პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - "როცა დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი"
ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - "როცა დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი"

სას­კო­ლო-სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი შეც­ვლი­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ტეს­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე ეკ­რან­ზე და­ი­ნა­ხავს არა ქუ­ლას, არა­მედ შე­ტყო­ბი­ნე­ბას იმის შე­სა­ხებ, გა­და­ლა­ხა თუ არა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ანუ მი­ი­ღო მი­ნი­მა­ლურ 5.5 ქუ­ლა­ზე მეტი თუ ნაკ­ლე­ბი.

მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლემ გა­ი­გოს, გა­და­ლა­ხა თუ არა ბა­რი­ე­რი და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­კრე­ტულ ქუ­ლას.

"მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია, გა­და­ლა­ხა თუ ვერ გა­და­ლა­ხა მოს­წავ­ლემ ბა­რი­ე­რი და არა - კონ­კრე­ტუ­ლი ქულა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე წელს და­ი­ნერ­გე­ბა და ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ვა­ჯე­რეთ მო­საზ­რე­ბე­ბი. რო­გორც კი და­ას­რუ­ლებს მოს­წავ­ლე გა­მოც­დას, ის კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე და­ი­ნა­ხავს, გა­და­ლა­ხა თუ არა ბა­რი­ე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, მას კონ­კრე­ტუ­ლი ქულა აღარ და­ე­წე­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის­თვის და­მა­ტე­ბით ნი­მუ­შებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს და მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ეს ნი­მუ­შე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლონ, რათა შე­ექ­მნათ სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბებ­ზე.

გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი წელ­საც 2 ეტა­პად - მე­თერ­თმე­ტე და მე­თორ­მე­ტე კლა­სებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ქარ­თუ­ლი მო­დე­ლით ტარ­დე­ბა.

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - "როცა დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი"

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - "როცა დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი"

სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მაია მიმინოშვილის განმარტებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

მიმინოშვილის განცხადებით, ცვლილებები შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსწავლემ გაიგოს, გადალახა თუ არა ბარიერი და არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქულას.

”მთავარი პრინციპია, გადალახა თუ ვერ გადალახა მოსწავლემ ბარიერი და არა - კონკრეტული ქულა. ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შევაჯერეთ მოსაზრებები. როგორც კი დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, ის კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი. შესაბამისად, მას კონკრეტული ქულა აღარ დაეწერება”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეული საგნისთვის დამატებით ნიმუშებს გამოაქვეყნებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ეს ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ, რათა შეექმნათ სწორი წარმოდგენა საგამოცდო დავალებებზე.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად - მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ