ამ სტატიაში მშობლებს ცნობილი ნეიროფსიქოლოგის, პროფესორ ანა სემენოვიჩის რჩევებს შევთავაზებთ. ანა ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია და ბავშვთა ნეიროფსიქოლოგიურ კორექციაზე 20-მდე წიგნი აქვს გამოცემული. ასე რომ, მის რჩევებს ნამდვილად შეგვიძლია ვენდოთ.
- როგორც ნეიროფსიქოლოგი, რას ფიქრობთ ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებაზე? მაგალითად იმაზე, 3 წლის ბავშვებს წერა-კითხვას და ანგარიშს რომ ასწავლიან?
- ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს შემიძლია შევადარო 10 წლის ბავშვის სქესობრივ ცხოვრებას. ხომ წარმოუდგენელია? ჰოდა, ზუსტად ასეთივე დაუშვებელი და წარმოუდგენელია 2-3 წლის ბავშვისთვის წერა-კითხვის, თვლისა და ანგარიშის სწავლება. ნაადრევ ასაკში არც ბავშვის ფიზიოლოგია და არც ფსიქოლოგია არ არის მზად მსგავსი ექსცესებისთვის. ასეთი საგანამანათლებლო პროცედურები ნაადრევ ასაკში მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მიგვიყვანს, სხვა შედეგის მიღება ამ შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს იმდენად ცალსახაა, რომ ამისთვის დამამტკიცებელი საბუთების მოძიება საჭირო არც არის. არსებობს ტვინის განვითარების ნეიროფიზიოლოგიური კანონები... განაგრძეთ კითხვა