ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული ე.წ. "წითელი ცხვირების" საქმის შესწავლა დაასრულა. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, დავაში სისხლის სამართლის დანაშაული არ გამოიკვეთა და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა.
საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ თეონა ბაღდავაძეს დავუკავშირდით. ცნობილი პიარ მენეჯერი ამბობს, რომ ის საგამოძიებო სამსახურისგან სხვა შედეგს არც ელოდა, რადგან სინჯიკაშვილის ბრალდება უსაფუძვლო იყო. ამჟამად კი საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების მოლოდინშია, სადაც სარჩელი აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ რეპუტაციის შელახვის გამო შეიტანა.
"რამდენიმე თვის წინ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, სადაც ვითხოვ, რომ აკა სინჯიკაშვილმა ბოდიში მოიხადოს ჩემი საქმიანი რეპუტაციიის შელახვის გამო და დააბრუნოს უკან ის თანხა, რომელიც მე მას საქველმოქმედო საქმიანობიასათვის გადავეცი. საუბარია 35 ათას ლარზე. სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოც ჩემს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ამბობს ბაღდავაძე.
დავა აკა სინჯიკაშვილსა და თეონა ბაღდავაძეს შორის დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. სინჯიკაშვილმა, რომელიც "ფეისბუქ" საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, პიარ-მენეჯერს სკანდალური ბრალდება წაუყენა. საქმე ეხებოდა საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს და აქციიდან შემოსულ თანხებს. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს კამპაანიიდან შემოსული თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.