საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოდო გუგეშაშვილის პირველი ინტერვიუ, სადაც ის თავდამსხმელზე საუბრობს - "სახელი მითხრა ზურა..."
დოდო გუგეშაშვილის პირველი ინტერვიუ, სადაც ის თავდამსხმელზე საუბრობს - "სახელი მითხრა ზურა..."

თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კის, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პირი, რო­მელ­მაც მას და მის შვილს ეს­რო­ლა, გა­ეც­ნო, რო­გორც ვე­ტე­რა­ნი და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

რო­გორც გუ­გე­შაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ველს" გა­ნუ­ცხა­და, ეს ადა­მი­ა­ნი მას გა­ეც­ნო სა­ხე­ლით ზურა და გვა­რი არ უთ­ქვამს. გუ­გე­შაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლი მის სახ­ლში რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და და მომ­ხდა­რის დღეს მისი სტუმ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა არ ყო­ფი­ლა.

"ეს ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­მეც­ნო, რო­გორც ვე­ტე­რა­ნი და მთხო­ვა დახ­მა­რე­ბა რა­ღაც პა­ტა­რა საქ­მე­ზე. მის ვი­ღაც ახ­ლო­ბელს კი­ევ­ში, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში უნდა შე­ე­ძი­ნა ქარ­ვის ნა­კე­თო­ბა და ვი­ნა­ი­დან ომია უკ­რა­ი­ნა­ში, მთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, რომ ჩემს რო­მე­ლი­მე ნაც­ნობს ეს პირი მა­ღა­ზი­ი­დან აე­რო­პორ­ტამ­დე მი­ე­ცი­ლე­ბი­ნა, ნა­ვაჭ­რი ნივ­თე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, სა­უ­ბა­რია თუ არა ე.წ. შავ ბა­ზარ­ზე შე­ძე­ნილ ქარ­ვა­ზე, გუ­გე­შაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ მან არ იცის ე.წ. შავი ბა­ზა­რი უკ­რა­ი­ნა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

"მე არ ვიცი უკ­რა­ი­ნა­ში შავი ბა­ზა­რი, იქ არის მა­ღა­ზი­ე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი, სა­დაც არის ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­წარ­მი, რო­მელ­საც ყი­დი­ან. მე ქარ­ვის ბიზ­ნეს­თან არა­სო­დეს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ეს ქვა არის ძვი­რი, ხა­ტე­ბი იყი­დე­ბა ქარ­ვის და მე მა­გის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­სო­დეს მქო­ნია, რომ ჩემი სახ­სრე­ბით შე­მე­ძი­ნა. ამ ადა­მი­ან­მა და­ა­სა­ხე­ლა ჩემი ორი ახ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ვე­ტე­რან­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და მა­ში­ნაც და მუ­შა­ო­ბენ ახ­ლაც, ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა არა­ფერ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ. ჩვენ ვართ გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი, ვე­ტე­რა­ნე­ბის და რო­დე­საც ვი­ღაც ერ­თმა­ნე­თის სა­ხელს ახ­სე­ნებს, ვცდი­ლობთ სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ. სა­ხე­ლი მი­თხრა ზურა, რაც შე­ე­ხე­ბა გვარს, არ უთ­ქვამს, ან მი­თხრა და არ მახ­სოვს. იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო ტი­პია, რომ არც ვიცი გვა­რი მი­თხრა თუ არა", - გა­ნა­ცხა­და გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკს, დოდო გუ­გე­შაშ­ვილს და მის შვილს 7 თე­ბერ­ვალს, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში თავს და­ესხნენ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან არა­ერ­თი გას­რო­ლის შე­დე­გად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი და­იჭ­რა, ხოლო მისი შვი­ლი, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ნა­ხეთ: ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი: დოდო გუ­გე­შაშ­ვილს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა მი­უ­სამ­ძიმ­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დოდო გუგეშაშვილის პირველი ინტერვიუ, სადაც ის თავდამსხმელზე საუბრობს - "სახელი მითხრა ზურა..."

დოდო გუგეშაშვილის პირველი ინტერვიუ, სადაც ის თავდამსხმელზე საუბრობს - "სახელი მითხრა ზურა..."

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, გაეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება სთხოვა.

როგორც გუგეშაშვილმა ტელეკომპანია "პირველს" განუცხადა, ეს ადამიანი მას გაეცნო სახელით ზურა და გვარი არ უთქვამს. გუგეშაშვილის მტკიცებით, მკვლელი მის სახლში რამდენჯერმე იმყოფებოდა და მომხდარის დღეს მისი სტუმრობა განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა.

"ეს ადამიანი რამდენიმე ხნის წინ გამეცნო, როგორც ვეტერანი და მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე. მის ვიღაც ახლობელს კიევში, ერთ-ერთ მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა და ვინაიდან ომია უკრაინაში, მთხოვა დახმარება, რომ ჩემს რომელიმე ნაცნობს ეს პირი მაღაზიიდან აეროპორტამდე მიეცილებინა, ნავაჭრი ნივთებით", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

კითხვაზე, საუბარია თუ არა ე.წ. შავ ბაზარზე შეძენილ ქარვაზე, გუგეშაშვილმა უპასუხა, რომ მან არ იცის ე.წ. შავი ბაზარი უკრაინაში.

ნახეთ ვიდეო

"მე არ ვიცი უკრაინაში შავი ბაზარი, იქ არის მაღაზიები, გამოფენები, სადაც არის ადგილობრივი ნაწარმი, რომელსაც ყიდიან. მე ქარვის ბიზნესთან არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. რამდენადაც ვიცი, ეს ქვა არის ძვირი, ხატები იყიდება ქარვის და მე მაგის საშუალება არასოდეს მქონია, რომ ჩემი სახსრებით შემეძინა. ამ ადამიანმა დაასახელა ჩემი ორი ახლობელი, რომელიც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა მაშინაც და მუშაობენ ახლაც, ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუმცა არაფერთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ ვართ გარკვეული სოციალური ჯგუფი, მრავალათასიანი, ვეტერანების და როდესაც ვიღაც ერთმანეთის სახელს ახსენებს, ვცდილობთ სხვანაირი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. სახელი მითხრა ზურა, რაც შეეხება გვარს, არ უთქვამს, ან მითხრა და არ მახსოვს. იმდენად უმნიშვნელო ტიპია, რომ არც ვიცი გვარი მითხრა თუ არა", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ნახეთ: ემოციური კადრები: დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუსამძიმრა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ