეს შვილი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ნახეთ ვიდეო

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანა. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე, ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

ასევე წაკითხეთ: გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს