სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის "სახელმწიფო ჰიმნის" მუსიკის 71 წლის ავტორი, პედოფილიის ბრალდებით დააკავეს
აფხაზეთის "სახელმწიფო ჰიმნის" მუსიკის 71 წლის ავტორი, პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცნო­ბი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პო­ზი­ტო­რის, "სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის" მუ­სი­კის ავ­ტო­რის, ვა­ლე­რი ჭკა­დუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ, არას­რულ­წლო­ვან­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა..."

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 თე­ბერ­ვალს სო­ხუმ­ში კი­დევ ერთი პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტი მოხ­და, - ად­გი­ლობ­რივ "პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე" დაყ­რდნო­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ აფხაზ­მა მუ­სი­კოს­მა მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი მუ­სი­კო­სის "ლინ­ჩის წე­სით" გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს.

ჭკა­დუა რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, სა­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრა­სა და სიმ­ღე­რას ას­წავ­ლი­და. მისი დახ­მა­რე­ბით არა­ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­სი­კოს­მა გა­იკ­ვლია გზა ად­გი­ლობ­რი­ვი თუ რუ­სუ­ლი სცე­ნის­კენ... ვი­ნა­ი­დან ის რე­გი­ონ­ში ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სია, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პე­და­გო­გი იყო და მას­თან მოხ­ვედ­რა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ნაც­ნო­ბო­ბი­თა და "ჩა­წყო­ბე­ბი­თაც" ხდე­ბო­და...

ვა­ლე­რი ჭკა­დუ­ამ 1977 წელს თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, 1980 წელს კი, ას­პი­რან­ტუ­რა და­ამ­თავ­რა. 1980-81 წლებ­ში მუ­შა­ობ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სახ­ლის, ფოლკ­ლო­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო და ფოლკ­ლო­რულ უფ­როს მე­თო­დის­ტად... არის 1994 წელს და­არ­სე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის წევ­რი. ასე­ვე, უფრო ად­რე­უ­ლი, 1978 წლი­დან აფხაზ მწე­რალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი; 2008 წლი­დან კი ის დი­მიტ­რი გუ­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის "სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის" ლა­უ­რე­ა­ტია.

ჰიმ­ნის გარ­და, 71 წლის მუ­სი­კო­სი პირ­ვე­ლი აფხა­ზუ­რი ბა­ლე­ტი "რი­წას" მუ­სი­კის ავ­ტო­რია. თუმ­ცა, ბა­ლე­ტი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის არ­ყო­ლის გამო, სო­ხუ­მის სცე­ნა­ზე ვერ და­იდ­გა...

2009 წლის აფხა­ზე­თის "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის" დროს, ის აცხა­დებ­და, რომ "აფხა­ზეთ­მა უკვე აირ­ჩია თა­ვი­სი გზა და თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი... მას აქვს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ჰყავს მე­გო­ბა­რი - დიდი რუ­სე­თი..."

2017 წლის 27 ივ­ნისს, მას 70 წელი შე­უს­რულ­და - ცნო­ბილ მუ­სი­კოსს, სო­ხუმ­ში, საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი იუ­ბი­ლე გა­და­უ­ხა­დეს, რო­მელ­საც აფხა­ზუ­რი და რუ­სუ­ლი მე­დი­ის გარ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" პირ­ვე­ლი პი­რე­ბიც და­ეს­წრნენ... სწო­რედ იმ დღეს, ჭკა­დუ­ას მიერ და­არ­სე­ბუ­ლი სო­ხუ­მის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ნი­ნე­ლი ბჟა­ნია სი­ა­მა­ყით აცხა­დებ­და, რომ ვა­ლე­რი ჭკა­დუ­ამ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­ში მი­ი­ღო...

"მან მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მი­ი­ღო და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აფხა­ზი მუ­სი­კო­სი აღ­ზარ­და. ასო­ბით მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია და მათ­გან ბევ­რს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მსმე­ნე­ლი არც იც­ნობს. ის წერს მუ­სი­კას ბავ­შვე­ბის­თვი­საც," - აცხა­დებ­და ის.

აფხა­ზი მუ­სი­კო­სის და­კა­ვე­ბი­სა და მის წი­ნა­აღ­მდეგ "აღ­ძრულ საქ­მეს", ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მოჰ­ყვა მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა:

"ცნო­ბის­თვის, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, - ასე­თი­ვე ფაქ­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც მოხ­და, თუმ­ცა, მისი გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და წრის დახ­მა­რე­ბით, საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხა - გა­უშ­ვეს, მაგ­რამ იმ პი­რო­ბით, რომ აფხა­ზე­თი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა... მაგ­რამ რა?.. რო­გორც ვნა­ხეთ, - არც არა­ფე­რი. ეტყო­ბა, ახლა ვი­ღაც გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი გა­ა­უ­ბე­დუ­რა. ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ და­ე­სა­ჯათ?.. "

"ჯერ არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა... ხავსს ვე­ჭი­დე­ბი, იქ­ნებ არ ჩა­უ­დე­ნია... იქ­ნებ შეც­დნენ... მე­რამ­დე­ნედ უნდა მოხ­დეს ასე­თი მა­რაზ­მი ქვე­ყა­ნა­ში. დაგ­ვწყევ­ლა ვინ­მემ?.. იმე­დია, საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა... არც კი ვიცი, რა ვთქვა..."

"სირ­ცხვი­ლი. ჰიმ­ნის ავ­ტო­რი პე­დო­ფი­ლია. აწი რო­გორ­ღა მო­ვუს­მი­ნოთ ჰიმნს. ჩვენ, უბ­რა­ლო, გულ­გა­ტე­ხი­ლი ხალ­ხი მა­ინც შეგ­ვიბ­რა­ლეთ... რა­ღაც ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს წმინ­და?.."

"რა გა­სა­მარ­თლე­ბა ხალ­ხო - ეგ­რე­ვე უნდა დახ­ვრი­ტონ, რომ ვი­ღაც სხვა ავად­მყოფ­მაც იგი­ვე არ გა­ა­კე­თოს. გა­მო­იყ­ვა­ნეთ და სა­ხალ­ხოდ დახ­ვრი­ტეთ."

"გუ­შინ სო­ხუმ­ში მხო­ლოდ ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. თქვეს, რომ ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი "ჩა­ფარ­ცხეს". აქ შე­იძ­ლე­ბა ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლო,"- წე­რენ აფხა­ზე­ბი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აფხაზეთის "სახელმწიფო ჰიმნის" მუსიკის 71 წლის ავტორი, პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

აფხაზეთის "სახელმწიფო ჰიმნის" მუსიკის 71 წლის ავტორი, პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ცნობილი ადგილობრივი კომპოზიტორის, "სახელმწიფო ჰიმნის" მუსიკის ავტორის, ვალერი ჭკადუას წინააღმდეგ, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მუხლით "სისხლის სამართლის საქმე აღძრა..."

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 14 თებერვალს სოხუმში კიდევ ერთი პედოფილიის ფაქტი მოხდა, - ადგილობრივ "პროკურატურაზე" დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზმა მუსიკოსმა მუსიკალური სკოლის მოსწავლე არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაზარალებულის ოჯახი მუსიკოსის "ლინჩის წესით" გასამართლებას ითხოვს.

ჭკადუა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური სკოლის დამფუძნებელი იყო, სადაც სკოლის მოსწავლეებს ინსტრუმენტებზე დაკვრასა და სიმღერას ასწავლიდა. მისი დახმარებით არაერთმა ადგილობრივმა მუსიკოსმა გაიკვლია გზა ადგილობრივი თუ რუსული სცენისკენ... ვინაიდან ის რეგიონში ცნობილი მუსიკოსია, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პედაგოგი იყო და მასთან მოხვედრა, ხშირ შემთხვევაში, ნაცნობობითა და "ჩაწყობებითაც" ხდებოდა...

ვალერი ჭკადუამ 1977 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, 1980 წელს კი, ასპირანტურა დაამთავრა. 1980-81 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი სახლის, ფოლკლორის განყოფილების სამეცნიერო და ფოლკლორულ უფროს მეთოდისტად... არის 1994 წელს დაარსებული აფხაზეთის ე.წ. კომპოზიტორთა კავშირის წევრი. ასევე, უფრო ადრეული, 1978 წლიდან აფხაზ მწერალთა ასოციაციის წევრი; 2008 წლიდან კი ის დიმიტრი გულიას სახელობის "სახელმწიფო პრემიის" ლაურეატია.

ჰიმნის გარდა, 71 წლის მუსიკოსი პირველი აფხაზური ბალეტი "რიწას" მუსიკის ავტორია. თუმცა, ბალეტი, შემსრულებლების არყოლის გამო, სოხუმის სცენაზე ვერ დაიდგა...

2009 წლის აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნების" დროს, ის აცხადებდა, რომ "აფხაზეთმა უკვე აირჩია თავისი გზა და თავისი მომავალი... მას აქვს დემოკრატიული პროგრამები და ჰყავს მეგობარი - დიდი რუსეთი..."

2017 წლის 27 ივნისს, მას 70 წელი შეუსრულდა - ცნობილ მუსიკოსს, სოხუმში, საკმაოდ ხმაურიანი იუბილე გადაუხადეს, რომელსაც აფხაზური და რუსული მედიის გარდა, ადგილობრივი "ხელმძღვანელობის" პირველი პირებიც დაესწრნენ... სწორედ იმ დღეს, ჭკადუას მიერ დაარსებული სოხუმის მუსიკალური სკოლის დირექტორი, ნინელი ბჟანია სიამაყით აცხადებდა, რომ ვალერი ჭკადუამ მუსიკალური განათლება თბილისში მიიღო...

"მან მუსიკალური განათლება თბილისის კონსერვატორიაში მიიღო და არაერთი წარმატებული აფხაზი მუსიკოსი აღზარდა. ასობით მუსიკალური ნაწარმოების ავტორია და მათგან ბევრს, სამწუხაროდ, ჩვენი მსმენელი არც იცნობს. ის წერს მუსიკას ბავშვებისთვისაც," - აცხადებდა ის.

აფხაზი მუსიკოსის დაკავებისა და მის წინააღმდეგ "აღძრულ საქმეს", ადგილობრივ სოციალურ ქსელებში მოჰყვა მწვავე გამოხმაურება:

"ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, - ასეთივე ფაქტი რამდენიმე წლის წინაც მოხდა, თუმცა, მისი გავლენიანი ახლობლებისა და წრის დახმარებით, საქმე ჩაიფარცხა - გაუშვეს, მაგრამ იმ პირობით, რომ აფხაზეთი უნდა დაეტოვებინა... მაგრამ რა?.. როგორც ვნახეთ, - არც არაფერი. ეტყობა, ახლა ვიღაც გავლენიანი ოჯახის შვილი გააუბედურა. ეს უნდა მომხდარიყო, რომ დაესაჯათ?.. "

"ჯერ არ დამტკიცებულა... ხავსს ვეჭიდები, იქნებ არ ჩაუდენია... იქნებ შეცდნენ... მერამდენედ უნდა მოხდეს ასეთი მარაზმი ქვეყანაში. დაგვწყევლა ვინმემ?.. იმედია, საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავე დაისჯება... არც კი ვიცი, რა ვთქვა..."

"სირცხვილი. ჰიმნის ავტორი პედოფილია. აწი როგორღა მოვუსმინოთ ჰიმნს. ჩვენ, უბრალო, გულგატეხილი ხალხი მაინც შეგვიბრალეთ... რაღაც ხომ უნდა არსებობდეს წმინდა?.."

"რა გასამართლება ხალხო - ეგრევე უნდა დახვრიტონ, რომ ვიღაც სხვა ავადმყოფმაც იგივე არ გააკეთოს. გამოიყვანეთ და სახალხოდ დახვრიტეთ."

"გუშინ სოხუმში მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდნენ. თქვეს, რომ ეს მეორე შემთხვევაა, მაგრამ პირველი "ჩაფარცხეს". აქ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო,"- წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

სომხური მედია - მთიან ყარაბაღში "ფრანს-პრესის" თანამშრომლებს თავს დაესხნენ

"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა