პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"
ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"

ბა­თუ­მე­ლი გო­გო­ნას - სოფო აბა­იშ­ვი­ლის ის­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სო და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. გო­გო­ნა, რო­მელ­მაც 100 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი და­იკ­ლო, ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე რთულ და ემო­ცი­ურ პრო­ცეს­ზე გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს.

"ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი, უჭ­მე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, წო­ნა­ში მა­ტე­ბა 13 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე. გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში მო­ვი­მა­ტე და თან­და­თან 185 კი­ლოგ­რამს მი­ვაღ­წიე. გე­ნე­ტი­კა­ში მა­მის მხრი­დან ბიძა მყავ­და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და ვფიქ­რობ, ამი­ტომ შე­მექ­მნა მეც წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა" - გვიყ­ვე­ბა სოფო.

- რო­დის და­ი­წყე წო­ნას­თან ბრძო­ლა?

- 24 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან მი­ვე­დი. და­ვი­წყე სა­ა­თობ­რი­ვი კვე­ბა, ავიკ­რძა­ლე ტკბი­ლე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი. 20-30 კი­ლოგ­რამს პე­რი­ო­დუ­ლად სულ ვიკ­ლებ­დი ხოლ­მე, მაგ­რამ მერე ვი­მა­ტებ­დი. ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან მის­ვლის შემ­დეგ და­ვი­წყე სწო­რი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით დავ­კავ­დი და ერთ წე­ლი­წად­ში და­ვი­კე­ლი 75 კი­ლოგ­რა­მი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, შემ­დეგ და­ვი­წყე გან­მე­ო­რე­ბით მა­ტე­ბა.

- იყო ეტა­პი შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც და­ნებ­დი წო­ნას­თან ბრძო­ლას?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა ის ფაქ­ტი, რამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბა ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბას, არა­მედ რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ დაკ­ლე­ბულ წო­ნას. სა­ჭი­როა იგი­ვე შე­მარ­თე­ბა და სწო­რი კვე­ბა. მე ალ­ბათ ეს ეტა­პი გა­მე­პა­რა და თან­და­თან მა­ტე­ბა და­ვი­წყე. ნა­მატ­მა 50 კი­ლოგ­რამს გა­და­ა­ჭარ­ბა, 167 კი­ლომ­დე ავე­დი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე გა­მე­კე­თე­ბი­ნა კუ­ჭის ოპე­რა­ცია. ამ­ჟა­მად, მთლი­ა­ნო­ბა­ში 100 კი­ლოგ­რა­მი მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი და გან­ვაგ­რძობ კლე­ბას.

ყვე­ლაფ­რის ჭა­მის უფ­ლე­ბა მაქვს ცოტა რა­ო­დე­ნო­ბით. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ცო­მე­უ­ლი, შე­მეძ­ლო დღე­ში მთლი­ა­ნი ერთი ან ორი პური მე­ჭა­მა.

- მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან ძვე­ლი და ახა­ლი სოფო?

- არა, ბედ­ნი­ე­რე­ბა წო­ნა­ში ყო­ფი­ლა. შე­მეც­ვა­ლა ხა­სი­ა­თი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, დღის გან­რი­გი, უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. პლი­უს 100 კგ სოფო გა­რეთ არ გა­დი­ო­და, ფე­ხით არ და­დი­ო­და, ახლა ვარ უფრო გახ­სნი­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ვარ, იმი­ჯიც შე­ვიც­ვა­ლე.

ყვე­ლა ადა­მი­ანს ვინც ახლა ჭარბ წო­ნას ებ­რძვის ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი, ნე­ბის­ყო­ფით მო­ე­კი­დონ გახ­დო­მის ხან­გრძლივ პრო­ცესს და უყ­ვარ­დეთ სა­კუ­თა­რი თავი. მქო­ნია პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც ნერ­ვე­ბი მღა­ლა­ტობ­და დი­ე­ტის დროს, მაგ­რამ და­ვა­მარ­ცხე, 4 წელი დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ ეს გა­და­მე­ლა­ხა. ბევ­რჯერ შევ­სულ­ვარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, გა­მი­ღია მა­ცი­ვა­რი, შე­მი­ხე­დავს, და­მით­ვა­ლი­ე­რე­ბია, შემ­დეგ და­მი­ხუ­რავს და გა­მოვ­სულ­ვარ.

ბო­ლოს მიმ­ტყუ­ნა ნერ­ვებ­მა და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ოპე­რა­ცია. ისევ ამ კვე­ბის რე­ჟი­მით და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვა­პი­რებ ბოლო 20 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბას, მინ­და 60 კგ ვიყო.

ამ­ჟა­მად წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დღი­სა და კვე­ბის რე­ჟი­მი მაქვს - ვიკ­ვე­ბე­ე­ბი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, ვცდი­ლობ ცხი­მი­ანს, ნიგვზი­ანს და ცო­მე­ულს არ გა­ვე­კა­რო. ვჭამ შო­კო­ლადს, ვსვამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ წყალს, წვე­ნებს, უშაქ­რო ჩაის. დავ­დი­ვარ ფე­ხით, ადრე ორ ნა­ბიჯ­საც არ ვდგამ­დი.

რას ვურ­ჩევ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჭარ­ბი წონა აწუ­ხებს? პირ­ველ რიგ­ში დიდ გამ­ძლე­ო­ბას, იკ­ვე­ბონ სწო­რად, სა­ა­თობ­რი­ვად, ფე­ხით ია­რონ ბევ­რი და და­ლი­ონ ბლო­მად წყა­ლი! ტკბი­ლი, მა­რი­ლი­ა­ნი, ცხი­მი­ა­ნი - აი ამ ჩე­მო­ნათ­ვალ­ზე უარს რომ იტყვით, მა­შინ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი.

ნინო წი­ფუ­რია, AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
2

მეც გავიკეთე სამი თვეა უკვე და -30 კგ მაქვს ჯერ დაკლებული.მეტიც უნდა მქონდეს მაგრამ სამწუხაროდ სითხეს ვერ ვიღებ საერთოდ.წარმატებები ყველას

სოს!
7

კუჭის ოპერაციის გარდა შველა არ არის, მაგრამ ძვირია ოპერაცია, 10000 ლ. ჯდება ყველაფრიანად, ისიც დაფინანსებით.

ავტორი:

ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"

ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"

ბათუმელი გოგონას - სოფო აბაიშვილის ისტორია საინტერესო და დაუჯერებელია. გოგონა, რომელმაც 100 კილოგრამზე მეტი დაიკლო, ჭარბ წონასთან ბრძოლის ყველაზე რთულ და ემოციურ პროცესზე გულახდილად საუბრობს.

"ბავშვობაში ძალიან გამხდარი, უჭმელი ბავშვი ვიყავი, წონაში მატება 13 წლის ასაკიდან დავიწყე. გარდატეხის პერიოდში მოვიმატე და თანდათან 185 კილოგრამს მივაღწიე. გენეტიკაში მამის მხრიდან ბიძა მყავდა ჭარბწონიანი და ვფიქრობ, ამიტომ შემექმნა მეც წონასთან დაკავშირებით პრობლემა" - გვიყვება სოფო.

- როდის დაიწყე წონასთან ბრძოლა?

- 24 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი და ენდოკრინოლოგთან მივედი. დავიწყე საათობრივი კვება, ავიკრძალე ტკბილეული და ცომეული. 20-30 კილოგრამს პერიოდულად სულ ვიკლებდი ხოლმე, მაგრამ მერე ვიმატებდი. ენდოკრინოლოგთან მისვლის შემდეგ დავიწყე სწორი კვება, ფიზიკური აქტივობებით დავკავდი და ერთ წელიწადში დავიკელი 75 კილოგრამი, რომელიც წელიწადნახევარი შევინარჩუნე, შემდეგ დავიწყე განმეორებით მატება.

- იყო ეტაპი შენს ცხოვრებაში, როდესაც დანებდი წონასთან ბრძოლას?

- მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რამდენი დრო დასჭირდება ზედმეტი კილოგრამების დაკლებას, არამედ როგორ შეინარჩუნებ დაკლებულ წონას. საჭიროა იგივე შემართება და სწორი კვება. მე ალბათ ეს ეტაპი გამეპარა და თანდათან მატება დავიწყე. ნამატმა 50 კილოგრამს გადააჭარბა, 167 კილომდე ავედი, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა კუჭის ოპერაცია. ამჟამად, მთლიანობაში 100 კილოგრამი მაქვს დაკლებული და განვაგრძობ კლებას.

ყველაფრის ჭამის უფლება მაქვს ცოტა რაოდენობით. ძალიან მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში მთლიანი ერთი ან ორი პური მეჭამა.

- მხოლოდ ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან ძველი და ახალი სოფო?

- არა, ბედნიერება წონაში ყოფილა. შემეცვალა ხასიათი, შეხედულებები, დღის განრიგი, უფრო თავდაჯერებული გავხდი. პლიუს 100 კგ სოფო გარეთ არ გადიოდა, ფეხით არ დადიოდა, ახლა ვარ უფრო გახსნილი და პოზიტიური ვარ, იმიჯიც შევიცვალე.

ყველა ადამიანს ვინც ახლა ჭარბ წონას ებრძვის ვურჩევდი, იყვნენ თავდაჯერებულები, ნებისყოფით მოეკიდონ გახდომის ხანგრძლივ პროცესს და უყვარდეთ საკუთარი თავი. მქონია პერიოდები, როდესაც ნერვები მღალატობდა დიეტის დროს, მაგრამ დავამარცხე, 4 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გადამელახა. ბევრჯერ შევსულვარ სამზარეულოში, გამიღია მაცივარი, შემიხედავს, დამითვალიერებია, შემდეგ დამიხურავს და გამოვსულვარ.

ბოლოს მიმტყუნა ნერვებმა და ამიტომ გადავწყვიტე ოპერაცია. ისევ ამ კვების რეჟიმით და აქტიური ცხოვრების წესით ვაპირებ ბოლო 20 კილოგრამის დაკლებას, მინდა 60 კგ ვიყო.

ამჟამად წინა წლებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული დღისა და კვების რეჟიმი მაქვს - ვიკვებეები დღეში რამდენჯერმე, ვცდილობ ცხიმიანს, ნიგვზიანს და ცომეულს არ გავეკარო. ვჭამ შოკოლადს, ვსვამ მაქსიმალურად ბევრ წყალს, წვენებს, უშაქრო ჩაის. დავდივარ ფეხით, ადრე ორ ნაბიჯსაც არ ვდგამდი.

რას ვურჩევდი იმ ადამიანებს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს? პირველ რიგში დიდ გამძლეობას, იკვებონ სწორად, საათობრივად, ფეხით იარონ ბევრი და დალიონ ბლომად წყალი! ტკბილი, მარილიანი, ცხიმიანი - აი ამ ჩემონათვალზე უარს რომ იტყვით, მაშინ იქნებით ყველაზე ბედნიერები და ჯანმრთელები.

ნინო წიფურია, AMBEBI.GE