პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა... საბრალოები არაგვის პირას იყვნენ" - ახალი დეტალები დუშეთის ტრაგედიის შესახებ
"ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა... საბრალოები არაგვის პირას იყვნენ" - ახალი დეტალები დუშეთის ტრაგედიის შესახებ

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არაგ­ვის­პირ­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი - 37 წლის გ.ლ. და 32 წლის ნ.ჯ. მდი­ნა­რის პი­რას იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 108-ე და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქმარ­მა ცოლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა. არაგ­ვის­პი­რე­ლე­ბი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­ზე ვერ ლა­პა­რა­კო­ბენ. მათი თქმით, ოჯა­ხი იმ­დე­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო, რომ ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლის მსგავ­სი და­სას­რუ­ლი სრუ­ლი­ად გა­უ­გო­ნა­რია.

გვე­სა­უბ­რე­ბა არაგ­ვის­პი­რის ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბი:

- გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის დედ-მამა მშრო­მე­ლი და გო­ნი­ე­რი ხალ­ხია. თა­ვი­ან­თი შრო­მით ვაჟს თბი­ლის­ში სახ­ლიც შე­უ­ძი­ნეს; თუმ­ცა, თა­ვა­დაც სა­ოც­რად შრო­მის­მოყ­ვა­რე და გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა იყო და ცხოვ­რე­ბა­ში გზის გაგ­ნე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია. ბოლო დრო­საც საკ­მა­ოდ კარ­გი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და. და­ო­ჯა­ხე­ბაც სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით გა­და­წყვი­ტა, - ჩვე­ნე­ბუ­რი, დუ­შე­ლი გო­გო­ნა შე­ირ­თო ცო­ლად. ამ ქორ­წი­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი ნაკ­ლი ის იყო, რომ გო­გო­ნა ქორ­წი­ნე­ბი­სას არას­წრულ­წლო­ვა­ნი იყო - ასე 15-16 წლი­სა, თო­რემ ოჯა­ხი ლა­მა­ზი ჰქონ­დათ, სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის ოჯა­ხი შეხ­მატ­კი­ბი­ლე­ბუ­ლი ჩან­და…

- ახლა რა მოხ­და?

- არც ეგ ვი­ცით. ეგ იყო, რომ ბოლო დროს თბი­ლი­სი­დან არაგ­ვის­პირ­ში დაბ­რუნ­დნენ ბავ­შვე­ბი­ა­ნად და სოფ­ლი­დან და­დი­ოდ­ნენ სამ­სა­ხუ­რებ­ში. თუმ­ცა ესეც რა გა­საკ­ვი­რია, ჩვე­ნი სო­ფე­ლი თბი­ლის­თან ახ­ლოს არის, დე­და­ქა­ლა­ქის ახ­ლო­მახ­ლო სოფ­ლე­ბი­დან ბევ­რი და­დის თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ, ხალ­ხს ჰა­ერ­ზე ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნია. ბავ­შვე­ბიც სოფ­ლი­დან დაჰ­ყავ­დათ თბი­ლი­სის სკო­ლა­ში. იმ დღეს, ბავ­შვე­ბი თან არ ჰყო­ლი­ათ, მარ­ტო იყ­ვნენ. ზუს­ტად არა­ვინ იცის რა მოხ­და, - დე­და­ქა­ლა­ქი­სა­კენ მი­მა­ვალ ტრა­სას­თან ახ­ლოს, სო­ფელ ბო­დორ­ნას­თან, ორი­ვე ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა მწყემსმა შუ­ა­დღეს, - საბ­რა­ლო­ე­ბი არაგ­ვის პი­რას იყ­ვნენ - ბიჭი ხეზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, გოგო კი მდი­ნა­რის პი­რას იწვა. ამის მნახ­ვე­ლი მწყემ­სი დღემ­დე ვერ მო­სუ­ლა გონ­ზე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom

"ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა... საბრალოები არაგვის პირას იყვნენ" - ახალი დეტალები დუშეთის ტრაგედიის შესახებ

"ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა... საბრალოები არაგვის პირას იყვნენ" - ახალი დეტალები დუშეთის ტრაგედიის შესახებ

ტრაგედია დატრიალდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - 37 წლის გ.ლ. და 32 წლის ნ.ჯ. მდინარის პირას იპოვეს გარდაცვლილები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე და თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. არაგვისპირელები ტრაგედიის მიზეზებზე ვერ ლაპარაკობენ. მათი თქმით, ოჯახი იმდენად მოწესრიგებული იყო, რომ ცოლ-ქმრის სიცოცხლის მსგავსი დასასრული სრულიად გაუგონარია.

გვესაუბრება არაგვისპირის ერთ-ერთი მცხოვრები:

- გარდაცვლილი ბიჭის დედ-მამა მშრომელი და გონიერი ხალხია. თავიანთი შრომით ვაჟს თბილისში სახლიც შეუძინეს; თუმცა, თავადაც საოცრად შრომისმოყვარე და გონიერი ახალგაზრდა იყო და ცხოვრებაში გზის გაგნება არ გასჭირვებია. ბოლო დროსაც საკმაოდ კარგი სამსახური ჰქონდა. დაოჯახებაც საკუთარი არჩევანით გადაწყვიტა, - ჩვენებური, დუშელი გოგონა შეირთო ცოლად. ამ ქორწინების ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ გოგონა ქორწინებისას არასწრულწლოვანი იყო - ასე 15-16 წლისა, თორემ ოჯახი ლამაზი ჰქონდათ, სამი შვილი შეეძინათ. გარშემომყოფთათვის ოჯახი შეხმატკიბილებული ჩანდა…

- ახლა რა მოხდა?

- არც ეგ ვიცით. ეგ იყო, რომ ბოლო დროს თბილისიდან არაგვისპირში დაბრუნდნენ ბავშვებიანად და სოფლიდან დადიოდნენ სამსახურებში. თუმცა ესეც რა გასაკვირია, ჩვენი სოფელი თბილისთან ახლოს არის, დედაქალაქის ახლომახლო სოფლებიდან ბევრი დადის თბილისში სამუშაოდ, ხალხს ჰაერზე ცხოვრება ურჩევნია. ბავშვებიც სოფლიდან დაჰყავდათ თბილისის სკოლაში. იმ დღეს, ბავშვები თან არ ჰყოლიათ, მარტო იყვნენ. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა, - დედაქალაქისაკენ მიმავალ ტრასასთან ახლოს, სოფელ ბოდორნასთან, ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა შუადღეს, - საბრალოები არაგვის პირას იყვნენ - ბიჭი ხეზე იყო ჩამოკიდებული, გოგო კი მდინარის პირას იწვა. ამის მნახველი მწყემსი დღემდე ვერ მოსულა გონზე... განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია