მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ
 ირაკლი კობახიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ

ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცი­აა, რომ ვეტო უნდა დავძლი­ოთ და მი­ვი­ღოთ ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე მი­ვი­ღეთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

თუმ­ცა, კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე შე­ჯე­რე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე მოხ­დე­ბა.

"პო­ლი­ტი­კურ შტურმს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვენ ყვე­ლა ვხე­დავთ. ვაკ­ვირ­დე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს. მე უკვე აღ­ვნიშ­ნე დღეს სხდო­მა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ვი­თა­რე­ბას თუ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ, თო­რემ იქ რა­ი­მეს გა­უ­ა­რე­სე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ჩვე­ნი გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფული იხარ­ჯე­ბო­და იმა­ზე, რომ და­წე­რი­ლი­ყო ნუ­ლო­ვა­ნი რე­ი­ტინ­გი და ამას ყვე­ლა გულ­გრი­ლად უყუ­რებ­და. ჩვენ გვა­მოძ­რა­ვებს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზა­ნი - გვინ­და, რომ ეს ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფული და­ი­ხარ­ჯოს მიზ­ნობ­რი­ვად და მო­ემ­სა­ხუ­როს იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა მი­ნი­მა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა შე­ი­ძი­ნოს. ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი და ეს მი­ზა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რულ­დე­ბა, მათ შო­რის, ამის მიღ­წე­ვის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი იყო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და რეკ­ლა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­მა­ტე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, თუმ­ცა ვი­ტყვი, რომ დღეს მე დავ­რწმუნ­დი ჩემი არ­გუ­მენ­ტე­ბის სის­წო­რე­ში. გვაქვს ძა­ლი­ან მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს იმას, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ვი­თა­რე­ბა იმ ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და გა­უ­ა­რე­სე­ბით არა­ფე­რი გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ანუ არ მი­ად­გე­ბა ზი­ა­ნი არა­ვი­თა­რი ფორ­მით კერ­ძო მა­უ­წყებ­ლებს. სა­პი­რის­პი­რო მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჩვენ დღეს ვერ მო­ვის­მი­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: კო­ბა­ხი­ძე VS მე­დია - "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ირაკლი კობახიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ

 ირაკლი კობახიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ და მივიღოთ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდანვე მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თუმცა, კობახიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერება საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე მოხდება.

"პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ. ვაკვირდები რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. მე უკვე აღვნიშნე დღეს სხდომაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვითარებას თუ გააუმჯობესებ, თორემ იქ რაიმეს გაუარესება არის შეუძლებელი. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ჩვენი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა. ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, ამის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა რეკლამასთან დაკავშირებით, შესყიდვებთან დაკავშირებით. დამატებით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე, თუმცა ვიტყვი, რომ დღეს მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაუარესებით არაფერი გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით კერძო მაუწყებლებს. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაიკითხეთ: კობახიძე VS მედია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები