სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს პედიატრი
''გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს პედიატრი

ექი­მი-პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვვეყ­ნებს და მშობ­ლებს ჩვილ ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს. პე­დი­ატ­რი წერს, თუ რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ბავ­შვებს სა­ხე­ზე, ხე­ლის მტევ­ნებ­ზე და ცხვირ-ტუ­ჩის მი­და­მო­ში კოც­ნი­ან:

"ძა­ლი­ან გთხოვთ, არ მი­თხრათ შვი­ლი ჩე­მია და რო­გორც მინ­და ისე მო­ვექ­ცე­ვი და რა­საც მინ­და იმას ვუ­ზა­მო. გრძნობთ ალ­ბათ, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ მომ­ხდა­რი ფაქ­ტით, ვე­რა­სო­დეს ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი რო­გორც ადა­მი­ა­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით რო­გორც ექი­მი, როცა ბავ­შვს სა­ხე­ზე და ხე­ლის მტევ­ნებ­ზე (ძი­რი­თა­დად თი­თებს იდე­ბენ და წო­ვენ პა­წუ­კე­ბი) გან­სა­კუთ­რე­ბით კი ცხვირ-ტუ­ჩის მი­და­მო­ში კოც­ნი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

პი­რის ღრუ­ში უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი ბი­ნად­რობს: ვირუ­სე­ბი, სო­კო­ე­ბი, უმარ­ტი­ვე­სე­ბი, ბაქ­ტე­რი­ე­ბი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლია ბაქ­ტე­რი­ე­ბი: ნერ­წყვის ყო­ვე­ლი მი­ლი­ლიტ­რი შე­ი­ცავს 650 მდე სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის 100 მი­ლი­ონ ბაქ­ტე­რი­ას, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი იწ­ვევს პი­რის ღრუს (მათ შო­რის, ორა­ლუ­რი გზით გა­დამ­დე­ბი) და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას... ლორ­წო­ვა­ნის, ლორ­წო­ვან­თან კონ­ტაქ­ტით ვრცელ­დე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზიც, რო­მელ­საც ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სი იწ­ვევს და ხა­სი­ათ­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის მკვეთ­რი დათ­რგუნ­ვით (ხში­რად სვამთ ხოლ­მე კი­თხვებს ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) ნათ­ქვა­მია, ადა­მი­ა­ნი ჯან­მრთე­ლია მა­ნამ, სა­ნამ პი­რის ღრუ და კბი­ლე­ბი ჯან­მრთე­ლი აქ­ვსო... ბაქ­ტე­რი­ის პრე­ზენ­ტა­ცია ორ­გა­ნიზ­მში ცხვი­რის ან პი­რის ღრუ­დან იწყე­ბა ძი­რი­თა­დად, ხოდა გე­კი­თხე­ბით, რას ერ­ჩით თქვე­ნი ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას??? გთხოვთ, არ აკო­ცოთ ბავ­შვებს ცხვირ-ტუჩ­ში და ხე­ლებ­ზე და არც გარ­შე­მომ­ყო­ფებს მის­ცეთ ამის უფ­ლე­ბა! აბა სად ვა­კო­ცო­თო მკი­თხავთ... ტა­კო­ზე აკო­ცეთ, უფრო გემ­რი­ე­ლია", - წერს ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

''გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს პედიატრი

''გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს პედიატრი

ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვვეყნებს და მშობლებს ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციას აძლევს. პედიატრი წერს, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც მშობლები და ახლობლები ბავშვებს სახეზე, ხელის მტევნებზე და ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან:

''ძალიან გთხოვთ, არ მითხრათ შვილი ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი და რასაც მინდა იმას ვუზამო. გრძნობთ ალბათ, რომ გაღიზიანებული და გაკვირვებული ვარ მომხდარი ფაქტით, ვერასოდეს ვერ შევეგუები როგორც ადამიანი და განსაკუთრებით როგორც ექიმი, როცა ბავშვს სახეზე და ხელის მტევნებზე (ძირითადად თითებს იდებენ და წოვენ პაწუკები) განსაკუთრებით კი ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან ახლობლები.

პირის ღრუში უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს: ვირუსები, სოკოები, უმარტივესები, ბაქტერიები, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 650 მდე სხვადასხვა სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს (მათ შორის, ორალური გზით გადამდები) დაავადებების განვითარებას... ლორწოვანის, ლორწოვანთან კონტაქტით ვრცელდება ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს და ხასიათდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვით (ხშირად სვამთ ხოლმე კითხვებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით) ნათქვამია, ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ პირის ღრუ და კბილები ჯანმრთელი აქვსო... ბაქტერიის პრეზენტაცია ორგანიზმში ცხვირის ან პირის ღრუდან იწყება ძირითადად, ხოდა გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას??? გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება! აბა სად ვაკოცოთო მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ, უფრო გემრიელია'', - წერს ინგა მამუჩიშვილი.

რა ფოტოთი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

"საქართველოში კეთილი ადამიანები არიან... არ მინდა ირანში დაბრუნება" - რა ვიდეოს აქვეყნებს მამაკაცი, რომელიც კორონავირუსმა ვარსკვლავად აქცია