სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოან როულინგის ავტოგრაფი ყველაზე ორიგინალური ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა!
ჯოან როულინგის ავტოგრაფი ყველაზე ორიგინალური ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა!

ის ფაქ­ტი, რომ ჯოან რო­უ­ლინ­გი ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მწე­რა­ლი და ფენ­ტე­ზი ჟან­რის ნამ­დვი­ლი გე­ნო­ი­ო­სია, სა­ი­დუმ­ლოს ნამ­დვი­ლად არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს. სა­ხე­ლი და გვა­რი - ჰარი პო­ტე­რი დღეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს გა­უ­გია, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ფა­ნე­ბის არ­მი­ა­ზე, რომ­ლებ­მაც ამ ადა­მი­ან­ზე თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან. ფაქ­ტი ისაა, რომ ის­ტო­რი­ებ­მა პა­ტა­რა შრა­მი­ა­ნი ბი­ჭის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო გა­ა­ო­ცა. წიგ­ნე­ბის სე­რია 65 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და რო­უ­ლინ­გიც სა­მარ­თლი­ა­ნად ით­ვლე­ბა პირ­ველ ქა­ლად, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით მი­ლი­არ­დზე მეტი იშო­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, ბევ­რმა არ იცის, რომ ჯოან რო­უ­ლინგს ჰარი პო­ტე­რის მა­გი­უ­რი სამ­ყა­როს გარ­და, სხვა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აქვს და­წე­რი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ქა­ლის უც­ნა­უ­რი ფსევ­დო­ნი­მი - რო­ბერტ გელბ­რე­ი­თი შეგ­ვიძ­ლია, ჩავ­თვა­ლოთ. რო­დე­საც რო­უ­ლინ­გმა დე­ტექ­ტი­ვის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი გა­მოს­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფსევ­დო­ნი­მით, მკი­თხვე­ლებ­მა სა­ერ­თოდ არ იცოდ­ნენ, ვინ იმა­ლე­ბო­და ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მიღ­მა. გა­ურ­კვევ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ქა­ლის პარტნი­ორ­მა ნო­ვე­ლის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა ცო­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს გა­უმ­ხი­ლა, შემ­დეგ კი საქ­ვეყ­ნოდ გახ­და ცნო­ბი­ლი. წიგნ­მა არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა და თრი­ლე­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ნამ­დვილ აღ­მო­ჩე­ნად იქცა.

სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი დე­ტექ­ტი­ვის ორი ნა­წი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" ცოტა ხნის წინ გა­მოს­ცა ქარ­თულ ენა­ზე. "გუ­გუ­ლის ძა­ხი­ლი"და "აბ­რე­შუ­მის ჭია"უკვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. "პა­ლიტ­რა L" ახლო მო­მა­ვალ­ში მე­სა­მე ნა­წი­ლის თარ­გმნა­საც გეგ­მავს.

ტრი­ლო­გი­ის მთა­ვა­რი გმი­რი ქორ­მო­რან სთრა­ი­ქი საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია სხვა იგი­ვე ჟან­რის წიგ­ნე­ბის პერ­სო­ნა­ჟებ­თან შე­და­რე­ბით. იგი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ცდი­ლობს კვან­ძე­ბის გახ­სნას და მკი­თხველს შე­სა­შუ­რი ნე­ბის­ყო­ფით ხიბ­ლავს. "გუ­გუ­ლის ძა­ხილ­ში" სთრა­ი­ქი სუ­პერ­მო­დე­ლი ლულა ლენ­დე­რის უც­ნა­ურ და მო­უ­ლოდ­ნელ სიკ­ვდილს იძი­ებს, "აბ­რე­შუ­მის ჭი­ა­ში"კი ოუენ ქუ­ა­ნის სას­ტი­კი წა­მე­ბის მიღ­მა და­მა­ლუ­ლი სა­ი­დუმ­ლოს გარ­კვე­ვას ცდი­ლობს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"ერ­თგულ მკი­თხველს გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს უმ­ზა­დებს. სა­ჩუ­ქა­რი არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი ჯ.კ რო­უ­ლი­ნის ავ­ტოგ­რა­ფია. სა­ჩუქ­რის მი­სა­ღე­ბად კი ფე­ის­ბუქ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი მარ­ტი­ვია: სა­ჭი­როა გა­და­ი­ღოთ ფოტო რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის წიგნ­თან ერ­თად, ატ­ვირ­თოთ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე შე­სა­ბა­მი­სი ჰაშ­თა­გით #გელბ­რე­ი­თი­სავ­ტოგ­რა­ფი და და­წე­როთ თქვე­ნი რჩე­ვა, თუ რა­ტომ უნდა წა­ი­კი­თხონ ეს წიგ­ნი სხვებ­მა. კონ­კურსს სულ 4 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბა, რო­მელ­თა­გა­ნაც ორი მო­წო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­მოვ­ლინ­დე­ბა, და­ნარ­ჩენ 2-ს კი ჟი­უ­რი შე­არ­ჩევს.

სა­ჭი­რო მხო­ლოდ ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა და იმის სურ­ვი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­აც­ნო მე­გობ­რებს და თქვე­ნი გულ­წრფე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­როთ მათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯოან როულინგის ავტოგრაფი ყველაზე ორიგინალური ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა!

ჯოან როულინგის ავტოგრაფი ყველაზე ორიგინალური ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა!

ის ფაქტი, რომ ჯოან როულინგი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი და ფენტეზი ჟანრის ნამდვილი გენოიოსია, საიდუმლოს ნამდვილად არავისთვის წარმოადგენს. სახელი და გვარი - ჰარი პოტერი დღეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს გაუგია, რომ არაფერი ვთქვათ ფანების არმიაზე, რომლებმაც ამ ადამიანზე თითქმის ყველაფერი იციან. ფაქტი ისაა, რომ ისტორიებმა პატარა შრამიანი ბიჭის შესახებ მსოფლიო გააოცა. წიგნების სერია 65 ენაზეა თარგმნილი და როულინგიც სამართლიანად ითვლება პირველ ქალად, რომელმაც საკუთარი ნაწარმოებებით მილიარდზე მეტი იშოვა.

მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ბევრმა არ იცის, რომ ჯოან როულინგს ჰარი პოტერის მაგიური სამყაროს გარდა, სხვა არანაკლებ საინტერესო და განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებები აქვს დაწერილი. აღნიშნულის მიზეზად ქალის უცნაური ფსევდონიმი - რობერტ გელბრეითი შეგვიძლია, ჩავთვალოთ. როდესაც როულინგმა დეტექტივის პირველი ნაწილი გამოსცა აღნიშნული ფსევდონიმით, მკითხველებმა საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იმალებოდა ამ სახელისა და გვარის მიღმა. გაურკვევლობა შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, თუმცა ქალის პარტნიორმა ნოველის ავტორის ვინაობა ცოლის საუკეთესო მეგობარს გაუმხილა, შემდეგ კი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. წიგნმა არნახული პოპულარობა მოიპოვა და თრილერების მოყვარულებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

საიდუმლოებით მოცული დეტექტივის ორი ნაწილი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ცოტა ხნის წინ გამოსცა ქართულ ენაზე. „გუგულის ძახილი"და „აბრეშუმის ჭია"უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. "პალიტრა L" ახლო მომავალში მესამე ნაწილის თარგმნასაც გეგმავს.

ტრილოგიის მთავარი გმირი ქორმორან სთრაიქი საკმაოდ განსხვავებული და არასტანდარტული პერსონაჟია სხვა იგივე ჟანრის წიგნების პერსონაჟებთან შედარებით. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს კვანძების გახსნას და მკითხველს შესაშური ნებისყოფით ხიბლავს. „გუგულის ძახილში" სთრაიქი სუპერმოდელი ლულა ლენდერის უცნაურ და მოულოდნელ სიკვდილს იძიებს, „აბრეშუმის ჭიაში"კი ოუენ ქუანის სასტიკი წამების მიღმა დამალული საიდუმლოს გარკვევას ცდილობს.

გამომცემლობა "პალიტრა L"ერთგულ მკითხველს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს. საჩუქარი არც მეტი არც ნაკლები ჯ.კ როულინის ავტოგრაფია. საჩუქრის მისაღებად კი ფეისბუქ კონკურსში მონაწილეობაა აუცილებელი. კონკურსის პირობები მარტივია: საჭიროა გადაიღოთ ფოტო რობერტ გელბრეითის წიგნთან ერთად, ატვირთოთ ფეისბუქის პირად გვერდზე შესაბამისი ჰაშთაგით #გელბრეითისავტოგრაფი და დაწეროთ თქვენი რჩევა, თუ რატომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი სხვებმა. კონკურსს სულ 4 გამარჯვებული ეყოლება, რომელთაგანაც ორი მოწონებების მიხედვით გამოვლინდება, დანარჩენ 2-ს კი ჟიური შეარჩევს.

საჭირო მხოლოდ ორიგინალურობა და იმის სურვილია, რომ აღნიშნული წიგნი რაც შეიძლება საინტერესოდ გააცნო მეგობრებს და თქვენი გულწრფელი შთაბეჭდილებები გაუზიაროთ მათ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს