სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ასი ათასობით ადამიანი უყურებს
ვინ არის ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ასი ათასობით ადამიანი უყურებს

21 წლის გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მის სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათი ათა­სო­ბით ნახ­ვა აქვს. რო­გორც ამ­ბობს, პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც ის ასა­ხი­ე­რებს მის მიერ არის შექ­მნი­ლი და კონ­კრე­ტულს არა­ვის "აშარ­ჟებს". ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ამ­ჟა­მად ბარ­სე­ლო­ნა­ში ცხოვ­რობს. მის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს სიმ­ღე­რას და მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც სწო­რედ სიმ­ღე­რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

გი­ორ­გის AMBEBI.GE ბარ­სე­ლო­ნა­ში და­უ­კავ­შირ­და:

- ბავ­შვო­ბი­დან ვცდი­ლობ­დი, რომ ყვე­ლა პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე და­მე­ყე­ნე­ბი­ნა. წარ­მო­შო­ბით ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ რუ­ი­სი­დან ვარ, იქ და­ვამ­თავ­რე სკო­ლა და შემ­დეგ თბი­ლის­ში კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სიმ­ღე­რა­ზე არ მივ­ლია, ყო­ველ­თვის ჩე­მით ვმღე­რო­დი. სიმ­ღე­რას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს. ამ­ჟა­მად ბარ­სე­ლო­ნა­ში ვცხოვ­რობ... ყო­ველ­თვის მინ­დო­და აქ წა­მოს­ვლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი. ძა­ლი­ან მინ­და, რომ აქ რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ გა­და­ცე­მა­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" შენი ვი­დე­ო­ე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელს იპყრობ... რო­დის გაჩ­ნდა ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბის იდეა?

- ჩემი ვი­დო­ე­ბის ის­ტო­რია დუ­ე­ტე­ბით იწყე­ბა. ეს გახ­ლავთ ვი­დე­ო­აპ­ლი­კა­ცია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­სურ­ველ მომ­ღე­რალ­თან "დუ­ეტს" წერ. მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად მი­ი­ღო "დუ­ე­ტის" ვი­დე­ო­ე­ბი, მო­მინ­და რომ მათ­თვის უფრო მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ო­ებ­ში კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს არ ვა­სა­ხი­ე­რებ, ყვე­ლა ჩემს მიერ გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბია. და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვეა, რაც ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ვხე­დავ, რომ ხალ­ხს მო­წონს და შე­სა­ბა­მი­სად, ვცდი­ლობ, ჩემს მა­ყუ­რე­ბელს იმე­დე­ბი არ გა­ვუც­რუო. ვეც­დე­ბი, მო­მა­ვალ­ში კი­დევ უკე­თე­სიც შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. სხვა­თა­შო­რის თა­ვი­დან, სა­ნამ ვი­დე­ო­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და, ჩემს მე­გობ­რებს და ოჯა­ხის წევ­რებს ვაჩ­ვე­ნებ­დი, ისი­ნი გვერ­დში და­მიდ­გნენ, ძა­ლი­ან იხა­ლი­სეს და მირ­ჩი­ეს, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს ვი­დე­ო­ებს ხში­რად მამა მი­ღებ­და.

ნა­ხეთ: "ვა­ლენ­ტი­ნო­ბა" შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გა­რე­შე - გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის ვი­დეო, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტი გა­ა­ხა­ლი­სა

- რო­გორ ფიქ­რობ, რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი შენი ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა? "ფე­ის­ბუქ­ზე" 60 000 გა­მომ­წე­რი გყავს...

- ვერ გე­ტყვით. ალ­ბათ იმით, რომ ჩემს ძი­რი­თად ხუმ­რო­ბებ­ში კრი­ტი­კას ვერ ნა­ხავთ, უფრო პო­ზი­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თის მა­ტა­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­ე­ბია. ბევ­რი, ვინც მსგავს ვი­დე­ო­ებს იღებს, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს დას­ცი­ნი­ან. მე, რო­გორც გი­თხა­რით, ჩემს მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი მყავს, რო­მელ­საც მე თვი­თონ ვა­სა­ხი­ე­რებ. თუმ­ცა, ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი და ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. "ფე­ის­ბუქ­ზე" იმ­დე­ნი მე­სი­ჯი და კო­მენ­ტა­რი მომ­დის, წა­კი­თხვა­საც ვერ ვას­წრებ. ვცდი­ლობ, რომ ყვე­ლას გავ­ცე პა­სუ­ხი, უყუ­რა­დღე­ბო ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- რო­მე­ლი­მე იუ­მო­რის­ტულ შო­უ­ში თუ მი­გი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- სულ თა­ვი­დან, ვი­დე­ო­ე­ბი რომ გა­და­ვი­ღე, "ნი­ჭი­ე­რი­დან" და­მი­კავ­შირ­დნენ, "დეს­პა­სი­ტო­ზე" სიმ­ღე­რა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რა­ზეც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი. თუ გა­დავ­წყვეტ­დი იქ სიმ­ღე­რას ვიმ­ღე­რებ­დი იმას, რა­საც მე მინ­დო­და. დად­გმუ­ლი სცე­ნე­ბი ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვი?

- მალე აქ (ბარ­სე­ლო­ნა­ში) და­ი­წყე­ბა "ვო­ი­სი" და ძა­ლი­ან მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვა­სა­ხე­ლო. ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სწო­რედ სიმ­ღე­რას უკავ­შირ­დე­ბა.

თეო ცუც­ქი­რი­ძე

AMBEBI.GE

კ ო მ ბ ლ ე
0

მყუთი რამდენი აქვს უკვე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვინ არის ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ასი ათასობით ადამიანი უყურებს

ვინ არის ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ასი ათასობით ადამიანი უყურებს

21 წლის გიორგი მღებრიშვილს "ფეისბუქის" საზოგადოება კარგად იცნობს. მის სახალისო ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათი ათასობით ნახვა აქვს. როგორც ამბობს, პერსონაჟი, რომელსაც ის ასახიერებს მის მიერ არის შექმნილი და კონკრეტულს არავის "აშარჟებს". ქართველი ახალგაზრდა ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიმღერას და მისი სამომავლო გეგმებიც სწორედ სიმღერასთან არის დაკავშირებული.

გიორგის AMBEBI.GE ბარსელონაში დაუკავშირდა:

- ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ ყველა პოზიტიურ განწყობაზე დამეყენებინა. წარმოშობით ქარელის რაიონის, სოფელ რუისიდან ვარ, იქ დავამთავრე სკოლა და შემდეგ თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა რომ სიმღერაზე არ მივლია, ყოველთვის ჩემით ვმღეროდი. სიმღერას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ამჟამად ბარსელონაში ვცხოვრობ... ყოველთვის მინდოდა აქ წამოსვლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წამოვედი. ძალიან მინდა, რომ აქ რომელიმე მუსიკალურ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა.

- "ფეისბუქზე" შენი ვიდეოები ძალიან პოპულარულია, შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელს იპყრობ... როდის გაჩნდა ვიდეოების გადაღების იდეა?

- ჩემი ვიდოების ისტორია დუეტებით იწყება. ეს გახლავთ ვიდეოაპლიკაცია, რომლის მეშვეობით სასურველ მომღერალთან "დუეტს" წერ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ კარგად მიიღო "დუეტის" ვიდეოები, მომინდა რომ მათთვის უფრო მეტი გამეკეთებინა. სახალისო ვიდეოებში კონკრეტულ ადამიანს არ ვასახიერებ, ყველა ჩემს მიერ გამოგონილი პერსონაჟებია. დაახლოებით 4 თვეა, რაც ვიდეოების გადაღებით ვარ დაკავებული. ვხედავ, რომ ხალხს მოწონს და შესაბამისად, ვცდილობ, ჩემს მაყურებელს იმედები არ გავუცრუო. ვეცდები, მომავალში კიდევ უკეთესიც შემოგთავაზოთ. სხვათაშორის თავიდან, სანამ ვიდეოები პოპულარული გახდებოდა, ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვაჩვენებდი, ისინი გვერდში დამიდგნენ, ძალიან იხალისეს და მირჩიეს, რომ ეს საქმიანობა გამეგრძელებინა. საქართველოში ყოფნის დროს ვიდეოებს ხშირად მამა მიღებდა.

ნახეთ: "ვალენტინობა" შეყვარებულის გარეშე - გიორგი მღებრიშვილის ვიდეო, რომელმაც ქართული ინტერნეტი გაახალისა

- როგორ ფიქრობ, რით არის გამოწვეული შენი ასეთი პოპულარობა? "ფეისბუქზე" 60 000 გამომწერი გყავს...

- ვერ გეტყვით. ალბათ იმით, რომ ჩემს ძირითად ხუმრობებში კრიტიკას ვერ ნახავთ, უფრო პოზიტიური ხასიათის მატარებელი ვიდეოებია. ბევრი, ვინც მსგავს ვიდეოებს იღებს, კონკრეტულ ადამიანებს დასცინიან. მე, როგორც გითხარით, ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟი მყავს, რომელსაც მე თვითონ ვასახიერებ. თუმცა, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. "ფეისბუქზე" იმდენი მესიჯი და კომენტარი მომდის, წაკითხვასაც ვერ ვასწრებ. ვცდილობ, რომ ყველას გავცე პასუხი, უყურადღებო ნამდვილად არ ვარ.

- რომელიმე იუმორისტულ შოუში თუ მიგიღია მონაწილეობა?

- სულ თავიდან, ვიდეოები რომ გადავიღე, "ნიჭიერიდან" დამიკავშირდნენ, "დესპასიტოზე" სიმღერა შემომთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი. თუ გადავწყვეტდი იქ სიმღერას ვიმღერებდი იმას, რასაც მე მინდოდა. დადგმული სცენები ნამდვილად არ მიყვარს.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- მალე აქ (ბარსელონაში) დაიწყება "ვოისი" და ძალიან მინდა, რომ საქართველო ვასახელო. ჩემი სამომავლო გეგმები სწორედ სიმღერას უკავშირდება.

თეო ცუცქირიძე

AMBEBI.GE