საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ბაქრაძე ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მოგვიანებით მიიტანეს - რა დეტალებზე საუბრობს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული
ზურაბ ბაქრაძე ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მოგვიანებით მიიტანეს - რა დეტალებზე საუბრობს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, თბი­ლი­სის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალს აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ პი­რებს ია­რა­ღი არ ჰქო­ნი­ათ.

რო­გორც ზუ­რაბ ბაქ­რა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­ნა­ცხა­და, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ი­დან მი­ი­ტა­ნეს.

"მე სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და პი­რა­დად ჩემს მმართ, რამ­დე­ნა­დაც ბრალ­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი არის სრუ­ლი სი­მარ­თლე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. შე­მიძ­ლია ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­გიყ­ვეთ ის, რაც აინ­ტე­რე­სებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ თუ არა ია­რა­ღი და ია­რა­ღი არის თუ არა ჩა­დე­ბუ­ლი. მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ პირ­ვე­ლად თქვენს ეთერ­ში - ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ ყო­ფი­ლა, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მოჩ­ნდა და­ახ­ლო­ე­ბით 50 წუ­თის, 1 სა­ა­თის - სა­ათ­ნა­ხევ­რის მერე, ზუს­ტი დრო არ შე­მიძ­ლია გი­თხრათ. ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არც ერთ და­კა­ვე­ბულს არ ჰქო­ნია. იქ მოხ­და გას­რო­ლა პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის მიერ, სა­დაც და­იჭ­რა ბუტა და შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ მოხ­და ის, რაც მოხ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ხაზს ვუს­ვამ, პირ­ვე­ლად ვი­ძა­ხი თქვენს ეთერ­ში, გე­ლა­პა­რა­კე­ბით, რო­გორც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი - მე და­ახ­ლო­ე­ბით 40-50 წუთ­ში ვი­ყა­ვი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და მის­ვლი­სას არც ერთი ია­რა­ღი არ მი­ნა­ხავს, არც საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, არც ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და არც პის­ტო­ლე­ტი. და­სა­მა­ლი არ არის, ია­რა­ღე­ბი მო­ტა­ნი­ლი იქნა მა­შინ­დე­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ზუ­რაბ მი­ქა­ძის მიერ, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ი­დან", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლია რო­გორც ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ასე­ვე ზუ­რაბ მი­ქა­ძეც იხი­ლეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ზურაბ ბაქრაძე ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მოგვიანებით მიიტანეს - რა დეტალებზე საუბრობს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული

ზურაბ ბაქრაძე ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მოგვიანებით მიიტანეს - რა დეტალებზე საუბრობს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ.

როგორც ზურაბ ბაქრაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" ექსკლუზიურად განაცხადა, იარაღები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მიიტანეს.

"მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას ბრალდებულების და პირადად ჩემს მმართ, რამდენადაც ბრალდებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიმართლე, ჭეშმარიტება. შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში მოგიყვეთ ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში. პირველ რიგში, ალბათ, საზოგადოებისთვის საინტერესო არის ის, დაკავებულ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა იარაღი და იარაღი არის თუ არა ჩადებული. მე კატეგორიულად ვაცხადებ პირველად თქვენს ეთერში - იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იარაღები შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის - საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ. იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია. იქ მოხდა გასროლა პატრულ-ინსპექტორის მიერ, სადაც დაიჭრა ბუტა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ხაზს ვუსვამ, პირველად ვიძახი თქვენს ეთერში, გელაპარაკებით, როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი - მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და მისვლისას არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი. დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან", - განაცხადა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულია როგორც ზურაბ ბაქრაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება, ასევე ზურაბ მიქაძეც იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ