მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში
ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ამ ოჯა­ხის ის­ტო­რია უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის და დიდი მად­ლის ის­ტო­რი­აა - ნა­ხევ­რად მში­ე­რი ორი ობო­ლი ბავ­შვის ბე­ბია, პო­უ­ლობს ძა­ლას და გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის მე­ო­რე ცოლ­საც უვ­ლის, რო­მე­ლიც და­ვარ­დნი­ლია.

უსა­ხუ­რი კედ­ლე­ბი, ჩა­მონ­გრე­უ­ლი ჭერი, ჩამ­პა­ლი ია­ტა­კი, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იარო, ფეხ­ქვეშ რომ არ ჩა­გენგრეს... ერთი მა­გი­და, ოთხი სა­წო­ლი ერთ ოთახ­ში, რო­მე­ლიც, ამავდრო­უ­ლად, სა­სა­დი­ლო­ცაა... აქ­ვეა უკა­რო კა­რა­და, რო­მელ­ზეც პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზო­რი დევს და ერთი, პი­რო­ბი­თად, სკა­მი - ესაა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხი­დის­თავ­ში მცხოვ­რე­ბი კა­ლან­და­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მთე­ლი ავ­ლა­დი­დე­ბა. ოჯა­ხის, სა­დაც ორ ობოლს ბე­ბია ზრდის და რომ­ლის კი­დევ ერთი წევ­რი, ინ­სულტგა­და­ნა­ტა­ნი, უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია.

ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის, ქალ­ბა­ტო­ნი ნარ­გი­ზა შა­ვა­ძის თქმით, მათი ოჯა­ხის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა, რო­მელ­საც ოჯა­ხის მხო­ლოდ სამი წევ­რი - ბავ­შვე­ბი და ავად­მყო­ფი ბე­ბია იღე­ბენ. დახ­მა­რე­ბა მა­საც რომ მი­ე­ღო, სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში უნდა შე­ე­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ. მისი თქმით კი, ეს იმი­ტომ არ გა­ა­კე­თა, რომ პრო­ცე­დუ­რა გარ­კვე­უ­ლი ვა­დით დახ­მა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას იწ­ვევს.

"მე­ო­რე წე­ლია, რაც ჩემი სა­წყა­ლი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და და­მი­ობ­ლდნენ ბავ­შვე­ბი. მას შემ­დეგ ჩა­მო­ვე­დი აქ სა­ცხოვ­რებ­ლად. ვუვ­ლი ჩემს ორ ობოლ შვი­ლიშ­ვილს და და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს, ჩემი ქმრის მე­ო­რე ცოლს, რო­მელ­მაც ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა. მას მოძ­რა­ო­ბის და მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი შე­ზღუ­დუ­ლი აქვს და მუდ­მი­ვად წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. მარ­თა­ლია, პენ­სი­ო­ნე­რია, მაგ­რამ, რო­დე­საც ცუ­დად გახ­და, მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­პენ­სიო სეს­ხი აი­ღეს და კი­დევ დიდ­ხანს ვერ მი­ი­ღებს სრულ­ყო­ფილ პენ­სი­ას. ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი კი მხო­ლოდ ამა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა. მე ჯერ სა­პენ­სიო ასა­კი არ მაქვს. ვერც სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თე, რომ მეც დამ­ნიშ­ვნო­და დახ­მა­რე­ბა, რად­გან, რო­გორც მი­თხრეს, ასეთ დროს, რამ­დე­ნი­მე ხნით შეგ­ვი­წყდე­ბო­და დახ­მა­რე­ბა და მერე რა ვქნა... არ იფიქ­როს ვინ­მემ, შრო­მა მე­ზა­რე­ბა და ვმა­თხოვ­რობ - რაც შე­იძ­ლე­ბა მო­იყ­ვა­ნოს ამ ეზო­ში ადა­მი­ან­მა, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვყავს, მაგ­რამ ამ პა­ტა­რა ნაკ­ვეთ­ზე იმ­დე­ნი რა უნდა მო­ი­წიო, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გე­ყოს?! ეზო­დან კი ავად­მყო­ფი მო­ხუ­ცის გამო ვერ გა­დავ­დი­ვარ, რად­გან ყო­ველ წუთს ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ნარ­გი­ზი და ოჯა­ხის მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

"თქვენც ხე­დავთ, რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სახ­ლი. ვი­ყა­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და გა­მო­მიყ­ვეს სა­ხუ­რა­ვის­თვის თუ­ნუ­ქი, თუმ­ცა, მი­თხრეს, რომ "ხე­ო­ბა" არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. უმა­დუ­რო­ბას კი არ ვი­ჩენ, მად­ლო­ბე­ლი ვარ ამის­თვის, მაგ­რამ მარ­ტო თუ­ნუ­ქი რად მინ­და, სად წა­ვი­ღო, რას და­ვა­ფა­რო, რამ და­ი­მაგ­როს? - ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს შვილმკვდა­რი დედა.

"უნდა ნა­ხოთ, წვი­მის დროს რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სახ­ლში. რო­გორც გა­რეთ, ისე წვიმს შიგ­ნი­თაც. მძი­ნა­რე ბავ­შვე­ბი და ავად­მყო­ფი მის­ველ­დე­ბი­ან. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა გა­ე­ცი­ნოს კი­დეც და თქვას, რომ რაში მე­ვა­ლე­ბა მე ამ მო­ხუ­ცე­ბუ­ლის მოვ­ლა, მაგ­რამ ასე არ არის: რო­დე­საც ჩემი სა­წყა­ლი შვი­ლი ქმარს გა­შორ­და, თა­ვი­სი ორი ბავ­შვით აქ მო­ვი­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი თან ჰყვე­ბო­და მათ, სა­ნამ შე­ეძ­ლო. ჩემი შვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, ბავ­შვე­ბი რომ გა­მო­ეკ­ვე­ბა, ხან ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, ხან - სად. თით­ქმის სულ გა­სუ­ლი იყო სახ­ლი­დან. ამ ბავ­შვებს კი ქალ­ბა­ტო­ნი თინა უვ­ლი­და და ახლა მე რო­გორ შე­მიძ­ლია მისი ამ­დე­ნი ხნის ზრუნ­ვა და ამა­გი და­ვი­ვი­წყო?! ამას ჩემი შვი­ლის სუ­ლიც არ მა­პა­ტი­ებს".

ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­კურ გა­სა­ჭირს სი­ცი­ვეც ემა­ტე­ბა. რო­გორც მისი ნა­ამ­ბო­ბი­დან შე­ვი­ტყეთ, შე­შის მო­ძი­ე­ბა მას ბავ­შვებ­თან ერ­თად უხ­დე­ბა: "ბავ­შვე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, რომ სი­ცი­ვით არ გა­ვი­ყი­ნოთ. ხან ღე­ლის პი­რას ვე­ძებთ ფი­ჩხებს, ხან ყა­ნე­ბის ნა­პი­რებ­ზე. მებ­რა­ლე­ბი­ან, გა­ყი­ნუ­ლი ხე­ლე­ბით რო­გორ ცდი­ლო­ბენ დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ მარ­ტო არ მიშ­ვე­ბენ. მე­ზობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, ძი­რი­თა­დად. იმა­ზე მე­ტად მიდ­გა­ნან გვერ­დით, ვიდ­რე ჩემს შვილს ედგნენ. ალ­ბათ, ამ ობ­ლე­ბის სა­ცო­და­ო­ბით. მაგ­რამ სულ სხვის იმე­დად ხომ ვერ იქ­ნე­ბი, მოვა და ხელს გა­მი­მარ­თავ­სო?! ღმერ­თი გვმფარ­ვე­ლობს-მეთ­ქი ვამ­ბობ, რომ არ გა­თოვ­და, თო­რემ სახ­ლი თოვ­ლის სიმ­ძი­მეს ნამ­დვი­ლად ვე­ღარ გა­უძ­ლებ­და და ჩა­მო­იქ­ცე­ო­და. ჩვენ კი გაგ­ვეს­წრო იქ­ნე­ბა გა­რეთ, მაგ­რამ მო­ხუ­ცე­ბუ­ლის­თვის რა უნდა გვექ­ნა", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ნარ­გი­ზი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის ორი წელი გა­ვი­და, ბავ­შვებს ობ­ლო­ბის პენ­სია ჯერ კი­დევ არ და­ნიშ­ვნი­ათ, რად­გან ბავ­შვე­ბის მა­მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვერ ხერ­ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით კი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს არას­რულ­წლოვ­ნის მე­ო­რე მშო­ბელ­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­მამ უნდა მი­მარ­თოს.

"ხა­თუ­ნა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მი­ვე­დი სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში, სა­დაც მი­თხრეს, რომ რად­გან ბავ­შვე­ბის მე­ო­რე მშო­ბე­ლი ცო­ცხა­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ­თან ერ­თად არ ცხოვ­რობს, გან­ცხა­დე­ბა მან უნდა შე­ი­ტა­ნოს პენ­სი­ის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე. მაგ­რამ ჩვენ მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ. ის მა­ინც არ და­თან­ხმდე­ბა ამა­ზე. არა­სო­დეს არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ბავ­შვე­ბის­თვის. ერთხელ, ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბი და თხი­ლი აკ­რე­ფი­ნა. ბავ­შვებს შეჰ­პირ­და, რომ გა­ყიდ­და და სკო­ლის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ფულს მის­ცემ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი მი­უ­ცია, ტყუ­ი­ლად ამუ­შა­ვა ბავ­შვე­ბი. მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მას სხვა ცოლი და ორი შვი­ლი კი­დევ ჰყავს. პა­ტი­მა­რი იყო და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და. სა­ხელ­მწი­ფომ ის ბავ­შვე­ბიც გა­მო­იყ­ვა­ნა ოჯა­ხი­დან.

არა­და, ობ­ლო­ბის პენ­სია ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და, რომ ცო­ტა­თი სული მოგ­ვეთ­ქვა. დღე და ღამე იმის ფიქ­რში ვარ, რით გა­მოვ­კვე­ბო ავად­მყო­ფი და ჩემი ობო­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, საჭ­მე­ლი სა­ი­დან და რით მო­ვი­ტა­ნო. რას ვწვა­ლობ და ვჯა­ხი­რობ ლუკ­მის მო­სა­პო­ვებ­ლად, არა­ვინ იცის!"

კი­თხვა­ზე, მი­მარ­თა თუ არა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას სა­შე­შე მერ­ქნით დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ნარ­გი­ზა შა­ვა­ძე გვპა­სუ­ხობს, რომ არ მი­უ­მარ­თავს, რად­გან დახ­მა­რე­ბის იმე­დი არ ჰქონ­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ობ­ლებს უკვე ეხ­მა­რე­ბი­ან

...
0

მამა რომ შვილს არ მოიკითხავს რაც უკვე ხშირი შემთხვევა არის იმ ერს განვითარება არ უწერია.ეს არ არის ერთეული შემთხვევა,ძალიან გახშირებულია ეგეთი შემთხვევები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ამ ოჯახის ისტორია უკიდურესი გაჭირვების და დიდი მადლის ისტორიაა - ნახევრად მშიერი ორი ობოლი ბავშვის ბებია, პოულობს ძალას და გარდაცვლილი ქმრის მეორე ცოლსაც უვლის, რომელიც დავარდნილია.

უსახური კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ჩამპალი იატაკი, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა იარო, ფეხქვეშ რომ არ ჩაგენგრეს... ერთი მაგიდა, ოთხი საწოლი ერთ ოთახში, რომელიც, ამავდროულად, სასადილოცაა... აქვეა უკარო კარადა, რომელზეც პატარა ტელევიზორი დევს და ერთი, პირობითად, სკამი - ესაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები კალანდაძეების ოჯახის მთელი ავლადიდება. ოჯახის, სადაც ორ ობოლს ბებია ზრდის და რომლის კიდევ ერთი წევრი, ინსულტგადანატანი, უნარშეზღუდული ქალბატონია.

ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი ნარგიზა შავაძის თქმით, მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ოჯახის მხოლოდ სამი წევრი - ბავშვები და ავადმყოფი ბებია იღებენ. დახმარება მასაც რომ მიეღო, სოციალურ სააგენტოში უნდა შეეტანა განცხადება ოჯახის წევრის ცვლილების შესახებ. მისი თქმით კი, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ პროცედურა გარკვეული ვადით დახმარების შეჩერებას იწვევს.

"მეორე წელია, რაც ჩემი საწყალი შვილი გარდაიცვალა და დამიობლდნენ ბავშვები. მას შემდეგ ჩამოვედი აქ საცხოვრებლად. ვუვლი ჩემს ორ ობოლ შვილიშვილს და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ქმრის მეორე ცოლს, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. მას მოძრაობის და მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს და მუდმივად წამლების მიღება ესაჭიროება. მართალია, პენსიონერია, მაგრამ, როდესაც ცუდად გახდა, მკურნალობის ჩასატარებლად გრძელვადიანი საპენსიო სესხი აიღეს და კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს სრულყოფილ პენსიას. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ ამათი სოციალური დახმარებაა. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს. ვერც სოციალურ სააგენტოს მივმართე, რომ მეც დამნიშვნოდა დახმარება, რადგან, როგორც მითხრეს, ასეთ დროს, რამდენიმე ხნით შეგვიწყდებოდა დახმარება და მერე რა ვქნა... არ იფიქროს ვინმემ, შრომა მეზარება და ვმათხოვრობ - რაც შეიძლება მოიყვანოს ამ ეზოში ადამიანმა, ყველაფერი მოგვყავს, მაგრამ ამ პატარა ნაკვეთზე იმდენი რა უნდა მოიწიო, რომ მთელი წლის განმავლობაში გეყოს?! ეზოდან კი ავადმყოფი მოხუცის გამო ვერ გადავდივარ, რადგან ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება", - ამბობს ქალბატონი ნარგიზი და ოჯახის მძიმე სოციალური ყოფის შესახებ გვიამბობს.

"თქვენც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სახლი. ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დავწერე განცხადება და გამომიყვეს სახურავისთვის თუნუქი, თუმცა, მითხრეს, რომ "ხეობა" არ იყო გათვალისწინებული. უმადურობას კი არ ვიჩენ, მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მარტო თუნუქი რად მინდა, სად წავიღო, რას დავაფარო, რამ დაიმაგროს? - ცრემლებს ვერ იკავებს შვილმკვდარი დედა.

"უნდა ნახოთ, წვიმის დროს რა მდგომარეობაა სახლში. როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. მძინარე ბავშვები და ავადმყოფი მისველდებიან. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც და თქვას, რომ რაში მევალება მე ამ მოხუცებულის მოვლა, მაგრამ ასე არ არის: როდესაც ჩემი საწყალი შვილი ქმარს გაშორდა, თავისი ორი ბავშვით აქ მოვიდა. ეს ქალბატონი თან ჰყვებოდა მათ, სანამ შეეძლო. ჩემი შვილი გარდაცვალებამდე, ბავშვები რომ გამოეკვება, ხან ყანაში მუშაობდა, ხან - სად. თითქმის სულ გასული იყო სახლიდან. ამ ბავშვებს კი ქალბატონი თინა უვლიდა და ახლა მე როგორ შემიძლია მისი ამდენი ხნის ზრუნვა და ამაგი დავივიწყო?! ამას ჩემი შვილის სულიც არ მაპატიებს".

ოჯახის ეკონომიკურ გასაჭირს სიცივეც ემატება. როგორც მისი ნაამბობიდან შევიტყეთ, შეშის მოძიება მას ბავშვებთან ერთად უხდება: "ბავშვები მეხმარებიან, რომ სიცივით არ გავიყინოთ. ხან ღელის პირას ვეძებთ ფიჩხებს, ხან ყანების ნაპირებზე. მებრალებიან, გაყინული ხელებით როგორ ცდილობენ დახმარებას, მაგრამ მარტო არ მიშვებენ. მეზობლები მეხმარებიან, ძირითადად. იმაზე მეტად მიდგანან გვერდით, ვიდრე ჩემს შვილს ედგნენ. ალბათ, ამ ობლების საცოდაობით. მაგრამ სულ სხვის იმედად ხომ ვერ იქნები, მოვა და ხელს გამიმართავსო?! ღმერთი გვმფარველობს-მეთქი ვამბობ, რომ არ გათოვდა, თორემ სახლი თოვლის სიმძიმეს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ჩამოიქცეოდა. ჩვენ კი გაგვესწრო იქნება გარეთ, მაგრამ მოხუცებულისთვის რა უნდა გვექნა", - ამბობს ქალბატონი ნარგიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დედის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ბავშვებს ობლობის პენსია ჯერ კიდევ არ დანიშვნიათ, რადგან ბავშვების მამასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. შესაბამისი განცხადებით კი სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვნის მეორე მშობელმა, ამ შემთხვევაში მამამ უნდა მიმართოს.

"ხათუნა რომ გარდაიცვალა, მივედი სოციალურ სააგენტოში, სადაც მითხრეს, რომ რადგან ბავშვების მეორე მშობელი ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, განცხადება მან უნდა შეიტანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე. მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. ის მაინც არ დათანხმდება ამაზე. არასოდეს არაფერი გაუკეთებია ბავშვებისთვის. ერთხელ, ჩემი შვილის სიცოცხლეში წაიყვანა ბავშვები და თხილი აკრეფინა. ბავშვებს შეჰპირდა, რომ გაყიდდა და სკოლისთვის მოსამზადებელ ფულს მისცემდა, მაგრამ არაფერი მიუცია, ტყუილად ამუშავა ბავშვები. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას სხვა ცოლი და ორი შვილი კიდევ ჰყავს. პატიმარი იყო და დაავადებული გამოვიდა. სახელმწიფომ ის ბავშვებიც გამოიყვანა ოჯახიდან.

არადა, ობლობის პენსია ძალიან დაგვეხმარებოდა, რომ ცოტათი სული მოგვეთქვა. დღე და ღამე იმის ფიქრში ვარ, რით გამოვკვებო ავადმყოფი და ჩემი ობოლი შვილიშვილები, საჭმელი საიდან და რით მოვიტანო. რას ვწვალობ და ვჯახირობ ლუკმის მოსაპოვებლად, არავინ იცის!"

კითხვაზე, მიმართა თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობას საშეშე მერქნით დახმარების თაობაზე, ნარგიზა შავაძე გვპასუხობს, რომ არ მიუმართავს, რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: ობლებს უკვე ეხმარებიან

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა