Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიჭი, რომელმაც შვეიცარიაში 9 დღე 99 ფრანკით იმოგზაურა
ქართველი ბიჭი, რომელმაც შვეიცარიაში 9 დღე 99 ფრანკით იმოგზაურა

"99 ფრან­კი... ბეგ­ბე­დე­რი არა­ფერ შუ­ა­შია, ეს ის თან­ხაა, რაც შვე­ი­ცა­რი­ა­ში 9-დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და­მე­ხარ­ჯა" - გი­ორ­გი გრი­გა­ლაშ­ვი­ლის პოსტს შვე­ი­ცა­რი­ა­ში 99 ფრან­კად (და­ახ­ლო­ე­ბით 250 ლარი) მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­ვა­წყდი. გი­ორ­გის და­ვუ­კავ­შირ­დი და თა­ვი­სი თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა ვთხო­ვე:

"სტამ­ბო­ლი­დან შვე­ი­ცა­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 116 დო­ლა­რად (ორი გზა) ვნა­ხე ბი­ლე­თე­ბი და შვე­ი­ცა­რი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის იდე­აც ასე გაჩ­ნდა. სტამ­ბო­ლი-ჟე­ნე­ვა, ცი­უ­რი­ხი-სტამ­ბო­ლის ბი­ლე­თე­ბი შე­ვი­ძი­ნე და და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის მზა­დე­ბა. სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­პო­ვე მას­პინ­ძლე­ბი. couchsurfing.com არის სა­ი­ტი, სა­დაც რე­გის­ტრირ­დე­ბი, ირ­ჩევ ქა­ლაქს და გთა­ვა­ზობს შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტებს იმ მას­პინ­ძლე­ბი­სა, ვინც მზა­დაა მი­გი­ღოს. ასე­ვე წერ გან­ცხა­დე­ბას ქა­ლა­ქი­სა და თა­რი­ღის მი­თი­თე­ბით და მას­პინ­ძლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მო­ძებ­ნონ მოგ­ზა­უ­რე­ბი, თან­ხას არ ითხოვს მას­პინ­ძე­ლი.

ბი­ნის პრობ­ლე­მა რომ მო­ვაგ­ვა­რე, და­ვი­წყე მზა­დე­ბა წა­სას­ვლე­ლად. ვი­ცო­დი იქა­უ­რი ფა­სე­ბის შე­სა­ხებ და ამი­ტომ 2 კვი­რის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბი წა­ვი­ღე: ძეხ­ვი ვა­კუ­უმ­ში, სულ­გუ­ნი, ჩურ­ჩხე­ლა, ქლი­ა­ვის, გარ­გა­რის, ხურ­მის ჩი­რე­ბი, ქიშ­მი­ში, მო­ხა­ლუ­ლი თხი­ლი, სნი­კერ­სი და ლა­ვა­ში. შვე­ი­ცა­რი­ა­ში საკ­ვე­ბი არ მი­ყი­დია, გარ­და 1 შო­კო­ლა­დის, 1 დიდი პუ­რი­სა და 1 ბოთ­ლი წყლი­სა.

თბი­ლი­სი-სტამ­ბო­ლი-ჟე­ნე­ვა

"ავი­კი­დე ბარ­გი და მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ვი­წყე თბი­ლი­სი­დან ავ­ტოს­ტო­პით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე წა­ვე­დი. დი­ლით უკვე სარფში ვი­ყა­ვი და სტამ­ბოლ­შიც თა­ვის დრო­ზე ჩა­ვე­დი. სტამ­ბო­ლი­დან ჟე­ნე­ვამ­დე ფრე­ნა და ბო­ლოს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მოვ­ხვდი. გა­დავ­წყვი­ტე აე­რო­პორ­ტი­დან ჩემი მას­პინ­ძლე­ბის სახ­ლამ­დე ავ­ტოს­ტო­პით მემ­გზავ­რა, მაგ­რამ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ავ­ტოს­ტოპ­მა რომ არ იმუ­შა­ოს, ხომ და­ვი­ღუ­პეთ­ქო, მაგ­რამ გა­ა­მარ­თლა.

პირ­ვე­ლი სტო­პი ტაქ­სი იყო, რო­მელ­მაც თვი­თონ გა­ა­ჩე­რა და გვი­თხრა გა­გიყ­ვანთ უფა­სოდ, რად­გან არ არის უსაფრ­თხო აქ დგო­მაო (ვიწ­რო და­სად­გო­მი იყო ავ­ტო­ბან­ზე). ჩემი მას­პინ­ძლე­ბი მომ­ხიბ­ვლელ, პა­ტა­რა ქა­ლაქ ლო­ზა­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ, ტბის პი­რას.

შემ­გე­დი ლო­კა­ცია შპი­ცი იყო, რო­მე­ლიც ტუ­ნის ტბის პი­რას ულა­მა­ზე­სი და­სახ­ლე­ბაა. ამ ქა­ლაქ­ში წა­სას­ვლე­ლად ორი ვა­რი­ან­ტი გვქონ­და: აქ­ტი­უ­რი ავ­ტო­ბა­ნი ან პა­სი­უ­რი მთის გზა. ვი­ნა­ი­დან ავ­ტო­ბან­ზე სტო­პი არ შე­იძ­ლე­ბო­და, ავირ­ჩიე მთის გზა და ნამ­დვი­ლად არ შევ­ცდი, ავ­ტოს­ტოპ­მა ხომ გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ მთე­ლი გზა სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა იყო! მე­ო­რე მას­პინ­ძელ­შიც გაგ­ვი­მარ­თლა. დი­ლას გა­მო­იყ­ვა­ნა სამი სამ­თო ვე­ლო­სი­პე­დი და სამ­თო ტური მოგ­ვი­წყო".

ინ­ტერ­ლა­კე­ნი - შვე­ი­ცა­რი­ის ალ­პე­ბის მარ­გა­ლი­ტი

"შემ­დე­გი ლო­კა­ცია იყო ინ­ტერ­ლა­კე­ნი და 1939 წელს აგე­ბუ­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც საჭ­მე­ლი და ინ­ვენ­ტა­რიც დაგ­ვხვდა, სა­წო­ლად იყო თივა და ღა­მეც გა­ვა­თე­ნეთ, შემ­დეგ ლა­უ­ტერბრუ­ნე­ნის გავ­ლით მი­უ­რენ­ში ავე­დით. ბო­ლოს ლუ­ცერ­ნის­კენ ავი­ღეთ გეზი, სი­მარ­თლე გი­თხრათ ლუ­ცერნ­ში ბევ­რი არა­ფე­რი გვი­ნა­ხავს, ამი­ტომ ცი­უ­რიხ­ში წა­ვე­დით. იმ­დე­ნად ლა­მა­ზი და მოვ­ლი­ლი ბუ­ნე­ბაა, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა არ არის დამ­ღლე­ლი. ფრე­ნამ­დე წინა დღე მხო­ლოდ ცი­უ­რიხს და­ვუთ­მე.

ასე დამ­თავ­რდა ჩემი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პა­ში, უძ­ვი­რეს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბევ­რის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნელ ფა­სად ვი­მოგ­ზა­უ­რე 9 დღე. ჩემი თან­ხის და­ახ­ლო­ე­ბით 85 ფრან­კი და­მე­ხარ­ჯა ტრან­სპორ­ტში, ზოგ ად­გი­ლას გა­ჭი­ა­ნურ­და ავ­ტოს­ტო­პი და დრო­ის ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით ვი­სარ­გებ­ლე მა­ტა­რებ­ლით და სა­ბა­გი­რო­თი.

მთა­ვა­რია დრო, შემ­დეგ კი გეგ­მის შედ­გე­ნა, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბა, კარ­გი სა­ლაშ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი".

ნინო წი­ფუ­რია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი ბიჭი, რომელმაც შვეიცარიაში 9 დღე 99 ფრანკით იმოგზაურა

ქართველი ბიჭი, რომელმაც შვეიცარიაში 9 დღე 99 ფრანკით იმოგზაურა

"99 ფრანკი... ბეგბედერი არაფერ შუაშია, ეს ის თანხაა, რაც შვეიცარიაში 9-დღიანი მოგზაურობისას დამეხარჯა" - გიორგი გრიგალაშვილის პოსტს შვეიცარიაში 99 ფრანკად (დაახლოებით 250 ლარი) მოგზაურობის შესახებ, სოციალურ ქსელში წავაწყდი. გიორგის დავუკავშირდი და თავისი თავგადასავლის მოყოლა ვთხოვე:

"სტამბოლიდან შვეიცარიის მიმართულებით 116 დოლარად (ორი გზა) ვნახე ბილეთები და შვეიცარიაში მოგზაურობის იდეაც ასე გაჩნდა. სტამბოლი-ჟენევა, ციურიხი-სტამბოლის ბილეთები შევიძინე და დავიწყე მოგზაურობისთვის მზადება. საიტის საშუალებით ვიპოვე მასპინძლები. couchsurfing.com არის საიტი, სადაც რეგისტრირდები, ირჩევ ქალაქს და გთავაზობს შესაძლო ვარიანტებს იმ მასპინძლებისა, ვინც მზადაა მიგიღოს. ასევე წერ განცხადებას ქალაქისა და თარიღის მითითებით და მასპინძლებსაც შეუძლიათ მოძებნონ მოგზაურები, თანხას არ ითხოვს მასპინძელი.

ბინის პრობლემა რომ მოვაგვარე, დავიწყე მზადება წასასვლელად. ვიცოდი იქაური ფასების შესახებ და ამიტომ 2 კვირის სამყოფი საკვები წავიღე: ძეხვი ვაკუუმში, სულგუნი, ჩურჩხელა, ქლიავის, გარგარის, ხურმის ჩირები, ქიშმიში, მოხალული თხილი, სნიკერსი და ლავაში. შვეიცარიაში საკვები არ მიყიდია, გარდა 1 შოკოლადის, 1 დიდი პურისა და 1 ბოთლი წყლისა.

თბილისი-სტამბოლი-ჟენევა

"ავიკიდე ბარგი და მოგზაურობა დავიწყე თბილისიდან ავტოსტოპით საღამოს 8 საათზე წავედი. დილით უკვე სარფში ვიყავი და სტამბოლშიც თავის დროზე ჩავედი. სტამბოლიდან ჟენევამდე ფრენა და ბოლოს დანიშნულების ადგილზე მოვხვდი. გადავწყვიტე აეროპორტიდან ჩემი მასპინძლების სახლამდე ავტოსტოპით მემგზავრა, მაგრამ ვნერვიულობდი, ავტოსტოპმა რომ არ იმუშაოს, ხომ დავიღუპეთქო, მაგრამ გაამართლა.

პირველი სტოპი ტაქსი იყო, რომელმაც თვითონ გააჩერა და გვითხრა გაგიყვანთ უფასოდ, რადგან არ არის უსაფრთხო აქ დგომაო (ვიწრო დასადგომი იყო ავტობანზე). ჩემი მასპინძლები მომხიბვლელ, პატარა ქალაქ ლოზანაში ცხოვრობდნენ, ტბის პირას.

შემგედი ლოკაცია შპიცი იყო, რომელიც ტუნის ტბის პირას ულამაზესი დასახლებაა. ამ ქალაქში წასასვლელად ორი ვარიანტი გვქონდა: აქტიური ავტობანი ან პასიური მთის გზა. ვინაიდან ავტობანზე სტოპი არ შეიძლებოდა, ავირჩიე მთის გზა და ნამდვილად არ შევცდი, ავტოსტოპმა ხომ გაამართლა, მაგრამ მთელი გზა საოცარი ბუნება იყო! მეორე მასპინძელშიც გაგვიმართლა. დილას გამოიყვანა სამი სამთო ველოსიპედი და სამთო ტური მოგვიწყო".

 

ინტერლაკენი - შვეიცარიის ალპების მარგალიტი

"შემდეგი ლოკაცია იყო ინტერლაკენი და 1939 წელს აგებული თავშესაფარში, სადაც საჭმელი და ინვენტარიც დაგვხვდა, საწოლად იყო თივა და ღამეც გავათენეთ, შემდეგ ლაუტერბრუნენის გავლით მიურენში ავედით. ბოლოს ლუცერნისკენ ავიღეთ გეზი, სიმართლე გითხრათ ლუცერნში ბევრი არაფერი გვინახავს, ამიტომ ციურიხში წავედით. იმდენად ლამაზი და მოვლილი ბუნებაა, რომ გადაადგილება არ არის დამღლელი. ფრენამდე წინა დღე მხოლოდ ციურიხს დავუთმე.

ასე დამთავრდა ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში, უძვირეს ქვეყანაში, სადაც ბევრისთვის წარმოუდგენელ ფასად ვიმოგზაურე 9 დღე. ჩემი თანხის დაახლოებით 85 ფრანკი დამეხარჯა ტრანსპორტში, ზოგ ადგილას გაჭიანურდა ავტოსტოპი და დროის ეკონომიის მიზნით ვისარგებლე მატარებლით და საბაგიროთი.

მთავარია დრო, შემდეგ კი გეგმის შედგენა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, კარგი სალაშქრო აღჭურვილობა და ბიომეტრიული პასპორტი".

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

"ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა" - კალაძე

კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

"ვირუსი ცდილობს დაუბრუნდეს გავრცელების ბუნებრივ პოტენციალს, თუ ამის შესაძლებლობას მივცემთ, 6-8 კვირაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს" - ბიძინა კულუმბეგოვი