საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აყალბებენ ბაზრებში სუნელებს და როგორია ნამდვილი სვანური სანელებელი - ბებიის რეცეპტი სვანი ქალბატონისგან
როგორ აყალბებენ ბაზრებში სუნელებს და როგორია ნამდვილი სვანური სანელებელი - ბებიის რეცეპტი სვანი ქალბატონისგან

სა­ნე­ლებ­ლებს დიდი როლი აკის­რია ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ალ­ბათ ბევ­რს უფიქ­რია, რა­ო­დენ დიდ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას ფლობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, რო­გორ ანე­ლებ­დნენ კერ­ძებს სხვა­დას­ხვა სუ­ნე­ლით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში უხ­ვად მოგ­ვე­პო­ვე­ბა არო­მა­ტუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გან­სხა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბით და არო­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ფიქ­რია ზუ­რე­ბი­ა­ნი წარ­მო­შო­ბით მეს­ტი­ი­და­ნაა. ბე­ბი­ის და­ნა­ტო­ვა­რი რე­ცეპ­ტით სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სუ­ნელს ამ­ზა­დებს. მო­სა­ვა­ლი მეს­ტი­ა­ში თა­ვად მოჰ­ყავს, შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ხე­ლით ფქვავს და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ ამ­ზა­დებს.

- მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი­დან ვარ, სო­ფელ მუ­ლა­ხი­დან. პრო­ფე­სი­ით ექთა­ნი გახ­ლა­ვართ და იქ ვმუ­შა­ობ­დი. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, არ იყო შე­სა­ბა­მი­სი ხელ­ფა­სი, ამი­ტომ თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი და ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი. სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია მქონ­და, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო დავ­კე­ტე. დავ­რჩი უმუ­შე­ვა­რი, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. ჩემი დის რჩე­ვით და­ვი­წყე სუ­ნე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა. სვა­ნეთ­ში დავ­თე­სე სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე. მო­ნა­წი­ლო­ე­ბა მი­ვი­ღე პრო­ექ­ტში "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" და და­მა­ფი­ნან­სეს. მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით ვი­ყი­დე სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი. რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი სვა­ნეთ­ში მომ­ყავს. იყ­ვნენ ამ პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამო­სუ­ლე­ბი, გა­და­უ­ღეს ფო­ტო­ე­ბი, რომ ნამ­დვი­ლად იქ მომ­ყავს და და­მა­ფი­ნან­სეს. ტრე­ნინ­გე­ბიც გა­ვი­ა­რე. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ.

- სუ­ნე­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია რო­გორ შე­ის­წავ­ლეთ?

- ეს არის სუ­ნე­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის ძი­რძვე­ლი, მამა-პა­პუ­რი სვა­ნუ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც დე­დამ მას­წავ­ლა, მას თა­ვის­მა დე­დამ და ა.შ. ვა­კე­თებ სვა­ნურ მა­რილს, ხარ­ჩოს, ლო­ბი­ოს სუ­ნელს და სხვა მრა­ვალს. სუ­ნე­ლე­ბის გარ­და ვა­კე­თებ აჯი­კებს, ტყე­მალს...

- ალ­ბათ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. რა დრო სჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს?

- დრო ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა, რად­გან მარ­ტო ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. როცა დრო აქვს, ჩემი მე­უღ­ლეც მეხ­მა­რე­ბა. მხო­ლოდ და­თეს­ვა და დაფ­ქვა არ არის. მო­სა­ვალს არა­ერ­თხელ უნდა სა­რე­ვე­ლე­ბის­გან გაწ­მენ­და, გა­თოხ­ვნა, შემ­დეგ ვი­ღებთ თესლს. ამის შემ­დეგ ვჭრით და ვახ­მობთ. უნდა დაფშვნა, თეს­ლი ცალ­კე გა­უშ­ვა, ნა­ყო­ფი - ცალ­კე. ის რომ გაშ­რე­ბა, დავფქვავ. სვა­ნურ მა­რილს რა სუ­ნე­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა, ასე­ვე ნი­ო­რი, მა­რი­ლი, კარ­გად უნდა აზი­ლო ერ­თმა­ნეთ­ში და სვა­ნუ­რი მა­რი­ლი მზად არის. თუ ხა­რის­ხი­ა­ნად და კარ­გად გა­ა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, შრო­მა­ტე­ვა­დია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ის ობი­ექ­ტი და­ა­სა­ხე­ლა, სა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში სუ­ნე­ლე­ბი იყი­დე­ბო­და

როგორ აყალბებენ ბაზრებში სუნელებს და როგორია ნამდვილი სვანური სანელებელი - ბებიის რეცეპტი სვანი ქალბატონისგან

როგორ აყალბებენ ბაზრებში სუნელებს და როგორია ნამდვილი სვანური სანელებელი - ბებიის რეცეპტი სვანი ქალბატონისგან

სანელებლებს დიდი როლი აკისრია ქართულ სამზარეულოში. ალბათ ბევრს უფიქრია, რაოდენ დიდ ცოდნას და გამოცდილებას ფლობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ანელებდნენ კერძებს სხვადასხვა სუნელით. საბედნიეროდ, ქართულ კულინარიაში უხვად მოგვეპოვება არომატული სანელებლები. თითოეული მათგანი განსხავებული თვისებებით და არომატით გამოირჩევა. ფიქრია ზურებიანი წარმოშობით მესტიიდანაა. ბებიის დანატოვარი რეცეპტით სხვადასხვა სახეობის სუნელს ამზადებს. მოსავალი მესტიაში თავად მოჰყავს, შემდეგ საკუთარი ხელით ფქვავს და სარეალიზაციოდ ამზადებს.

- მესტიის რაიონიდან ვარ, სოფელ მულახიდან. პროფესიით ექთანი გახლავართ და იქ ვმუშაობდი. რთული პერიოდი იყო, არ იყო შესაბამისი ხელფასი, ამიტომ თბილისში წამოვედი და ვაჭრობის სფეროში მოვსინჯე ძალები. საკუთარი მაღაზია მქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დავკეტე. დავრჩი უმუშევარი, რასაც ძალიან განვიცდიდი. ჩემი დის რჩევით დავიწყე სუნელების წარმოება. სვანეთში დავთესე სხვადასხვა მცენარე. მონაწილოება მივიღე პროექტში "აწარმოე საქართველოში" და დამაფინანსეს. მიღებული თანხით ვიყიდე საჭირო ინვენტარი. როგორც გითხარით, ყველაფერი სვანეთში მომყავს. იყვნენ ამ პროექტის წარმომადგენლები ამოსულები, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს და დამაფინანსეს. ტრენინგებიც გავიარე. კმაყოფილი ვარ, ძალიან დამეხმარნენ.

- სუნელების დამზადების ტექნოლოგია როგორ შეისწავლეთ?

- ეს არის სუნელების დამზადების ძირძველი, მამა-პაპური სვანური მეთოდი, რომელიც დედამ მასწავლა, მას თავისმა დედამ და ა.შ. ვაკეთებ სვანურ მარილს, ხარჩოს, ლობიოს სუნელს და სხვა მრავალს. სუნელების გარდა ვაკეთებ აჯიკებს, ტყემალს...

- ალბათ შრომატევადი საქმეა. რა დრო სჭირდება ამ ყველაფერს?

- დრო ნამდვილად სჭირდება, რადგან მარტო ვაკეთებ ყველაფერს. როცა დრო აქვს, ჩემი მეუღლეც მეხმარება. მხოლოდ დათესვა და დაფქვა არ არის. მოსავალს არაერთხელ უნდა სარეველებისგან გაწმენდა, გათოხვნა, შემდეგ ვიღებთ თესლს. ამის შემდეგ ვჭრით და ვახმობთ. უნდა დაფშვნა, თესლი ცალკე გაუშვა, ნაყოფი - ცალკე. ის რომ გაშრება, დავფქვავ. სვანურ მარილს რა სუნელებიც სჭირდება, ასევე ნიორი, მარილი, კარგად უნდა აზილო ერთმანეთში და სვანური მარილი მზად არის. თუ ხარისხიანად და კარგად გააკეთებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შრომატევადია... განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ის ობიექტი დაასახელა, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები იყიდებოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი