"არქი ჯგუფი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც EBRD-მ ენერგოეფექტური მშენებლობისთვის სპეციალური გრანტი გადასცა. ერთი წლის განმავლობაში არქი თაუერს ექსპერტები ამოწმებდნენ. საერთაშორისო აუდიტი სამშენებლო მასალებს, კარ-ფანჯარას და შენობის თბოიზოლაციას ჩაუტარდა. შემოწმებისას დადგინდა თბოგამტარობის კოეფიციენტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. გაზომილი იქნა შენობის აღჭურვილობის ენერგოეფექტურობაც. არქი ჯგუფის მშენებლობა ენერგოეფექტურად იქნა მიჩნეული და კომპანიას 50 000 დოლარი გადაეცა.
"მოხარული ვართ, რომ არქი ჯგუფის მშენებლობის ხარისხი და ენერგოეფექტურობა საერთაშორისო ექსპერტებმა აღიარეს. ყველა ჩვენი კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. სამშენებლოდ YTONG-ის ბლოკს ვიყენებთ, რომელიც ენერგოეფექტურობასთან ერთად ცეცხლგამძლეა და გერმანული ტექნოლოგიით ევროკავშირში იწარმოება," - აცხადებენ არქი ჯგუფში.
არქი ჯგუფმა აღნიშნული თანხა EBRD-ის "კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის" ფარგლებში მიიღო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული სამშენებლო სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
"არქი ჯგუფი" ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანიას 200.000 კვ.მ. დასრულებული და 140 000 კვ.მ მიმდინარე მშენებლობა აქვს.