Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერმა ცათამბჯენის სახურავზე - ამერიკელი ჟურნალისტის ბიზნესი ნიუ-იორკში
ფერმა ცათამბჯენის სახურავზე - ამერიკელი ჟურნალისტის ბიზნესი ნიუ-იორკში

ანას­ტა­სია კოლ პლა­კი­ა­სი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია. 2009 წელს რე­პორ­ტა­ჟის მო­სამ­ზა­დებ­ლად პი­ცე­რია "რო­ბერ­ტას" დამ­ფუძ­ნებ­ლებს შეხ­ვდა, შემ­დგომ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პი­ცე­რია, მა­შინ ფეხს იკი­დებ­და ბა­ზარ­ზე. კონ­კრე­ტულ­მა რე­პორ­ტაჟ­მა ანას­ტა­სი­ას ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ა­ო­ცა დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შე­მარ­თე­ბამ, ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნათ რეს­ტო­რა­ნი და რაც მთა­ვა­რია პრო­ცეს­მა, თუ რო­გორ მო­ი­პო­ვებ­დნენ ჯან­საღ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს. ისი­ნი დიდ კონ­ტე­ი­ნე­რებს ფერ­მის ფუნ­ქცი­ას უთავ­სებ­დნენ და შიგ­ნით ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავ­დათ. ანას­ტა­სია იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­და მათი საქ­მი­ა­ნო­ბით, რომ გა­და­წყვი­ტა დრო­ე­ბით მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და პი­ცე­რი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს დახ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ აქე­დან წა­მო­ვი­და უბ­რა­ნუ­ლი ფერ­მის შექ­მნის იდეა, რო­მე­ლიც ანას­ტა­სი­ამ თა­ვის ბიზ­ნეს­პარტნი­ორ ბენ ფლა­ნერ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

Brooklyn Grange ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ნიუ-იოკრში რამ­დე­ნი­მე ურ­ბა­ნულ ფერ­მას ფლობს, მას ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. ფერ­მე­ბი შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და წე­ლი­წად­ში 22 ტო­ნა­ზე მეტი ბოსტნე­უ­ლის მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა. გარ­და ბოსტნე­უ­ლი­სა, კომ­პა­ნია თაფლსაც აწარ­მო­ებს.

Brooklyn Grange 2010 წლი­დან არ­სე­ბობს და ამ­ჟა­მად ორ დიდ ურ­ბა­ნულ ფერ­მას ფლობს ბრუკ­ლინ­ში 6 000 კვ.მ და ქუ­ინსში 4 000 კვ.მ. ფერ­მა­ში თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავთ, რე­ა­ლი­ზა­ცია ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ებ­ში ხდე­ბა.

იო­გას კლა­სე­ბი, ექ­სკურ­სი­ე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის წვე­უ­ლე­ბე­ბი ფერ­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. Brooklyn Grange-ის მი­ზა­ნია გემ­რი­ე­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა.

სა­ხუ­რა­ვის ფერ­მე­ბი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მიერ, ინ­ჟინ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლებ­მაც უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნეს. ორი­ვე სა­ხუ­რავ­ში შექ­მნი­ლია სქე­ლი, ძლი­ე­რი ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბის­გან, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლია გამ­ძლე­ო­ბა­ში. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დრე­ნა­ჟის სის­ტე­მა, რომ წყა­ლი გა­ე­დი­ნე­ბო­დეს, რო­გორც მორ­წყვის, ასე­ვე ნა­ლე­ქის დროს.

ყვე­ლა­ზე მე­ტად Brooklyn Grange-ის მომ­ხმა­რებ­ლებს უყ­ვართ არო­მა­ტუ­ლი ფოთ­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ცია - წი­წა­კა, სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი, რუ­კო­ლა... ფერ­მა­ში პო­მიდვ­რის 40 სა­ხე­ო­ბაა, სა­ხუ­რავ­ზე ხა­რობს: კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო, ლო­ბიო, ბად­რი­ჯა­ნი, მწვა­ნი­ლი და მრა­ვა­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბოსტნე­უ­ლი.

ნინო წი­ფუ­რია

AMBEBI.GE

ფერმა ცათამბჯენის სახურავზე - ამერიკელი ჟურნალისტის ბიზნესი ნიუ-იორკში

ფერმა ცათამბჯენის სახურავზე - ამერიკელი ჟურნალისტის ბიზნესი ნიუ-იორკში

ანასტასია კოლ პლაკიასი ამერიკელი ჟურნალისტია. 2009 წელს რეპორტაჟის მოსამზადებლად პიცერია "რობერტას" დამფუძნებლებს შეხვდა, შემდგომში პოპულარული პიცერია, მაშინ ფეხს იკიდებდა ბაზარზე. კონკრეტულმა რეპორტაჟმა ანასტასიას ცხოვრება შეცვალა.

ჟურნალისტი გააოცა დამფუძნებლების შემართებამ, ორგანული პროდუქტებით მოემარაგებინათ რესტორანი და რაც მთავარია პროცესმა, თუ როგორ მოიპოვებდნენ ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს. ისინი დიდ კონტეინერებს ფერმის ფუნქციას უთავსებდნენ და შიგნით ბოსტნეული მოჰყავდათ. ანასტასია იმდენად დაინტერესდა მათი საქმიანობით, რომ გადაწყვიტა დროებით მიეტოვებინა ჟურნალისტიკა და პიცერიის დამფუძნებლებს დახმარებოდა. სწორედ აქედან წამოვიდა უბრანული ფერმის შექმნის იდეა, რომელიც ანასტასიამ თავის ბიზნესპარტნიორ ბენ ფლანერთან ერთად განახორციელა.

Brooklyn Grange ამერიკული კომპანიაა, რომელიც ნიუ-იოკრში რამდენიმე ურბანულ ფერმას ფლობს, მას ყოველდღიურად ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. ფერმები შენობების სახურავებზეა განთავსებული და წელიწადში 22 ტონაზე მეტი ბოსტნეულის მოსავალს იძლევა. გარდა ბოსტნეულისა, კომპანია თაფლსაც აწარმოებს.

Brooklyn Grange 2010 წლიდან არსებობს და ამჟამად ორ დიდ ურბანულ ფერმას ფლობს ბრუკლინში 6 000 კვ.მ და ქუინსში 4 000 კვ.მ. ფერმაში თითქმის ყველა სახის ბოსტნეული მოჰყავთ, რეალიზაცია ადგილობრივ მაღაზიებში ხდება.

იოგას კლასები, ექსკურსიები და სხვადასხვა სახის წვეულებები ფერმის განუყოფელი ნაწილია. Brooklyn Grange-ის მიზანია გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება.

სახურავის ფერმები დაპროექტებულია არქიტექტორების მიერ, ინჟინრების მონაწილეობით, რომლებმაც უსაფრთხოებაზე იზრუნეს. ორივე სახურავში შექმნილია სქელი, ძლიერი ბეტონის ფილებისგან, რომელიც გამოცდილია გამძლეობაში. ასევე გათვალისწინებულია, მაღალტექნოლოგიური დრენაჟის სისტემა, რომ წყალი გაედინებოდეს, როგორც მორწყვის, ასევე ნალექის დროს.

ყველაზე მეტად Brooklyn Grange-ის მომხმარებლებს უყვართ არომატული ფოთლოვანი პროდუქცია - წიწაკა, სალათის ფოთლები, რუკოლა... ფერმაში პომიდვრის 40 სახეობაა, სახურავზე ხარობს: კომბოსტო, სტაფილო, ლობიო, ბადრიჯანი, მწვანილი და მრავალი ეგზოტიკური ბოსტნეული.

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"