მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აცერი და დაიცავი - იმუნიზაციის აქცია "პალიტრა მედიაში"
აცერი და დაიცავი - იმუნიზაციის აქცია "პალიტრა მედიაში"

"პა­ლიტ­რა მე­დია" ჰოლ­დინ­გის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის წი­თე­ლას, წი­თუ­რას და ყბა­ყუ­რას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის აქ­ცია ჩა­ტარ­და.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სა­თაო ოფის­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ვაქ­ცი­ნა­ცია სპე­ცი­ა­ლურ მოძ­რავ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყეს და პრო­ცე­სი 16:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. მსურ­ვე­ლებს C ჰე­პა­ტი­ტის სკრი­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბაც შე­ეძ­ლოთ.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" ეს­ტუმ­რა, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენტს შეხ­ვდა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ იმუ­ნი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, აიც­რან, რაც მათ და­ი­ცავს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წი­თე­ლა 20-დან 40 წლამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. ის ქალ­ბა­ტო­ნებს მო­უ­წო­დებს, ჩა­ი­ტა­რონ იმუ­ნი­ზა­ცია და და­იც­ვან, რო­გორც სა­კუ­თა­რი თავი, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა.

"მინ­და ყვე­ლა­ზე დიდ ჰოლ­დინგს სა­ქარ­თვე­ლო­ში - "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. კომ­პა­ნია ძა­ლი­ან ბევრ კარგ საქ­მეს აკე­თებს და დღე­საც გვაქვს პრე­ცენ­დენ­ტი, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რა ამ კარგ ინი­ცი­ა­ტი­ვას. იმე­დი მაქვს, ეს ფარ­თოდ გავ­რცელ­დე­ბა მე­დი­ა­ში, რომ უფრო მეტი იცო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბამ, რად­გან წი­თე­ლა არ გახ­ლავთ სა­ხუ­მა­რო და­ა­ვა­დე­ბა - ის სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს. ამი­ტომ, თუ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ აც­რი­ლი ხართ, ამას არ სჭირ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, მიბ­რძან­დით და ჩა­ი­ტა­რეთ იმუ­ნი­ზა­ცია იმი­ტომ, რომ და­მა­ტე­ბი­თი აცრა, სი­კე­თის მეტს არა­ფერს მო­გი­ტანთ.

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, რომ იმუ­ნი­ზა­ცია გახ­ლავთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე უფრო კარ­გი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს არის გა­რან­ტი იმი­სა, რომ ბავ­შვს და შემ­დეგ უკვე ზრდას­რუ­ლი ასა­კის ადა­მი­ანს, არ და­ე­მარ­თე­ბა ისე­თი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტე­ტა­ნუ­სი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ყვა­ვი­ლი, პო­ლი­ო­ლი­მე­ლი­ტი, წი­თე­ლა, წი­თუ­რა, ყი­ვა­ნახ­ვე­ლა და სხვა", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" HR ბრენ­დინ­გი­სა და შიდა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­ნე­ჯერ­მა ნინო მა­რე­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, იმუ­ნი­ზა­ცი­ის აქ­ცი­ას ჰოლ­დინ­გი სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა.

"პა­ლიტ­რა მე­დია" მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა იმუ­ნი­ზა­ცი­ის აქ­ცია. სხვა კომ­პა­ნი­ებ­საც მო­ვუ­წო­დებთ ჩა­ერ­თონ ამ აქ­ცი­ა­ში, ვი­ნა­ი­დან ეს არის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან პრე­ვენ­ცია", - გა­ნა­ცხა­და ნინო მა­რე­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

აცერი და დაიცავი - იმუნიზაციის აქცია "პალიტრა მედიაში"

აცერი და დაიცავი - იმუნიზაციის აქცია "პალიტრა მედიაში"

"პალიტრა მედია" ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული იმუნიზაციის აქცია ჩატარდა.

"პალიტრა მედიის" სათაო ოფისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა ვაქცინაცია სპეციალურ მოძრავ ლაბორატორიაში 12:00 საათზე დაიწყეს და პროცესი 16:00 საათამდე გაგრძელდა. მსურველებს C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლოთ.

ვაქცინაციის აქციის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "პალიტრა მედიას" ესტუმრა, კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა და იმუნიზაციის აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, აიცრან, რაც მათ დაიცავს მძიმე დაავადებებისგან.

მისივე განცხადებით, წითელა 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაში და განსაკუთრებით ქალებში ფიქსირდება. ის ქალბატონებს მოუწოდებს, ჩაიტარონ იმუნიზაცია და დაიცვან, როგორც საკუთარი თავი, ასევე მომავალი თაობა.

"მინდა ყველაზე დიდ ჰოლდინგს საქართველოში - "პალიტრა მედიას" მადლობა გადავუხადო. კომპანია ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და დღესაც გვაქვს პრეცენდენტი, რომ მხარი დაუჭირა ამ კარგ ინიციატივას. იმედი მაქვს, ეს ფართოდ გავრცელდება მედიაში, რომ უფრო მეტი იცოდეს მოსახლეობამ, რადგან წითელა არ გახლავთ სახუმარო დაავადება - ის სერიოზულ გართულებებს იწვევს. ამიტომ, თუ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ აცრილი ხართ, ამას არ სჭირდება გამოკვლევები, მიბრძანდით და ჩაიტარეთ იმუნიზაცია იმიტომ, რომ დამატებითი აცრა, სიკეთის მეტს არაფერს მოგიტანთ.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ იმუნიზაცია გახლავთ ჩვენი მოსახლეობის ყველაზე უფრო კარგი დაცვის საშუალება. ეს არის გარანტი იმისა, რომ ბავშვს და შემდეგ უკვე ზრდასრული ასაკის ადამიანს, არ დაემართება ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტეტანუსი, ტუბერკულოზი, ყვავილი, პოლიოლიმელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა და სხვა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც "პალიტრა მედიის" HR ბრენდინგისა და შიდა კომუნიკაციის მენეჯერმა ნინო მარეხაშვილმა განაცხადა, იმუნიზაციის აქციას ჰოლდინგი სიამოვნებით შეუერთდა.

"პალიტრა მედია" მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შემოთავაზებაზე, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის ჩაგვეტარებინა იმუნიზაციის აქცია. სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ ჩაერთონ ამ აქციაში, ვინაიდან ეს არის სხვადასხვა დაავადებისგან პრევენცია", - განაცხადა ნინო მარეხაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი