კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიპტოვალუტის საფრთხეები და გამდიდრების რეალური შანსები - რჩევები ქართველი მაინერებისგან
კრიპტოვალუტის საფრთხეები და გამდიდრების რეალური შანსები - რჩევები ქართველი მაინერებისგან

კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გი - ალ­ბათ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა ეს ფრა­ზა აქ­ტი­უ­რად გეს­მით, ისიც ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ბევ­რმა ჩვენ­გან­მა არ იცის, ეს რო­გორ გა­ა­კე­თოს.

სა­ქარ­თვე­ლო კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მომ­პო­ვე­ბე­ლი მა­ი­ნე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით აშშ-სა და ჩი­ნეთ­თან ერ­თად მსოფ­ლიო სა­მე­ულ­შია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ას ბევ­რი იც­ნობს, აქ­ტი­უ­რა­დაც იყე­ნებს და სო­ლი­დუ­რი მო­გე­ბაც აქვს.

რო­გორ მო­ი­პო­ვე­ბენ მა­ი­ნე­რე­ბი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას? ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ორ ქარ­თველ მა­ი­ნერს ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც მა­ი­ნინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რე­ბენ.

ორი­ვე მათ­გა­ნი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბის დღი­დან ყვე­ლა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ას ეც­ნო­ბო­და, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ი­პო­ვე­ბო­და, შემ­დეგ და­ი­წყეს მისი გა­ფილ­ტვრა, ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა, ისეთ პი­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში უკვე ერ­კვე­ოდ­ნენ, სა­ბო­ლო­ოდ კი მა­ი­ნინ­გის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნეს.

"მიმ­ზიდ­ვე­ლია, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდ რისკს შე­ი­ცავს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ზე­რე­ლედ არ უნდა მო­ე­კი­დო, ანუ ძა­ლი­ან სიღ­რმი­სე­უ­ლად უნდა შე­ის­წავ­ლო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო, მაგ­რამ ერ­თბა­შად ვე­რა­ფერს ვერ ის­წავ­ლი, ეს პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად უნდა გა­ი­ა­რო. შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან ბევ­რი რამ არას­წო­რად გეს­მო­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც ამ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი და მა­ი­ნინ­გის მო­წყო­ბი­ლო­ბას შე­ე­ხე­ბი, ეს უკვე დიდ პრაქ­ტი­კა­სა და ცოდ­ნას გაძ­ლევს," - გან­მარ­ტავს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი მა­ი­ნე­რი.

მა­ი­ნინ­გი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­სია, რო­მელ­შიც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ჩა­ერ­თო. მას რამ­დე­ნი­მე ბიტ­კო­ი­ნი; რიპ­ლი და მა­ი­ნინ­გის ერთი მო­წყო­ბი­ლო­ბა აქვს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მწარ­მო­ებ­ლის­გან შე­ი­ძი­ნა.

"თა­ვი­დან მა­ი­ნე­რე­ბის ყვე­ლა­ზე სან­დო ვერ­სი­ებს გა­დავ­ხე­დე და სა­ბო­ლო­ოდ 1500$-ად აგ­ვის­ტო­ში ერთ-ერთი მათ­გა­ნი შე­ვი­ძი­ნე, მისი კვე­ბის ბლო­კი კი ცალ­კე იყი­დე­ბა და 105$ ღირს. მას შემ­დეგ ბიტ­კო­ი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბო­და და დღე­ში ჩემი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა 50$-ს შე­ად­გენ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ი­ნინ­გის მო­წყო­ბი­ლო­ბის თან­ხა მა­ლე­ვე ამო­ვი­ღე. სახ­ლში კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს სწო­რედ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხით ვიხ­დი, ასე­ვე კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გით მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი შე­ვი­ძი­ნე," - გან­მარ­ტავს ის.

რო­დე­საც ბიტ­კო­ი­ნის ფას­მა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს, თით­ქმის 21 000$-ს მი­აღ­წია, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მა­ი­ნე­რებს სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ჰქონ­დათ, თუმ­ცა ამ­ჟა­მად, რო­გორც Ambebi.ge-ს მა­ი­ნინ­გით და­კა­ვე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი გა­ნუ­მარ­ტავს, გა­მო­მუ­შა­ვე­ბა თით­ქმის 10$-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მკვეთ­რად და­ე­ცა.

მისი თქმით, რო­დე­საც კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გის პრო­ცეს­ში ერ­თვე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ, უნდა იცო­დე, რომ არ­სე­ბობს ცრუ სა­ი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვდი­ან, ამი­ტომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა და გა­და­მოწ­მე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, რო­გორც თა­ვად მა­ი­ნე­რი აღ­ნიშ­ნავს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ ჯგუ­ფებ­ში კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ.

"ასე­ვე არ­სე­ბობს გა­მომ­ძალ­ვე­ლი სა­ი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­თომ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის სა­ფუ­ლე­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თაღ­ლი­თე­ბი არი­ან. მე კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის შე­სა­ნა­ხად თა­ვი­დან­ვე რამ­დე­ნი­მე სა­ფუ­ლე შე­ვარ­ჩიე. არ­სე­ბობს ვებ-სა­ფუ­ლე, ასე­ვე კომ­პი­უ­ტერ­ში პროგ­რა­მუ­ლად ჩა­სა­წე­რი და ჰარ­დვე­არ­ზე ჩა­სა­წე­რი სა­ფუ­ლე­ე­ბი. ვებგ­ვერ­დზე შენს ფულს ან­დობ ისეთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ვერ ხე­დავ და არ იც­ნობ, ამი­ტომ უნდა მო­ძებ­ნო გა­მოც­დი­ლი და რე­ა­ლუ­რი სა­ფუ­ლე­ე­ბი. მე ჩემი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა ონ­ლა­ინ სა­ფუ­ლე­ში მაქვს და თან­ხას ვა­კონ­ვერ­ტი­რებ ხოლ­მე," - აღ­ნიშ­ნავს მა­ი­ნე­რი.

მო­წყო­ბი­ლო­ბა მა­ი­ნე­რი, რო­მელ­საც რო­გორც ონ­ლა­ინ-გა­ყიდ­ვე­ბის ვებ-გვერ­დე­ბი­დან, ისე მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან იძე­ნენ, ახ­დენს ბლო­კე­ბის გა­მოთ­ვლას, რომ­ლებ­შიც კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ნაგ­ლე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. გა­მოთ­ვლის სის­წრა­ფე მო­წყო­ბი­ლო­ბის სიმ­ძლავ­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გში ჩარ­თუ­ლი პი­რის თქმით, დღეს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბიტ­კო­ი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, დამ­წყე­ბის­თვის ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა ძა­ლი­ან გარ­თულ­და.

"თა­ვი­დან­ვე იყო დათ­ქმა, რომ 21 მი­ლი­ო­ნი ბიტ­კო­ი­ნი გა­მო­ვი­დო­და, სა­ი­და­ნაც დიდი ნა­წი­ლი უკვე ათ­ვი­სე­ბუ­ლია, გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ესეც იყოს. ახლა შე­იძ­ლე­ბა ბიტ­კო­ი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ერთი წე­ლიც კი მო­ან­დო­მო, როცა ადრე ეს 1 კვი­რა­ში ხდე­ბო­და," - აღ­ნიშ­ნავს ის.

Ambebi.ge-ს რეს­პონ­დენ­ტი თან­ხას რიპ­ლი­თაც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რო­მელ­საც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა ბევ­რი რიპ­ლის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი მო­გე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მისი თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად რიპ­ლი 80 ცენ­ტად შე­ი­ძი­ნა და 2$-ად გა­ყი­და, შე­სა­ბა­მი­სად სა­სურ­ვე­ლი მო­გე­ბა დარ­ჩა. მი­აჩ­ნია, რომ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ფული და­კარ­გუ­ლად უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რად­გან რის­კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ამი­ტომ მას­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა ნაკ­ლე­ბად გო­ნივ­რუ­ლია.

IT სპე­ცი­ა­ლის­ტი, დაჩი კე­თი­ლა­ძეც კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბლო­კჩე­ი­ნის სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ანო­ნი­მუ­რო­ბა­ზე ხაზ­გას­მა მუდ­მი­ვად ხდე­ბა, ჩვე­ნი კა­პი­ტა­ლი და მო­ნა­ცე­მე­ბი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი მა­ინც არ არის.

"კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ბლო­კჩე­ი­ნი არის დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბის­გან შედ­გე­ბა. მათ ბლო­კჩე­ინ­ში გავ­ლი­ლი აქვთ სინ­ქრო­ნი­ზა­ცია და ამ მთლი­ა­ნი, დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც ერთი, მთლი­ა­ნი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი გა­აჩ­ნი­ათ. მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მე ბლო­კჩე­ინ­ში არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­ზავ­ნის, სხვა და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი მას ამუ­შა­ვე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ეს პირი იტყუ­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბლო­კჩე­ი­ნის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მიერ მარ­თვა არ ხდე­ბა ეს დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანო­ნი­მუ­რო­ბას, მი­მაჩ­ნია, რომ კი­ბერ­სამ­ყა­რო­ში 100%-ით და­ცუ­ლი ვე­რა­ვინ იქ­ნე­ბა. გა­აჩ­ნია, შენ მიერ შე­ძე­ნილ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას სად ინა­ხავ და მის აკუ­მუ­ლი­რე­ბას რო­გორ ახ­დენ, სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე თა­ვად უნდა იზ­რუ­ნო. არ­სე­ბობს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბი, რო­მელ­თაც ანო­ნი­მუ­რო­ბის კუ­თხით უფრო ენ­დო­ბი­ან, მაგ­რამ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ანო­ნი­მუ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ცოტა რთუ­ლია, ეს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბაა," - აღ­ნიშ­ნავს დაჩი კე­თი­ლა­ძე.

რო­გორც მა­ი­ნინ­გით და­კა­ვე­ბუ­ლი IT სპე­ცი­ა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ძი­რი­თა­დი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა პო­პუ­ლა­რუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ბიტ­კო­ი­ნი, ლა­იტ­კო­ი­ნი, ეთე­რი­უ­მი და სხვა. მათი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა კი ფუ­ლის მარ­ტი­ვად მო­პო­ვე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს.

"კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, რომ მცი­რე ინ­ვეს­ტი­ცი­ით მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. დღეს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის კურ­სი ცოტა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ, რო­დე­საც მა­ი­ნე­რი მე თვი­თონ შე­ვი­ძი­ნე, 3 თვე იყო სა­ჭი­რო, რომ მას­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა ამო­გე­ღო და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლიც მი­გე­ღო," - იხ­სე­ნებს დაჩი.

სპე­ცი­ა­ლისტს დამ­წყებ მა­ი­ნე­რებ­თან რჩე­ვე­ბიც აქვს. თავ­და­პირ­ვე­ლად ურ­ჩევს, რომ დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნონ თი­თო­ე­უ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის შექ­მნის მი­ზანს, სწო­რად გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ის, შე­ის­წავ­ლონ ბა­ზა­რი და ლო­გი­კუ­რად გა­ა­კე­თონ დას­კვნე­ბი, გა­იზ­რდე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის კურ­სი, - "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის გა­მოთ­ვლა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ლო­გი­კუ­რი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მა­ინც იძ­ლე­ვა," - აღ­ნიშ­ნავს დაჩი კე­თი­ლა­ძე.

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის პო­პუ­ლა­რო­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა შე­კი­თხვა, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­სა­ქონ­ლო ფული ჩა­ა­ნაც­ვლოს. ამ სა­კი­თხზე მსოფ­ლი­ოს მსხვილ ინ­ვეს­ტო­რებს, კომ­პა­ნი­ებს, ეკო­ნო­მის­ტებ­სა თუ კი­ბერ სივ­რცის სპე­ცი­ა­ლის­ტებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სი, გივი ადე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ის შექ­მნა ღი­რე­ბუ­ლი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტებ­მა სა­სა­ქონ­ლო ფული ჩა­ა­ნაც­ვლონ.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ისი­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ იმ თვი­სე­ბებს, რაც სა­სა­ქონ­ლო ფულს გა­აჩ­ნია, რად­გან ამ უკა­ნას­კნელ­ზე, რო­გორც წესი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კე­ბი იღე­ბენ, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბი კი არა­რე­გუ­ლი­რე­ბა­დია და მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მერ­ყე­ო­ბას გა­ნიც­დი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩვენ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტებს ვერც და­ზოგ­ვის და ვერც ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად ვერ გან­ვი­ხი­ლავთ," - გან­მარ­ტავს გივი ადე­იშ­ვი­ლი.

გივი ადე­იშ­ვი­ლის თქმით, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტებს ძი­რი­თა­დად, რის­კის მა­ძი­ე­ბე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი იყე­ნე­ბენ, რომ მოკ­ლე დრო­ში მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღონ, თუმ­ცა ისი­ნიც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, მათი ფასი შემ­ცირ­დეს. ანა­ლი­ტი­კო­სი მი­იჩ­ნევს, რომ თუ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტებს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი თა­ვად შექ­მნი­ან და და­ა­რე­გუ­ლი­რე­ბენ, მათი გარ­კვე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე აქ­ტი­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მხო­ლოდ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში.

- ტექ­ნი­კუ­რად რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა მი­მოც­ვლის აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­დეს?

- კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, ლაშა პა­ტა­რა­ია ამ მო­საზ­რე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი და მი­იჩ­ნევს, რომ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა არა რე­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტა, არა­მედ პრო­დუქ­ტია, რო­მელ­საც შე­მო­სავ­ლის მი­სა­ღე­ბად იყე­ნე­ბენ, ამი­ტომ ის სა­სა­ქონ­ლო ფულს ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს.

"ახ­ლან­დე­ლი მგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­მაჩ­ნია, რომ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი არ აქვს. თუ ანო­ნი­მუ­რო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ის ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი­არ არის, ასე­ვე ხში­რად არც ისე­თი და­ბა­ლი სა­კო­მი­სიო აქვს, რო­გორ­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მი­მოც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბად აღი­ა­რე­ბას ხელს შე­უშ­ლის თით­ქმის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი ეკო­ნომ­კუ­რი სის­ტე­მა ძი­რე­უ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს და რა­ღაც კრიპ­ტო­ა­პო­კა­ლიპ­სი რომ არ მოხ­დეს, ამ მტკივ­ნე­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ას არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო არ და­უშ­ვებს," - აღ­ნიშ­ნავს ლაშა პა­ტა­რა­ია.

კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის ფასი ბოლო პე­რი­ოდ­ში შემ­ცირ­და, თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს გა­მო­ცე­მა­თა ნა­წი­ლი წლის ბო­ლომ­დე მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ზრდას პროგ­ნო­ზი­რებს, ნა­წი­ლი - კრახს, და­ზუს­ტე­ბით კი პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა ყვე­ლა მათ­განს უჭირს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

კრიპტოვალუტის საფრთხეები და გამდიდრების რეალური შანსები - რჩევები ქართველი მაინერებისგან

კრიპტოვალუტის საფრთხეები და გამდიდრების რეალური შანსები - რჩევები ქართველი მაინერებისგან

კრიპტოვალუტის მაინინგი - ალბათ ბოლო რამდენიმე თვეა ეს ფრაზა აქტიურად გესმით, ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული საქმიანობით საკმაოდ მაღალი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, ეს როგორ გააკეთოს.

საქართველო კრიპტოვალუტის მომპოვებელი მაინერების რაოდენობით აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო სამეულშია, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბევრი იცნობს, აქტიურადაც იყენებს და სოლიდური მოგებაც აქვს.

როგორ მოიპოვებენ მაინერები კრიპტოვალუტას? ამის შესახებ AMBEBI.GE კრიპტოვალუტის ორ ქართველ მაინერს ესაუბრა, რომლებიც მაინინგის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.

ორივე მათგანი კრიპტოვალუტით დაინტერესების დღიდან ყველა ტიპის ინფორმაციას ეცნობოდა, რაც ინტერნეტში მოიპოვებოდა, შემდეგ დაიწყეს მისი გაფილტვრა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესწავლა, ისეთ პირებთან კონსულტაციები, რომლებიც აღნიშნულ პროცესებში უკვე ერკვეოდნენ, საბოლოოდ კი მაინინგის მოწყობილობები შეიძინეს.

"მიმზიდველია, რადგან საინტერესო და რთულია, მაგრამ ძალიან დიდ რისკს შეიცავს. არავითარ შემთხვევაში ზერელედ არ უნდა მოეკიდო, ანუ ძალიან სიღრმისეულად უნდა შეისწავლო და ყველაფერი გაიგო, მაგრამ ერთბაშად ვერაფერს ვერ ისწავლი, ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა გაიარო. შეიძლება თავიდან ბევრი რამ არასწორად გესმოდეს, მაგრამ როდესაც ამ პროცესში ჩაერთვები და მაინინგის მოწყობილობას შეეხები, ეს უკვე დიდ პრაქტიკასა და ცოდნას გაძლევს," - განმარტავს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მაინერი.

მაინინგი კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესია, რომელშიც ჩვენი რესპონდენტი დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაერთო. მას რამდენიმე ბიტკოინი; რიპლი და მაინინგის ერთი მოწყობილობა აქვს, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა.

"თავიდან მაინერების ყველაზე სანდო ვერსიებს გადავხედე და საბოლოოდ 1500$-ად აგვისტოში ერთ-ერთი მათგანი შევიძინე, მისი კვების ბლოკი კი ცალკე იყიდება და 105$ ღირს. მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება იზრდებოდა და დღეში ჩემი გამომუშავება 50$-ს შეადგენდა, შესაბამისად, მაინინგის მოწყობილობის თანხა მალევე ამოვიღე. სახლში კომუნალურ გადასახადებს სწორედ გამომუშავებული თანხით ვიხდი, ასევე კრიპტოვალუტის მაინინგით მობილური ტელეფონი შევიძინე," - განმარტავს ის.

როდესაც ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის 21 000$-ს მიაღწია, ყველაზე მაღალი გამომუშავება მაინერებს სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ, თუმცა ამჟამად, როგორც Ambebi.ge-ს მაინინგით დაკავებული რესპონდენტი განუმარტავს, გამომუშავება თითქმის 10$-მდეა შემცირებული, რადგან აღნიშნული კრიპტოვალუტის ღირებულება მკვეთრად დაეცა.

მისი თქმით, როდესაც კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესში ერთვები და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობ, უნდა იცოდე, რომ არსებობს ცრუ საიტები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ამიტომ აღნიშნული წყაროების სწორად შერჩევა და გადამოწმება აუცილებელი პროცესია. ინფორმაციის გადასამოწმებლად, როგორც თავად მაინერი აღნიშნავს, სოციალური ქსელები კარგი საშუალებაა, სადაც სპეციალურად შექმნილ ჯგუფებში კრიპტოვალუტით დაინტერესებული პირები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

"ასევე არსებობს გამომძალველი საიტები, რომლებიც ვითომ კრიპტოვალუტის საფულეებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი თაღლითები არიან. მე კრიპტოვალუტის შესანახად თავიდანვე რამდენიმე საფულე შევარჩიე. არსებობს ვებ-საფულე, ასევე კომპიუტერში პროგრამულად ჩასაწერი და ჰარდვეარზე ჩასაწერი საფულეები. ვებგვერდზე შენს ფულს ანდობ ისეთ ადამიანს, რომელსაც ვერ ხედავ და არ იცნობ, ამიტომ უნდა მოძებნო გამოცდილი და რეალური საფულეები. მე ჩემი კრიპტოვალუტა ონლაინ საფულეში მაქვს და თანხას ვაკონვერტირებ ხოლმე," - აღნიშნავს მაინერი.

მოწყობილობა მაინერი, რომელსაც როგორც ონლაინ-გაყიდვების ვებ-გვერდებიდან, ისე მწარმოებლებისგან იძენენ, ახდენს ბლოკების გამოთვლას, რომლებშიც კრიპტოვალუტის ნაგლეჯებია განთავსებული. გამოთვლის სისწრაფე მოწყობილობის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. კრიპტოვალუტის მაინინგში ჩართული პირის თქმით, დღეს, როდესაც საქართველოში კრიპტოვალუტის, განსაკუთრებით კი ბიტკოინის გამომუშავება ძალიან პოპულარულია, დამწყებისთვის ამ პროცესში ჩართვა ძალიან გართულდა.

"თავიდანვე იყო დათქმა, რომ 21 მილიონი ბიტკოინი გამოვიდოდა, საიდანაც დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია, გამომუშავების შემცირების მიზეზი შეიძლება ესეც იყოს. ახლა შეიძლება ბიტკოინის გამომუშავებას ერთი წელიც კი მოანდომო, როცა ადრე ეს 1 კვირაში ხდებოდა," - აღნიშნავს ის.

Ambebi.ge-ს რესპონდენტი თანხას რიპლითაც გამოიმუშავებს, რომელსაც შედარებით დაბალი ღირებულება აქვს, თუმცა ბევრი რიპლის შეძენის შემთხვევაში გარკვეული მოგების მიღება შესაძლებელია. მისი თქმით, თავდაპირველად რიპლი 80 ცენტად შეიძინა და 2$-ად გაყიდა, შესაბამისად სასურველი მოგება დარჩა. მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტაში ჩადებული ფული დაკარგულად უნდა ჩავთვალოთ, რადგან რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ მასში გრძელვადიანი ინვესტიციის ჩადება ნაკლებად გონივრულია.

IT სპეციალისტი, დაჩი კეთილაძეც კრიპტოვალუტის მაინინგითაა დაკავებული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის სისტემის უსაფრთხოებასა და ანონიმურობაზე ხაზგასმა მუდმივად ხდება, ჩვენი კაპიტალი და მონაცემები კრიპტოვალუტით ტრანზაქციების შესრულებისას ბოლომდე დაცული მაინც არ არის.

"კრიპტოვალუტის ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობისგან შედგება. მათ ბლოკჩეინში გავლილი აქვთ სინქრონიზაცია და ამ მთლიანი, დეცენტრალიზებული სისტემის შემადგენელი ნაწილაკები არიან, რომელთაც ერთი, მთლიანი აზროვნების უნარი გააჩნიათ. მაგალითად, თუ ვინმე ბლოკჩეინში არასწორ ინფორმაციას აგზავნის, სხვა დანარჩენი წევრები მას ამუშავებენ და ამბობენ, რომ ეს პირი იტყუება. შესაბამისად, ბლოკჩეინის ერთი კონკრეტული პირის მიერ მართვა არ ხდება ეს დეცენტრალიზებული სისტემაა.

რაც შეეხება ანონიმურობას, მიმაჩნია, რომ კიბერსამყაროში 100%-ით დაცული ვერავინ იქნება. გააჩნია, შენ მიერ შეძენილ კრიპტოვალუტას სად ინახავ და მის აკუმულირებას როგორ ახდენ, საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნო. არსებობს კრიპტოვალუტები, რომელთაც ანონიმურობის კუთხით უფრო ენდობიან, მაგრამ 21-ე საუკუნეში ანონიმურობაზე ლაპარაკი ცოტა რთულია, ეს მხოლოდ ერთეულების ფუფუნებაა," - აღნიშნავს დაჩი კეთილაძე.

როგორც მაინინგით დაკავებული IT სპეციალისტი განმარტავს, საქართველოში ყველა ძირითადი კრიპტოვალუტა პოპულარულია. მაგალითად, ბიტკოინი, ლაიტკოინი, ეთერიუმი და სხვა. მათი მიმზიდველობა კი ფულის მარტივად მოპოვებაში მდგომარეობს.

"კრიპტოვალუტის მაინინგი საშუალებას გაძლევს, რომ მცირე ინვესტიციით მაღალი შემოსავალი მიიღო. დღეს კრიპტოვალუტის კურსი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ცოტა ხნის წინ, როდესაც მაინერი მე თვითონ შევიძინე, 3 თვე იყო საჭირო, რომ მასში გადახდილი თანხა ამოგეღო და დამატებითი შემოსავალიც მიგეღო," - იხსენებს დაჩი.

სპეციალისტს დამწყებ მაინერებთან რჩევებიც აქვს. თავდაპირველად ურჩევს, რომ დეტალურად გაეცნონ თითოეული კრიპტოვალუტის შექმნის მიზანს, სწორად გააანალიზონ ის, შეისწავლონ ბაზარი და ლოგიკურად გააკეთონ დასკვნები, გაიზრდება თუ არა აღნიშნული კრიპტოვალუტის კურსი, - "მიუხედავად იმისა, რომ ამის გამოთვლა თითქმის შეუძლებელია, არსებული ინფორმაცია ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას მაინც იძლევა," - აღნიშნავს დაჩი კეთილაძე.

მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტის პოპულარობა ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ კრიპტოვალუტამ სახელმწიფოების მიერ აღიარებული სასაქონლო ფული ჩაანაცვლოს. ამ საკითხზე მსოფლიოს მსხვილ ინვესტორებს, კომპანიებს, ეკონომისტებსა თუ კიბერ სივრცის სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი, გივი ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შექმნა ღირებული და მისასალმებელია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია, რომ კრიპტოვალუტებმა სასაქონლო ფული ჩაანაცვლონ.

"ჯერჯერობით ისინი არ აკმაყოფილებენ იმ თვისებებს, რაც სასაქონლო ფულს გააჩნია, რადგან ამ უკანასკნელზე, როგორც წესი, პასუხისმგებლობას ცენტრალური ბანკები იღებენ, კრიპტოვალუტები კი არარეგულირებადია და მოკლევადიან პერსპექტივაში მერყეობას განიცდიან. შესაბამისად, მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ კრიპტოვალუტებს ვერც დაზოგვის და ვერც ანგარიშსწორების საშუალებად ვერ განვიხილავთ," - განმარტავს გივი ადეიშვილი.

გივი ადეიშვილის თქმით, კრიპტოვალუტებს ძირითადად, რისკის მაძიებელი ინვესტორები იყენებენ, რომ მოკლე დროში მაღალი შემოსავალი მიიღონ, თუმცა ისინიც ითვალისწინებენ, რომ მომავალში შესაძლოა, მათი ფასი შემცირდეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ კრიპტოვალუტებს სახელმწიფოები თავად შექმნიან და დაარეგულირებენ, მათი გარკვეული ღირებულების მქონე აქტივებად გამოყენება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.

- ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია, რომ კრიპტოვალუტა მიმოცვლის აღიარებული საშუალება გახდეს?

- კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ლაშა პატარაია ამ მოსაზრების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა არა რეალური ვალუტა, არამედ პროდუქტია, რომელსაც შემოსავლის მისაღებად იყენებენ, ამიტომ ის სასაქონლო ფულს ვერ ჩაანაცვლებს.

"ახლანდელი მგომარეობის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ კრიპტოვალუტას ამის პოტენციალი არ აქვს. თუ ანონიმურობაზე ვისაუბრებთ, ის ბოლომდე დაცულიარ არის, ასევე ხშირად არც ისეთი დაბალი საკომისიო აქვს, როგორსაც გვეუბნებიან ხოლმე. კრიპტოვალუტის მიმოცვლის საშუალებად აღიარებას ხელს შეუშლის თითქმის ყველა სახელმწიფო, რადგან ასეთ შემთხვევაში მთელი ეკონომკური სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს და რაღაც კრიპტოაპოკალიპსი რომ არ მოხდეს, ამ მტკივნეულ რევოლუციას არცერთი სახელმწიფო არ დაუშვებს," - აღნიშნავს ლაშა პატარაია.

კრიპტოვალუტების ფასი ბოლო პერიოდში შემცირდა, თუმცა მსოფლიოს გამოცემათა ნაწილი წლის ბოლომდე მისი ღირებულების ზრდას პროგნოზირებს, ნაწილი - კრახს, დაზუსტებით კი პროგნოზების გაკეთება ყველა მათგანს უჭირს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

დიდუბეში ერისთავის ქუჩაზე ხანძარია - ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 6 ეკიპაჟი მუშაობს

რომელი კომუნალური გადასახადის გადახდა შეგიძლია სფეისით?