პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში

"ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სი კავ­კა­სი­ის გე­ოგ­რა­ფი­ულ რე­გი­ონ­ში წარ­მო­იქ­მნა. აქ შექ­მნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რა. მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის კულ­ტუ­რულ-ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი სივ­რცის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლიც იყო, სა­ი­და­ნაც იღებ­და და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გარ­დაქ­მნი­და კულ­ტუ­რულ მიღ­წე­ვებს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მთე­ლი რიგი ელე­მენ­ტე­ბი კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­ში ვრცელ­დე­ბო­და. მათ შო­რი­საა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ისე­თი სახე რო­გო­რი­ცაა მა­მა­კა­ცის სა­მო­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხის და მის ფარ­გლებს გა­რეთ ჩერ­ქე­ზკის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი," - აღ­ნიშ­ნავს რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი. ამ­ჯე­რად ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის, ჩო­ხის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ.

ჩოხა ქარ­თველ­თა ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სია, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის მი­ხედ­ვით გარ­კვე­უ­ლი სა­ხეს­ხვა­ო­ბე­ბიც აქვს.

ცნო­ბი­ლი, რომ მა­მა­კა­ცის ქარ­თულ სა­მოსს - ჩოხა-ახა­ლუხს, ქარ­თველ­თა გარ­და, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხე­ბიც მო­იხ­მარ­დნენ. ასე რომ, ჩოხა სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი სა­მო­სი­ცაა. ის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში "ჩერ­ქე­ზკის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, რაც იმის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს, რომ თით­ქოს ადი­ღე­ე­ლებ­მა შექ­მნეს და მათი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ეს ელე­მენ­ტი კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­ში, და, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლებ­შიც ადი­ღე­ე­ლე­ბის­გან გავ­რცელ­და.

რო­მე­ლი ეთ­ნო­სის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი ჩოხა, სა­ი­დან გავ­რცელ­და მა­მა­კა­ცის სა­მო­სი - ჩოხა-ახა­ლუ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ი­დან შე­ით­ვი­სეს კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­მა ის, ამა­ზე ბა­ტო­ნი რო­ლან­დი ასე პა­სუ­ხობს:

"ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის სა­მო­სი ოდით­დან­ვე რომ კაბა/ჩოხა იყო, ამას თედო სა­ხო­კი­ას მიერ ჩა­წე­რი­ლი ეს ხალ­ხუ­რი ლექ­სიც ადას­ტუ­რებს: "ათა­სი კაბა ყმა მყავ­და./ყველ­ნი ოქ­როს ღი­ლი­თა; /ვაჭ­მევ­დი დე­დალ ხო­ხობ­სა, /ვას­მევ­დი ბრო­ილს ჭი­ქი­თა. ვინ­ცა შე­მე­ბა, შე­ვე­ბი /ალა­ლი­თა და ჯი­ქი­თა, /აწი თქვენ იცით, მე­ფე­ნო, /ვინც დარ­ჩით ამის იქი­თა"... აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ თა­მარ მე­ფეს კა­ბით შე­მო­სი­ლი ათა­სი ყმა ჰყავ­და. ქარ­თვე­ლე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბიც და ქა­ლე­ბიც, კა­ბით (რა თქმა უნდა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლით) იმო­სე­ბოდ­ნენ, რომ­ლის სიგ­რძე მა­მა­კა­ცებ­ში მუხ­ლე­ბის ქვე­მოთ ყო­ფი­ლა.

მა­მა­კა­ცის კა­ბას/ჩო­ხას (სა­მეგ­რე­ლო­ში "ღარ­თი" ეწო­დე­ბო­და) ღილი არ გა­აჩ­ნდა, შემ­დეგ კი წი­ნი­დან გა­იხ­სნა და ღი­ლე­ბით იკვრე­ბო­და. კა­ბის შიგ­ნით უფრო მოკ­ლე სა­გუ­ლე/ახა­ლუ­ხი სცმი­ათ. მოკ­ლედ კი, ასე შე­იძ­ლე­ბა და­ხა­სი­ათ­დეს: ჩოხა კა­ბის სა­ხის სა­მო­სე­ლია, რომ­ლის სა­ერ­თო ნი­შა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი წელი, გა­ნი­ე­რი ბოლო, მრა­ვალ­კალ­თი­ა­ნო­ბა, ჩახ­სნი­ლი წინა მხა­რე და ნა­ო­ჭე­ბი­ა­ნი კალ­თა. მკერ­დის მი­და­მო­ებ­ში სო­ლი­სე­ბუ­რი ღი­ო­ბი ჰქონ­და, რათა ახა­ლუ­ხი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, კალ­თებ­ზე შეჭ­რი­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ჩაქი, სა­ხე­ლო­ე­ბი მა­ჯი­სა­კენ გა­ნივ­რდე­ბო­და და ხში­რად აწე­ულს ატა­რებ­დნენ.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი ჩო­ხას "მა­ტყლის სა­მო­სელს" უწო­დებს. სა­გუ­ლე რომ იგი­ვე ახა­ლუ­ხია, ესეც სა­ბას ლექ­სი­კო­ნი­დან კარ­გად ჩანს: "სა­გუ­ლე კა­ბის შიგ­ნით საც­ვა­მი". ლექ­სი­კოგ­რაფს კაბა ერთი სი­ტყვით აქვს გან­მარ­ტე­ბუ­ლი და სა­მო­სელს უწო­დებს.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შარ­ვლის შე­მოს­ვლის შემ­დეგ, ტერ­მი­ნი "კაბა" მხო­ლოდ ქა­ლის სა­მო­სელს ეწო­და, ხოლო კა­ცის სა­მო­სელ­ზე ტერ­მი­ნი "ჩოხა" გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც თა­ვი­დან (ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის დრო­საც) რო­გორც შა­ლის ქსო­ვი­ლის, ისე სა­მო­სე­ლის აღმნიშ­ვნე­ლი იყო. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხში­რად ბე­რის სა­მო­სელ­საც ჩოხა ეწო­დე­ბო­და ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექ­ტში ჩოხა კა­ცის ზედა ტან­საც­მელ­საც ეწო­დე­ბო­და ქა­ლის/დი­ა­ცის სა­მოს­საც: "შენ გინ­და ქა­ლის ჩო­ხაი, კარ­გი მან­დი­ლი თავ­ზე­და".

ჩოხა-ახა­ლუხ­ში აგ­რეთ­ვე შე­დი­ო­და: პე­რან­გი, ქვე­და საც­ვა­ლი, ქუდი, სარ­ტყე­ლი და ქა­მარ-ხან­ჯა­ლი. ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის მი­ხედ­ვით, ჩოხა-ახა­ლუხს გან­სხვა­ვე­ბე­ბიც ახა­სი­ა­თებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ვი­სე­ბუ­რი იყო ხევ­სუ­რუ­ლი კოს­ტი­უ­მი ("ტა­ლა­ვა­რი") და გუ­რუ­ლი, აჭა­რუ­ლი და ლა­ზუ­რი "ჩა­ქუ­რა" (გუ­რი­ა­ში ჩა­ქუ­რას "კვერ­ტუ­ა­საც" უწო­დებ­დნენ ).

ჩა­ქუ­რა ქარ­თუ­ლი სა­მო­სის გან­ვი­თა­რე­ბულ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ჩოხა-ახა­ლუ­ხის გან­ვი­თა­რე­ბულ ვერ­სი­ას­თან და შარ­ვლის გა­მოკ­ვე­თი­ლად დამ­კვიდ­რე­ბას­თან. ჩა­ქუ­რას ზე­და­ტა­ნი წელ­ში გა­დაჭ­რი­ლი ჩო­ხაა და წელს ზე­მოთ ჩა­საც­მე­ლი. სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­ხრეთ შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში მუ­ჰა­ჯი­რად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­ქუ­რას ზე­და­ტანს დღე­საც ჩო­ხას უწო­დე­ბენ, ხოლო კოს­ტუ­მის ქვე­და ნა­წილს, "შარ­ვალს" - "ლა­ზუ­რა­ის". ისე­ვე რო­გორც აჭა­რე­ლე­ბი, ძვე­ლი კლარ­ჯე­ლე­ბიც ჩო­ხის შიგ­ნით ჩა­საც­მელს ზუ­ბუ­ნას სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ფა­ნე­ლას შიგ­ნით კი სე­ლის­გან მოქ­სო­ვი­ლი პე­რან­გი ემო­სათ.

ჩო­ხის იმ სა­ხემ, რო­მე­ლიც ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ყო­ფი­თაა ცნო­ბი­ლი, რო­გორც ჩანს, გან­ვი­თა­რე­ბის საკ­მა­ოდ გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა და მისი სა­ბო­ლოო ფორ­მი­რე­ბა გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მოხ­და. ჩოხა-ახა­ლუხს კი სა­ბო­ლოო სახე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბამ შეს­ძი­ნა. ჩო­ხა­ზე მი­კე­რე­ბულ­მა სა­მას­რე­ებ­მა/სა­ქი­ლე­ებ­მა მისი სი­ლა­მა­ზე და მოხ­დე­ნი­ლო­ბა დახ­ვე­წა, ჩო­ხის ჩამცმელს კი მოხ­დე­ნი­ლო­ბას­თან ერ­თად, მეტი ვაჟ­კა­ცუ­რო­ბა შეს­ძი­ნა. მას­რა-ქი­ლე­ბი­ა­ნი ჩოხა კი ზო­გად­კავ­კა­სი­უ­რი ტან­საც­მლის ტი­პია. შე­ნიშ­ნა­ვენ, რომ მისი აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში XVIII სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა".

ბა­ტო­ნი რო­ლან­დის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­სას­ვლელ ჩო­ხებ­თან ერ­თად ჰქონ­დათ სა­ყო­ველ­დღი­უ­რო, სა­მუ­შაო ჩო­ხე­ბიც. სა­ყო­ველ­დღი­უ­რო, სა­მუ­შაო ჩო­ხას ჯი­ბე­ებს უკე­თებ­დნენ. ასე­თი ჩო­ხით, თავ­მომ­წო­ნე კაცი გა­რეთ არ გა­ვი­დო­და, სირ­ცხვი­ლი ყო­ფი­ლა. მარ­ტო ახა­ლუ­ხით სტუ­მარ­თან გა­მო­ჩე­ნაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. მას­თან მას­პინ­ძე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ჩოხა-ახა­ლუ­ხით და ქა­მარ-ხან­ჯლით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი წარ­სდგე­ბო­და.

- სად წარ­მო­იქ­მნა ე.წ. სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი მა­მა­კა­ცის სა­მო­სი, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში "ჩერ­ქე­ზკის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი: ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში - ჩერ­ქე­ზეთ­ში თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში? და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ სა­მო­სის ასე სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა?

- "ჩერ­ქე­ზკა" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ყა­ბარ­დო­ე­ლებ­ში, ჩერ­ქე­ზებ­სა და ადი­ღე­ე­ლებ­ში. შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ ადი­ღე­ელ­თა ქვე­და ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, "ჩერ­ქე­ზკით" მხო­ლოდ სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ იმო­სე­ბოდ­ნენ. ამა­ვე დროს, ზე­და­ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სა­მო­სი ფე­რი­თაც გან­სხვავ­დე­ბო­და - ძი­რი­თა­დად თეთ­რი იყო. პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მო­სი ყარ­ა­ჩა­ელ­თა და ოსთა შო­რი­საც.

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის სა­მო­სი მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად შე­ის­წავ­ლა ე. სტუ­დე­ნეც­კა­ი­ამ, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხს ეხე­ბა: ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­შიც ჩოხა-ახა­ლუ­ხის/ჩერ­ქე­ზკის ზედა ნა­წი­ლი ტან­ზე მჭიდ­როდ იყო მომ­ჯდა­რი და წელს ქვე­მოთ სი­ლუ­ე­ტი თან­და­თა­ნო­ბით ფარ­თოვ­დე­ბა. "ჩერ­ქე­ზკას" სა­ყე­ლოს გა­რე­შე კე­რავ­დნენ. ის მკერ­დის არე­ში გუ­ლა­მოჭ­რი­ლი იყო, რომ­ლის ორი­ვე მხა­რე­ზე სა­მას­რე­ე­ბი ჰქონ­და მი­კე­რე­ბუ­ლი. ეს ხაზს უს­ვამს, რომ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ჩერ­ქე­ზუ­ლი სა­მო­სი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და უკვე აღ­წე­რი­ლი ჩო­ხის­გან. იმ­დრო­ინ­დე­ლი სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით ე.წ. "ჩერ­ქე­ზკა" უფრო თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ზოგ­ჯერ ტო­მა­რი­სე­ბუ­რი ტან­საც­მლის სა­ხის იყო. მისი სიგ­რძე მუხ­ლე­ბამ­დე ან თე­ძოს ნა­ხევ­რამ­დე ჩა­დი­ო­და. მკერ­დი ძა­ლი­ან ამოჭ­რი­ლი არ ჰქონ­და, რო­გორც გვი­ან­დელ, XIX სა­უ­კუ­ნის "ჩერ­ქე­ზ­კებს". მკერ­დზე მი­კე­რე­ბუ­ლი სა­მას­რე­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად არ გა­აჩ­ნდა, ის გვი­ან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად მას­რებს ტყა­ვის ჩან­თე­ბით ატა­რებ­დნენ, რო­მე­ლიც მხარ­ზე ან ქა­მარ­ზე ჰქონ­დათ მი­მაგ­რე­ბუ­ლი.

სტუ­დე­ნეც­კა­ია აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მიერ აღ­წე­რილ სა­მოსს მხო­ლოდ პი­რო­ბი­თად უწო­დებს "ჩერ­ქე­ზკას". რომ ოსე­თის სო­ფელ დარ­გავ­სის და ბალ­ყა­რე­თის მი­წის­ზე­და აკ­ლდა­მებ­ში ნა­პოვნ "ჩერ­ქე­ზ­კებს" სა­მას­რე­ე­ბი არ ჰქონ­და. ასე­თი სა­მო­სი, რო­მელ­საც სა­მუ­შა­ოდ მი­იჩ­ნე­ვენ და გა­ნას­ხვა­ვებ­დნენ სა­დღე­სას­წა­უ­ლოს­გან, გვხვდე­ბო­და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე.

ამ­გვა­რად, სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი სა­მო­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში "ჩერ­ქეს­კის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, თა­ვი­სი კლა­სი­კუ­რი ფორ­მით ადი­ღე-ჩერ­ქეზ-ყა­ბარ­დო­ე­ლებ­სა და სხვა კავ­კა­სი­ელ მთი­ე­ლებ­ში გვი­ან ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სა­მოსს კი "ჩერ­ქე­ზკა" იმი­ტომ ეწო­დე­ბა, რომ ეს ე.წ. სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი სა­მო­სი პირ­ვე­ლად რუ­სებ­მა ჩერ­ქე­ზე­ბის ტან­ზე ნა­ხეს.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩოხა-ახა­ლუ­ხი/"ჩერ­ქე­ზკა" მა­მა­კა­ცის ქარ­თუ­ლი სა­მო­სის/კა­ბის/ჩო­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად რო­მაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ეს შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ფრეს­კე­ბი­და­ნაც ჩან­სო. ამ სა­კი­თხსაც შე­ვე­ხოთ.

- დიახ, ასე და ფრეს­კებ­ზე ამ სა­მო­სით ტაძ­რის ქტი­ტო­რე­ბი არი­ან გა­მო­ხა­ტუ­ლი. ისი­ნი სა­ე­რო პი­რე­ბი იყ­ვნენ და თა­ნაც ზედა ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხი თავ­და­პირ­ვე­ლად ფე­ო­და­ლუ­რი ზედა ფე­ნის სა­მო­სი იყო. სა­მარ­თლი­ა­ნა­დაა შე­ნიშ­ნუ­ლი, რომ წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი მოკ­ლე კაბა ქარ­თველ უფ­ლის­წულ­თა და დი­დე­ბულ­თა ტრა­დი­ცი­ულ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სამ­ხედ­რო შე­სა­მო­სელს წარ­მო­ად­გენ­და. მა­მა­კა­ცი ასე­თი წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი მოკ­ლე კა­ბით, რო­მე­ლიც წვი­ვე­ბამ­დე წვდე­ბა, გა­მო­ხა­ტუ­ლია სვა­ნეთ­ში, იე­ნა­შის ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზე. ის XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.

- ე.ი. XVII სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს ძი­რი­თა­დად მუხ­ლე­ბამ­დე კაბა ეც­ვათ.

- კი და მათი უმე­ტე­სო­ბა წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლია და ზედა ნა­წი­ლი ღილ­კი­ლო­ე­ბით არის შეკ­რუ­ლი. ასე რომ, XVII სა­უ­კუ­ნე­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხი თა­ვი­სი სა­მას­რე­ე­ბით ჯერ კი­დევ არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ყვე­ლა მო­საზ­რე­ბის შე­ჯე­რე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი ჩოხა/"ჩერ­ქეს­კა" სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი. ქარ­თველ­თა­გან კი ის, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის შე­დე­გად, გავ­რცელ­და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­ში.

მა­მა­კა­ცის ქარ­თულ­მა კა­ბამ/ჩო­ხამ სა­ბო­ლოო სახე მი­ი­ღო მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ფარ­თოდ გავ­რცელ­და და მას სა­მას­რე­ე­ბი მი­ე­კე­რა.

მა­მა­კა­ცის ქარ­თუ­ლი სა­მო­სის - ჩოხა-ახა­ლუ­ხის - სა­ბო­ლოო ფორ­მი­რე­ბა უშუ­ა­ლოდ ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის - თო­ფის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გავ­რცელ­და. XVI სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შიდა ქარ­თლის ციხე-სი­მაგ­რე­ებს სა­თო­ფუ­რე­ბი აქვს. XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თველ­თა ლაშ­ქრის 38% თო­ფე­ბით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა გვქონ­და XVII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ქარ­თლში. "XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კა­ჟი­ა­ნი თოფი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მზად­დე­ბო­და".

ჩნდე­ბა კი­თხვა - რა­ტომ გავ­რცელ­და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­ში სწრა­ფად ჩოხა-ახა­ლუ­ხი და რა­ტომ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რომ­ლის რუ­სულ­მა სა­ხელ­წო­დე­ბამ ("ჩერ­ქე­ზკა") მკვლე­ვარ­ნი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და ჩერ­ქე­ზუ­ლი/ადი­ღე­უ­რი კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს?

იმის გამო, რომ ჩოხა-ახა­ლუ­ხი, თა­ვი­სი სა­მას­რე­ე­ბით, მებ­რძო­ლი­სათ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­მო­სი იყო. ხოლო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი კი ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ თა­რე­შე­ბით, ახლო თუ შო­რე­ულ მე­ზობ­ლებ­ზე თავ­დას­ხმე­ბით; მათი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მე­ომ­რო­ბა იყო. ადი­ღე­ელ­თათ­ვის (ზე­და­ფე­ნის მე­თა­უ­რო­ბით) ლაშ­ქრო­ბა და ომი ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­ლდათ.

ჩოხა-ახა­ლუ­ხის უტი­ლი­ტა­რუ­ლი ფუნ­ქცია იმ დრო­ის­თვის უდა­ვო იყო, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­დან მისი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში და ჩრდი­ლო­ეთ­კავ­კა­სი­ელ­თა­გან კა­ზაკ­თა შო­რის გავ­რცე­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­იც­ვა­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სა­მას­რემ პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გა, თუმ­ცა ის ჩოხა-ახა­ლუხს მა­ინც შერ­ჩა რო­გორც მორ­თუ­ლო­ბის ატ­რი­ბუ­ტად და მა­მა­კა­ცო­ბის, ვაჟ­კა­ცო­ბის სიმ­ბო­ლოდ.

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია დარახველიძე
1

ეჭვიც არ მეპარება ქართული ჩოხა ახალციხის გავრცელება მოხდა საქართველოდან,როგორც ქართული ცეკვების. თუმც,ისეთი მოხდენილიბით, ვერც ცეკვები და ვერც ჩოხა-ახსლუხის ტარება ვერ უხერხდებათ.

მანანა
0

ახლა ძალიან არის გავრცელებული ქალის კაბებზე სამასრეების მიკერება. ხშირად პატარძლებიც ასეთ კაბებში არიან გამოწყობილი. რა არის ეს, რა ტრადიციაა, რამდენად არის მისაღები და მოსაწონი? ამაზე არავინ არაფერს ამბობს.

ავტორი:

რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში

რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში

"ქართული ეთნოსი კავკასიის გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიქმნა. აქ შექმნა მრავალფეროვანი და ორიგინალური ეთნიკური კულტურა. მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის განუყოფელი ნაწილიც იყო, საიდანაც იღებდა და შემოქმედებითად გარდაქმნიდა კულტურულ მიღწევებს, ქართული კულტურის მთელი რიგი ელემენტები კავკასიის სხვა ხალხებში ვრცელდებოდა. მათ შორისაა მატერიალური კულტურის ისეთი სახე როგორიცაა მამაკაცის სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხის და მის ფარგლებს გარეთ ჩერქეზკის სახელითაა ცნობილი," - აღნიშნავს როლანდ თოფჩიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ამჯერად ქართული ეროვნული სამოსის, ჩოხის შესახებ ვისაუბრებთ.

ჩოხა ქართველთა ეროვნული სამოსია, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით გარკვეული სახესხვაობებიც აქვს.

ცნობილი, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს - ჩოხა-ახალუხს, ქართველთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. ის სამეცნიერო ლიტერატურაში "ჩერქეზკის" სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციას იწვევს, რომ თითქოს ადიღეელებმა შექმნეს და მათი მატერიალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში, და, მათ შორის, ქართველებშიც ადიღეელებისგან გავრცელდა.

რომელი ეთნოსის მიერაა შექმნილი ჩოხა, საიდან გავრცელდა მამაკაცის სამოსი - ჩოხა-ახალუხი საქართველოში და საიდან შეითვისეს კავკასიის სხვა ხალხებმა ის, ამაზე ბატონი როლანდი ასე პასუხობს:

"ქართველი მამაკაცის სამოსი ოდითდანვე რომ კაბა/ჩოხა იყო, ამას თედო სახოკიას მიერ ჩაწერილი ეს ხალხური ლექსიც ადასტურებს: "ათასი კაბა ყმა მყავდა./ყველნი ოქროს ღილითა; /ვაჭმევდი დედალ ხოხობსა, /ვასმევდი ბროილს ჭიქითა. ვინცა შემება, შევები /ალალითა და ჯიქითა, /აწი თქვენ იცით, მეფენო, /ვინც დარჩით ამის იქითა"... აქ საუბარია იმაზე, რომ თამარ მეფეს კაბით შემოსილი ათასი ყმა ჰყავდა. ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კაბით (რა თქმა უნდა, განსხვავებულით) იმოსებოდნენ, რომლის სიგრძე მამაკაცებში მუხლების ქვემოთ ყოფილა.

მამაკაცის კაბას/ჩოხას (სამეგრელოში "ღართი" ეწოდებოდა) ღილი არ გააჩნდა, შემდეგ კი წინიდან გაიხსნა და ღილებით იკვრებოდა. კაბის შიგნით უფრო მოკლე საგულე/ახალუხი სცმიათ. მოკლედ კი, ასე შეიძლება დახასიათდეს: ჩოხა კაბის სახის სამოსელია, რომლის საერთო ნიშანია გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭებიანი კალთა. მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად აწეულს ატარებდნენ.

სულხან-საბა ორბელიანი ჩოხას "მატყლის სამოსელს" უწოდებს. საგულე რომ იგივე ახალუხია, ესეც საბას ლექსიკონიდან კარგად ჩანს: "საგულე კაბის შიგნით საცვამი". ლექსიკოგრაფს კაბა ერთი სიტყვით აქვს განმარტებული და სამოსელს უწოდებს.

დროთა განმავლობაში, შარვლის შემოსვლის შემდეგ, ტერმინი "კაბა" მხოლოდ ქალის სამოსელს ეწოდა, ხოლო კაცის სამოსელზე ტერმინი "ჩოხა" გავრცელდა, რომელიც თავიდან (ვახუშტი ბაგრატიონის დროსაც) როგორც შალის ქსოვილის, ისე სამოსელის აღმნიშვნელი იყო. შუა საუკუნეებში ხშირად ბერის სამოსელსაც ჩოხა ეწოდებოდა ხევსურულ დიალექტში ჩოხა კაცის ზედა ტანსაცმელსაც ეწოდებოდა ქალის/დიაცის სამოსსაც: "შენ გინდა ქალის ჩოხაი, კარგი მანდილი თავზედა".

ჩოხა-ახალუხში აგრეთვე შედიოდა: პერანგი, ქვედა საცვალი, ქუდი, სარტყელი და ქამარ-ხანჯალი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით, ჩოხა-ახალუხს განსხვავებებიც ახასიათებდა. განსაკუთრებით თავისებური იყო ხევსურული კოსტიუმი ("ტალავარი") და გურული, აჭარული და ლაზური "ჩაქურა" (გურიაში ჩაქურას "კვერტუასაც" უწოდებდნენ ).

ჩაქურა ქართული სამოსის განვითარებულ ვარიანტს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩოხა-ახალუხის განვითარებულ ვერსიასთან და შარვლის გამოკვეთილად დამკვიდრებასთან. ჩაქურას ზედატანი წელში გადაჭრილი ჩოხაა და წელს ზემოთ ჩასაცმელი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან სამხრეთ შავიზღვისპირეთში მუჰაჯირად წასული ქართველები ჩაქურას ზედატანს დღესაც ჩოხას უწოდებენ, ხოლო კოსტუმის ქვედა ნაწილს, "შარვალს" - "ლაზურაის". ისევე როგორც აჭარელები, ძველი კლარჯელებიც ჩოხის შიგნით ჩასაცმელს ზუბუნას სახელით მოიხსენიებენ. ფანელას შიგნით კი სელისგან მოქსოვილი პერანგი ემოსათ.

ჩოხის იმ სახემ, რომელიც ეთნოგრაფიული ყოფითაა ცნობილი, როგორც ჩანს, განვითარების საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და მისი საბოლოო ფორმირება გვიან შუა საუკუნეებში მოხდა. ჩოხა-ახალუხს კი საბოლოო სახე ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებამ შესძინა. ჩოხაზე მიკერებულმა სამასრეებმა/საქილეებმა მისი სილამაზე და მოხდენილობა დახვეწა, ჩოხის ჩამცმელს კი მოხდენილობასთან ერთად, მეტი ვაჟკაცურობა შესძინა. მასრა-ქილებიანი ჩოხა კი ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია. შენიშნავენ, რომ მისი აქტიური გამოყენება საქართველოში XVIII საუკუნიდან იწყება".

ბატონი როლანდის თქმით, საქართველოში ჩვეულებრივ გამოსასვლელ ჩოხებთან ერთად ჰქონდათ საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხებიც. საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხას ჯიბეებს უკეთებდნენ. ასეთი ჩოხით, თავმომწონე კაცი გარეთ არ გავიდოდა, სირცხვილი ყოფილა. მარტო ახალუხით სტუმართან გამოჩენაც არ შეიძლებოდა. მასთან მასპინძელი აუცილებლად ჩოხა-ახალუხით და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული წარსდგებოდა.

- სად წარმოიქმნა ე.წ. საერთო კავკასიური მამაკაცის სამოსი, რომელიც ლიტერატურაში "ჩერქეზკის" სახელითაა ცნობილი: ჩრდილოეთ კავკასიაში - ჩერქეზეთში თუ საქართველოში? და რამ განაპირობა ამ სამოსის ასე სწრაფად გავრცელება?

- "ჩერქეზკა" გავრცელებული იყო ყაბარდოელებში, ჩერქეზებსა და ადიღეელებში. შენიშნულია, რომ ადიღეელთა ქვედა ფენის წარმომადგენლები, ისევე როგორც ქართველები, "ჩერქეზკით" მხოლოდ სადღესასწაულოდ იმოსებოდნენ. ამავე დროს, ზედაფენის წარმომადგენელთა სამოსი ფერითაც განსხვავდებოდა - ძირითადად თეთრი იყო. პოპულარული იყო აღნიშნული სამოსი ყარაჩაელთა და ოსთა შორისაც.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების სამოსი მონოგრაფიულად შეისწავლა ე. სტუდენეცკაიამ, რომელიც ჩვენთვის საინტერესო საკითხს ეხება: ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებშიც ჩოხა-ახალუხის/ჩერქეზკის ზედა ნაწილი ტანზე მჭიდროდ იყო მომჯდარი და წელს ქვემოთ სილუეტი თანდათანობით ფართოვდება. "ჩერქეზკას" საყელოს გარეშე კერავდნენ. ის მკერდის არეში გულამოჭრილი იყო, რომლის ორივე მხარეზე სამასრეები ჰქონდა მიკერებული. ეს ხაზს უსვამს, რომ XVIII საუკუნეში ჩერქეზული სამოსი ძალიან განსხვავდებოდა უკვე აღწერილი ჩოხისგან. იმდროინდელი სურათების მიხედვით ე.წ. "ჩერქეზკა" უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა და ზოგჯერ ტომარისებური ტანსაცმლის სახის იყო. მისი სიგრძე მუხლებამდე ან თეძოს ნახევრამდე ჩადიოდა. მკერდი ძალიან ამოჭრილი არ ჰქონდა, როგორც გვიანდელ, XIX საუკუნის "ჩერქეზკებს". მკერდზე მიკერებული სამასრეები თავდაპირველად არ გააჩნდა, ის გვიან, ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების შემდეგ გაჩნდა. თავდაპირველად მასრებს ტყავის ჩანთებით ატარებდნენ, რომელიც მხარზე ან ქამარზე ჰქონდათ მიმაგრებული.

სტუდენეცკაია აღნიშნავს, რომ მის მიერ აღწერილ სამოსს მხოლოდ პირობითად უწოდებს "ჩერქეზკას". რომ ოსეთის სოფელ დარგავსის და ბალყარეთის მიწისზედა აკლდამებში ნაპოვნ "ჩერქეზკებს" სამასრეები არ ჰქონდა. ასეთი სამოსი, რომელსაც სამუშაოდ მიიჩნევენ და განასხვავებდნენ სადღესასწაულოსგან, გვხვდებოდა XX საუკუნის დასაწყისამდე.

ამგვარად, საერთო კავკასიური სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხისა და ჩრდილოეთ კავკასიაში "ჩერქესკის" სახელითაა ცნობილი, თავისი კლასიკური ფორმით ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებსა და სხვა კავკასიელ მთიელებში გვიან ჩამოყალიბდა, სამოსს კი "ჩერქეზკა" იმიტომ ეწოდება, რომ ეს ე.წ. საერთო კავკასიური სამოსი პირველად რუსებმა ჩერქეზების ტანზე ნახეს.

- როგორც ამბობენ, ჩოხა-ახალუხი/"ჩერქეზკა" მამაკაცის ქართული სამოსის/კაბის/ჩოხის განვითარების შედეგად რომაა ჩამოყალიბებული, ეს შუასაუკუნეების ქართული საეკლესიო ფრესკებიდანაც ჩანსო. ამ საკითხსაც შევეხოთ.

- დიახ, ასე და ფრესკებზე ამ სამოსით ტაძრის ქტიტორები არიან გამოხატული. ისინი საერო პირები იყვნენ და თანაც ზედა ფენის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ საქართველოში ჩოხა-ახალუხი თავდაპირველად ფეოდალური ზედა ფენის სამოსი იყო. სამართლიანადაა შენიშნული, რომ წელში გამოყვანილი მოკლე კაბა ქართველ უფლისწულთა და დიდებულთა ტრადიციულ, სადღესასწაულო სამხედრო შესამოსელს წარმოადგენდა. მამაკაცი ასეთი წელში გამოყვანილი მოკლე კაბით, რომელიც წვივებამდე წვდება, გამოხატულია სვანეთში, იენაშის ეკლესიის კედელზე. ის XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.

- ე.ი. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქართველ მამაკაცებს ძირითადად მუხლებამდე კაბა ეცვათ.

- კი და მათი უმეტესობა წელში გამოყვანილია და ზედა ნაწილი ღილკილოებით არის შეკრული. ასე რომ, XVII საუკუნეში ჩოხა-ახალუხი თავისი სამასრეებით ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. ყველა მოსაზრების შეჯერებით დასტურდება, რომ საერთო კავკასიური ჩოხა/"ჩერქესკა" საქართველოში და ქართველი ხალხის მიერაა შექმნილი. ქართველთაგან კი ის, კულტურულ-ისტორიული კონტაქტების შედეგად, გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში.

მამაკაცის ქართულმა კაბამ/ჩოხამ საბოლოო სახე მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ფართოდ გავრცელდა და მას სამასრეები მიეკერა.

მამაკაცის ქართული სამოსის - ჩოხა-ახალუხის - საბოლოო ფორმირება უშუალოდ ლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის - თოფის ფართოდ გავრცელებამ განაპირობა. საქართველოში XV-XVI საუკუნეებში გავრცელდა. XVI საუკუნის მეორე ნახევარში შიდა ქართლის ციხე-სიმაგრეებს სათოფურები აქვს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართველთა ლაშქრის 38% თოფებით იყო შეიარაღებული. ანალოგიური ვითარება გვქონდა XVII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლში. "XVII-XVIII საუკუნეებიდან მოყოლებული კაჟიანი თოფი საქართველოშიც მზადდებოდა".

ჩნდება კითხვა - რატომ გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში სწრაფად ჩოხა-ახალუხი და რატომ გახდა პოპულარული, რომლის რუსულმა სახელწოდებამ ("ჩერქეზკა") მკვლევარნი შეცდომაში შეიყვანა და ჩერქეზული/ადიღეური კულტურის შემადგენელ ნაწილად გამოაცხადეს?

იმის გამო, რომ ჩოხა-ახალუხი, თავისი სამასრეებით, მებრძოლისათვის მოსახერხებელი სამოსი იყო. ხოლო ჩრდილოეთ კავკასიელი მამაკაცები კი ძირითადად დაკავებულნი იყვნენ თარეშებით, ახლო თუ შორეულ მეზობლებზე თავდასხმებით; მათი მთავარი საქმიანობა მეომრობა იყო. ადიღეელთათვის (ზედაფენის მეთაურობით) ლაშქრობა და ომი ძირითად საქმიანობა გახლდათ.

ჩოხა-ახალუხის უტილიტარული ფუნქცია იმ დროისთვის უდავო იყო, რამაც საქართველოდან მისი ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩრდილოეთკავკასიელთაგან კაზაკთა შორის გავრცელება განაპირობა.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა ცეცხლსასროლი იარაღი და სამასრემ პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა ის ჩოხა-ახალუხს მაინც შერჩა როგორც მორთულობის ატრიბუტად და მამაკაცობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ.

AMBEBI.GE