მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
II მსოფლიო ომში დაკარგულ ქართველთა ახალი სია, რომელთა მონაცემებიც საძიებო კომისიამ იპოვა
II მსოფლიო ომში დაკარგულ ქართველთა ახალი სია, რომელთა მონაცემებიც საძიებო კომისიამ იპოვა

უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ვაწ­ვდით ცნო­ბებს... არა­ერ­თმა მათ­გან­მა იპო­ვა წი­ნაპ­რის საფ­ლა­ვი ან უბ­რა­ლოდ, მი­აგ­ნო მას­ზე ცნო­ბებს... ამ­ჯე­რად, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა სა­ძი­ე­ბო კო­მი­სია 2016 წლის მუ­შა­ო­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის ნა­წილ­საც ჩვენს მკი­თხველს გა­ვაც­ნობთ...

დოვ­ჩი­რი ლი­კან­დრო (ან ნი­კან­დრო) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, ომში გა­იწ­ვი­ეს 1942 წლის 11 ნო­ემ­ბერს. მე­უღ­ლე ლუდ­მი­ლა კონ­სტან­ტი­ნეს ასუ­ლი. უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა 1944 წლის იან­ვარს. ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში (რომ­ლის მი­სა­მარ­თი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის). ოფი­ცი­ა­ლუ­რად მისი და­კარ­გვა დას­ტურ­დე­ბა 1947 წლის 22 აპ­რილს...

აბ­სა­ვა მი­ხე­ი­ლი კე­ლა­მა­ტის (ან კლი­მენ­ტის) ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბე­დი­ა­ში. დედა - ევ­დო­კია აბ­სა­ვა... და­ი­კარ­გა ტყვე­ო­ბა­ში 1942 წელს, ხარ­კოვ­ში. შემ­დე­გი მო­ნა­ცე­მე­ბით, სამ­ხედ­რო ბა­რათ­ზე ეწე­რა "ლე­გი­ო­ნე­რი", მსა­ხუ­რობ­და გერ­მა­ნულ არ­მი­ა­ში. შემ­დეგ მის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი არ მო­ი­ძებ­ნა...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­კარ­გუ­ლი რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცის ნეშ­ტი ნა­პოვ­ნია - გა­და­ა­მოწ­მეთ ამ სი­ა­ში თქვე­ნი წი­ნა­პა­რი!

აბ­ში­ლა­ვა იუ­ლა­ნი ან­დრე­ის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 10 მარტს. და­ი­ღუ­პა 1941 წლის 7 ნო­ემ­ბერს, ვიტ­ცენ­დორფში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე...

ახა­ლა­ია რო­დი­ო­ნი ევ­გე­ნის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი სო­ხუმ­ში 1906 წელს. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 10 იან­ვარს, ბე­ლო­ზერ­კის ტყვე­თა ბა­ნაკ­ში...

ადა­მია ავ­ქსენ­ტი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს (და­ბა­დე­ბის მი­სა­მარ­თი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის). და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში 1942 ლუ­კენ­ვალ­დში.

ალა­ხა­ნო­ვი მუ­ჰა­მე­დი - ქვე­ი­თი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს გაგ­რა­ში, ჰყავ­და 5 შვი­ლი... და­ი­ღუ­პა 1943 წლის 17 მარტს, როს­ტოვ­ში.

ბონ­და­რენ­კო ბო­რის ფო­მი­ჩის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1897 წლის 18 აგ­ვის­ტოს, მე­უღ­ლე თა­მა­რა ბონ­და­რენ­კო, და­ი­კარ­გა ტყვე­ო­ბა­ში. ბო­რის ბონ­და­რენ­კო და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში 1943 წლის 28 ივ­ნისს, ჰა­მერ­ტშე­ინ­ში, და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ზე...

გა­ბუ­ნი ერ­მო­ლაი (ან ერ­მი­ლე) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 25 სექ­ტემ­ბერს, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში. თან ჰქონ­და, გერ­მა­ნუ­ლი არ­მი­ის ბა­რა­თი (ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ის ლე­გი­ო­ნი), და­ი­ღუ­პა 1944 წლის 21 მა­ისს საფ­რან­გეთ­ში.

აკო­ფი­ა­ნი ტიგ­რა­ნი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს, დაბა კოლ­ხი­და­ში, ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 18 მა­ისს, ქერჩში. და­ი­ღუ­პა იმა­ვე წლის 2 დე­კემ­ბერს.. (Шталаг 326 ,Фореллькруг/Зенне) და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც მისი ნო­მე­რია 7954

მათ­თვის ვინც დღემ­დე ეძებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ოჯა­ხის უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ წევ­რებს, ვაქ­ვეყ­ნებთ ნო­მერს, +7 940 990 28 44 რო­მელ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით გაგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი წი­ნაპ­რის მო­ნა­ცე­მე და ა.შ. კო­მი­სია შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­გი­წევთ დახ­მა­რე­ბას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

II მსოფლიო ომში დაკარგულ ქართველთა ახალი სია, რომელთა მონაცემებიც საძიებო კომისიამ იპოვა

II მსოფლიო ომში დაკარგულ ქართველთა ახალი სია, რომელთა მონაცემებიც საძიებო კომისიამ იპოვა

უკვე წელიწადზე მეტია, AMBEBI.GE-ს მკითხველს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ ვაწვდით ცნობებს... არაერთმა მათგანმა იპოვა წინაპრის საფლავი ან უბრალოდ, მიაგნო მასზე ცნობებს... ამჯერად, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საძიებო კომისია 2016 წლის მუშაობის შემაჯამებელ შედეგებს აქვეყნებს, რომლის ნაწილსაც ჩვენს მკითხველს გავაცნობთ...

დოვჩირი ლიკანდრო (ან ნიკანდრო) - დაბადებული 1902 წელს, ომში გაიწვიეს 1942 წლის 11 ნოემბერს. მეუღლე ლუდმილა კონსტანტინეს ასული. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1944 წლის იანვარს. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, გადაყვანილი იყო სამხედრო ჰოსპიტალში (რომლის მისამართი მითითებული არ არის). ოფიციალურად მისი დაკარგვა დასტურდება 1947 წლის 22 აპრილს...

აბსავა მიხეილი კელამატის (ან კლიმენტის) ძე - დაბადებული 1907 წელს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში. დედა - ევდოკია აბსავა... დაიკარგა ტყვეობაში 1942 წელს, ხარკოვში. შემდეგი მონაცემებით, სამხედრო ბარათზე ეწერა "ლეგიონერი", მსახურობდა გერმანულ არმიაში. შემდეგ მის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა...

ასევე წაიკითხეთ: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული რამდენიმე ჯარისკაცის ნეშტი ნაპოვნია - გადაამოწმეთ ამ სიაში თქვენი წინაპარი!

აბშილავა იულანი ანდრეის ძე - დაბადებული 1919 წლის 10 მარტს. დაიღუპა 1941 წლის 7 ნოემბერს, ვიტცენდორფში. დასაფლავებულია ძმათა სასაფლაოზე...

ახალაია როდიონი ევგენის ძე - დაბადებული სოხუმში 1906 წელს. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 10 იანვარს, ბელოზერკის ტყვეთა ბანაკში...

ადამია ავქსენტი - დაბადებული 1916 წელს (დაბადების მისამართი მითითებული არ არის). დაიღუპა ტყვეობაში 1942 ლუკენვალდში.

ალახანოვი მუჰამედი - ქვეითი, დაბადებული 1898 წელს გაგრაში, ჰყავდა 5 შვილი... დაიღუპა 1943 წლის 17 მარტს, როსტოვში.

ბონდარენკო ბორის ფომიჩის ძე - დაბადებული 1897 წლის 18 აგვისტოს, მეუღლე თამარა ბონდარენკო, დაიკარგა ტყვეობაში. ბორის ბონდარენკო დაიღუპა ტყვეობაში 1943 წლის 28 ივნისს, ჰამერტშეინში, დასაფლავებულია საერთო სასაფლაზე...

გაბუნი ერმოლაი (ან ერმილე) - დაბადებული 1921 წლის 25 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონში. თან ჰქონდა, გერმანული არმიის ბარათი (ჩრდილოკავკასიის ლეგიონი), დაიღუპა 1944 წლის 21 მაისს საფრანგეთში.

აკოფიანი ტიგრანი, დაბადებული 1912 წელს, დაბა კოლხიდაში, ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 18 მაისს, ქერჩში. დაიღუპა იმავე წლის 2 დეკემბერს.. (Шталаг 326 ,Фореллькруг/Зенне) დასაფლავებულია საერთო სასაფლაოზე, სადაც მისი ნომერია 7954

მათთვის ვინც დღემდე ეძებს მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახის უგზო-უკვლოდ დაკარგულ წევრებს, ვაქვეყნებთ ნომერს, +7 940 990 28 44 რომელზეც შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნოთ თქვენი წინაპრის მონაცემე და ა.შ. კომისია შეძლებისდაგვარად გაგიწევთ დახმარებას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს