Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქერინგტონების ოჯახი 29 წლის წინ და დღეს - რას საქმიანობენ "დინასტიის" ვარსკვლავები
ქერინგტონების ოჯახი 29 წლის წინ და დღეს - რას საქმიანობენ "დინასტიის" ვარსკვლავები

უმე­ტეს ჩვენ­განს ახ­სოვს 1980-90-იან წლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "დი­ნას­ტია", სა­დაც მოქ­მე­დე­ბა კო­ლო­რა­დო­ში, დენ­ვერ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ორი დი­ნას­ტი­ის, ქე­რინგტო­ნე­ბი­სა და კოლ­ბი­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

სე­რი­ა­ლი აშშ-ში ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ს ეთერ­ში 1981 წლი­დან 1989 წლამ­დე გა­დი­ო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, "დი­ნას­ტი­ას" დიდი მო­წო­ნე­ბა არ ხვდა წი­ლად, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნი­დან ალექ­სი­სის გა­მო­ჩე­ნამ პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ზარ­და.

"დი­ნას­ტი­ის" ბოლო სე­რია ABC-ს ეთერ­ში 1989 წლის 11 მა­ისს გა­ვი­და.

სე­რი­ა­ლი 1981-დან 1989 წლამ­დე ყო­ველ წელს იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი "ოქ­როს გლო­ბუს­ზე", თუმ­ცა ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბა მხო­ლოდ ერთხელ შეძ­ლო.

სე­რი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბი­დან დღემ­დე 29 წელი გა­ვი­და, ვნა­ხოთ, რო­გორ შე­იც­ვალ­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის საყ­ვა­რელ რო­ლებს ას­რუ­ლებ­დნენ.

ჯონ ფორ­სა­ი­ტი : ბლე­იქ ქე­რინგტო­ნი

ფორ­სა­იტს, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დე­რი ნავ­თობ­მაგ­ნა­ტის ბლე­იქ ქე­რინგტო­ნის როლს ას­რუ­ლებს, "დი­ნას­ტი­ამ­დეც" არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კა­რი­ე­რა ჰქონ­და. სე­რი­ა­ლის შემ­დეგ კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 1992 წელს გა­და­ღე­ბულ სიტ­კომ­ში The Powers That Be, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე დას­რულ­და. ბო­ლოს ფორ­სა­ი­ტი 2006 წელს გა­მოჩ­ნდა, "დი­ნას­ტი­ის" სპე­ცი­ა­ლურ გა­ნახ­ლე­ბა­ში Catfights & Caviar. ფორ­სა­ი­ტი 2010 წელს გარ­და­იც­ვა­ლა პნევ­მო­ნი­ით, 92 წლის ასაკ­ში.

ჯოან კო­ლინ­ზი : ალექ­სის ქე­რინგტონ-კოლ­ბი-დექ­სტერ-რო­უ­ე­ნი

ალექ­სი­სი სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა გმი­რია, ბლე­ი­ქის ყო­ფი­ლი ცოლი. "დი­ნას­ტი­ის" შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში, მათ შო­რის სიტ­კო­მებ­ში The Nanny და Rules Of Engagement.

ამ­ჟა­მად, 84 წლის კო­ლინ­ზი მო­ნა­წი­ლე­ობს სე­რი­ალ­ში The Royals.

ლინ­და ევან­სი : ქრის­თლ ქე­რინგტო­ნი

"დი­ნას­ტი­ის" შემ­დეგ ევან­სმა, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში ბლე­ი­ქის თბილ და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცო­ლის როლს ას­რუ­ლებ­და და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო ალექ­სის­თან, უამ­რავ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა მან 1997 წელს და­ას­რუ­ლა. მან გახ­სნა ფიტ­ნეს-ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი, 1989-1998 წლებ­ში მუ­სი­კოს ია­ნის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ჯეკ კო­ულ­მე­ნი : სტი­ვენ ქე­რინგტო­ნი

კო­ულ­მე­ნის კა­რი­ე­რა, რო­მე­ლიც ბლე­ი­ქის გეი შვი­ლის, სტი­ვენ ქე­რინგტო­ნის როლს თა­მა­შობ­და, "დი­ნას­ტი­ის" შემ­დე­გაც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რო­ლებს შო­რის არის ნოე ბე­ნე­ტი, სე­რი­ალ­ში "გმი­რე­ბი". 1996 წელს და­ქორ­წინ­და მსა­ხი­ობ ბეტ ტუ­ი­სან­ზე, წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

ჰი­თერ ლოქლი­ე­რი : სემი ჯო დინ ქე­რინგტო­ნი

ლოქლი­ერ­მა "დი­ნას­ტი­ა­ში" სემი ჯოს როლი შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც სტი­ვენ­ზე ფუ­ლის გამო და­ქორ­წინ­და. ამა­ვე დროს იღებ­დნენ მას სხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლებ­შიც. მსა­ხი­ობს მი­ღე­ბუ­ლი აქვს "ოქ­როს გლო­ბუ­სის" 4 ნო­მი­ნა­ცია.

ლოკ­ლი­ე­რის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ტომი ლის­თან 1993 წელს დას­რულ­და. შემ­დეგ კი ბონ ჯო­ვის გი­ტა­რისტზე, რიჩი სემ­ბო­რა­ზე და­ქორ­წი­ნა და 1997 წელს შვი­ლი გა­უჩ­ნდა. წყვი­ლი 2007 წელს და­შორ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქერინგტონების ოჯახი 29 წლის წინ და დღეს - რას საქმიანობენ "დინასტიის" ვარსკვლავები

ქერინგტონების ოჯახი 29 წლის წინ და დღეს - რას საქმიანობენ "დინასტიის" ვარსკვლავები

უმეტეს ჩვენგანს ახსოვს 1980-90-იან წლებში პოპულარული სერიალი "დინასტია", სადაც მოქმედება კოლორადოში, დენვერში მიმდინარეობს და ორი დინასტიის, ქერინგტონებისა და კოლბიების დაპირისპირების ამბავს გვიყვება.

სერიალი აშშ-ში ტელეკომპანია ABC-ს ეთერში 1981 წლიდან 1989 წლამდე გადიოდა. თავდაპირველად, "დინასტიას" დიდი მოწონება არ ხვდა წილად, თუმცა მეორე სეზონიდან ალექსისის გამოჩენამ პოპულარობა გაზარდა.

"დინასტიის" ბოლო სერია ABC-ს ეთერში 1989 წლის 11 მაისს გავიდა.

სერიალი 1981-დან 1989 წლამდე ყოველ წელს იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე", თუმცა ჯილდოს მოპოვება მხოლოდ ერთხელ შეძლო.

სერიალის დასრულებიდან დღემდე 29 წელი გავიდა, ვნახოთ, როგორ შეიცვალნენ მსახიობები, რომლებიც ჩვენთვის საყვარელ როლებს ასრულებდნენ.

ჯონ ფორსაიტი : ბლეიქ ქერინგტონი

ფორსაიტს, რომელიც მილიარდერი ნავთობმაგნატის ბლეიქ ქერინგტონის როლს ასრულებს, "დინასტიამდეც" არაჩვეულებრივი კარიერა ჰქონდა. სერიალის შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო 1992 წელს გადაღებულ სიტკომში The Powers That Be, რომელიც მალევე დასრულდა. ბოლოს ფორსაიტი 2006 წელს გამოჩნდა, "დინასტიის" სპეციალურ განახლებაში Catfights & Caviar. ფორსაიტი 2010 წელს გარდაიცვალა პნევმონიით, 92 წლის ასაკში.

ჯოან კოლინზი : ალექსის ქერინგტონ-კოლბი-დექსტერ-როუენი

ალექსისი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გმირია, ბლეიქის ყოფილი ცოლი. "დინასტიის" შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში, მათ შორის სიტკომებში The Nanny და Rules Of Engagement.

ამჟამად, 84 წლის კოლინზი მონაწილეობს სერიალში The Royals.

ლინდა ევანსი : ქრისთლ ქერინგტონი

"დინასტიის" შემდეგ ევანსმა, რომელიც სერიალში ბლეიქის თბილ და მოსიყვარულე ცოლის როლს ასრულებდა და დაპირისპირებული იყო ალექსისთან, უამრავ სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. მსახიობის კარიერა მან 1997 წელს დაასრულა. მან გახსნა ფიტნეს-ცენტრების ქსელი, 1989-1998 წლებში მუსიკოს იანისთან ერთად ცხოვრობდა.

ჯეკ კოულმენი : სტივენ ქერინგტონი

კოულმენის კარიერა, რომელიც ბლეიქის გეი შვილის, სტივენ ქერინგტონის როლს თამაშობდა, "დინასტიის" შემდეგაც საკმაოდ წარმატებული იყო. მის ყველაზე ცნობილ როლებს შორის არის ნოე ბენეტი, სერიალში "გმირები". 1996 წელს დაქორწინდა მსახიობ ბეტ ტუისანზე, წყვილს ქალიშვილი ჰყავს.

ჰითერ ლოქლიერი : სემი ჯო დინ ქერინგტონი

ლოქლიერმა "დინასტიაში" სემი ჯოს როლი შეასრულა, რომელიც სტივენზე ფულის გამო დაქორწინდა. ამავე დროს იღებდნენ მას სხვა სატელევიზიო სერიალებშიც. მსახიობს მიღებული აქვს "ოქროს გლობუსის" 4 ნომინაცია.

ლოკლიერის პირველი ქორწინება ტომი ლისთან 1993 წელს დასრულდა. შემდეგ კი ბონ ჯოვის გიტარისტზე, რიჩი სემბორაზე დაქორწინა და 1997 წელს შვილი გაუჩნდა. წყვილი 2007 წელს დაშორდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს