Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის კრიმპოლის ყოფილი უფროსის სკანდალური აღიარების შემდეგ
სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის კრიმპოლის ყოფილი უფროსის სკანდალური აღიარების შემდეგ

ბაქ­რა­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმ­დე­ნად ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­და­ნაა და­სა­წყე­ბი, გუ­რამ დო­ნა­ძეს და ზუ­რაბ მი­ქა­ძეს ბრა­ლი უნდა და­უმ­ძიმ­დეთ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ სოსო რო­ბა­ქი­ძემ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძის მიერ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"ეს კაცი ლა­პა­რა­კობს აბ­სო­ლუ­ტურ სი­მარ­თლეს, ვერ ის­ვე­ნებს, მის ოჯახს დო­ნა­ძე, მი­ქა­ძე ძა­ლი­ან აწუ­ხებ­დნენ, აში­ნებ­დნენ, აშატ­ნა­ჟებ­დნენ. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფერს შენ მო­გა­წერ­თო და ამ კაც­მა ბო­ლო­ბო­ლო ამო­ი­ღო ხმა და სი­მარ­თლე თქვა. ეს კაცი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო. რა­საც ის ამ­ბობს, რომ ფირი გუ­რამ დო­ნა­ძეს აქვს, მე ამას სა­სა­მარ­თლო­ზე ყო­ველ­დღე ვამ­ბობ. პირ­შიც ვე­უბ­ნე­ბი, რომ მას აქვს ფირი და­მა­ლუ­ლი. იმ კა­სე­ტა­ში ჩანს ყვე­ლა­ფე­რი - რო­მე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და­დი­ან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ვინ ვის გაჰ­ყავს და ა.შ", - გა­ნა­ცხა­და რო­ბა­ქი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რა­საც ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სი­მარ­თლე და მას ამა­ში ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბო­და. რო­ბა­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რამ დო­ნა­ძეს მონ­ტაჟ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აქვს აღე­ბუ­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

"ორ­შა­ბათს სა­სა­მარ­თლოა და ვფიქ­რობ, რომ დო­ნა­ძეს და მი­ქა­ძეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი უნდა და­ა­დონ. ისი­ნი უნდა და­ა­კა­ვონ პირ­და­პირ. მე რომ მკი­თხოთ, ბაქ­რა­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმ­დე­ნად ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­და­ნაა და­სა­წყე­ბი. უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნონ ბაქ­რა­ძე, უნდა და­ლაგ­დეს ეს თემა, დო­ნა­ძეს და მი­ქა­ძეს ბრა­ლი უნდა და­უმ­ძიმ­დეთ, რად­გან დღე­საც კი სა­სა­მარ­თლოს ატყუ­ე­ბენ ისი­ნი", - გა­ნა­ცხა­და სოსო რო­ბა­ქი­ძემ.

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნა. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძემ მი­ი­ტა­ნა. ასე­ვე, ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

ასე­ვე წა­კი­თხეთ: გუ­რამ დო­ნა­ძის კო­მენ­ტა­რი რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზაზა ბაქ­რა­ძის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ და პა­სუ­ხი ბრალ­დე­ბა­ზე

სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის კრიმპოლის ყოფილი უფროსის სკანდალური აღიარების შემდეგ

სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის კრიმპოლის ყოფილი უფროსის სკანდალური აღიარების შემდეგ

ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად ახალი გარემოებაა, რომ ეს გამოძიება თავიდანაა დასაწყები, გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის მიერ "პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"ეს კაცი ლაპარაკობს აბსოლუტურ სიმართლეს, ვერ ისვენებს, მის ოჯახს დონაძე, მიქაძე ძალიან აწუხებდნენ, აშინებდნენ, აშატნაჟებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს შენ მოგაწერთო და ამ კაცმა ბოლობოლო ამოიღო ხმა და სიმართლე თქვა. ეს კაცი კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო. რასაც ის ამბობს, რომ ფირი გურამ დონაძეს აქვს, მე ამას სასამართლოზე ყოველდღე ვამბობ. პირშიც ვეუბნები, რომ მას აქვს ფირი დამალული. იმ კასეტაში ჩანს ყველაფერი - რომელი თანამდებობის პირები დადიან შემთხვევის ადგილზე, ვინ ვის გაჰყავს და ა.შ", - განაცხადა რობაქიძემ.

მისივე თქმით, რასაც ზურაბ ბაქრაძე ამბობს, არის აბსოლუტურად სიმართლე და მას ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. რობაქიძის განცხადებით, გურამ დონაძეს მონტაჟში პირველი ადგილი აქვს აღებული მთელს მსოფლიოში.

"ორშაბათს სასამართლოა და ვფიქრობ, რომ დონაძეს და მიქაძეს ხელბორკილები უნდა დაადონ. ისინი უნდა დააკავონ პირდაპირ. მე რომ მკითხოთ, ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად ახალი გარემოებაა, რომ ეს გამოძიება თავიდანაა დასაწყები. უნდა ჩამოიყვანონ ბაქრაძე, უნდა დალაგდეს ეს თემა, დონაძეს და მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ, რადგან დღესაც კი სასამართლოს ატყუებენ ისინი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანა. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე, ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

ასევე წაკითხეთ: გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ