საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო არენაზე აღიარებული ავტორი ნასიმ ტალები საქართველოში ლექციას ჩაატარებს
საერთაშორისო არენაზე აღიარებული ავტორი ნასიმ ტალები საქართველოში ლექციას ჩაატარებს

30 მარტსა და 1 აპ­რილს ნა­სიმ ტა­ლე­ბი გა­მარ­თავს ორ­დღი­ან ლექ­ცი­ას "გამ­ძლე­ო­ბა­ზე" , რო­მელ­საც რუ­სე­თი­დან და დსთ-ს ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პა­ნი­ე­ბის 100 "ტოპ" მე­ნე­ჯე­რი და­ეს­წრე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი ისა­უბ­რებს, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ვა­ფა­სოთ გამ­ძლე­ო­ბა და გან­ვა­ვი­თა­როთ ის სა­კუ­თარ თავ­სა და კომ­პა­ნი­ა­ში. და­მა­ტე­ბით, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ის­მე­ნენ ნა­წყვე­ტებს ახა­ლი, ჯერ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი წიგ­ნი­დან : "Skin in the Game", "The Logic of Risk Taking" (გა­რის­კვის ლო­გი­კა).

"ტოპ" ცი­ტა­ტე­ბი წიგ­ნი­დან "გამ­ძლე­ო­ბა":

ნა­სიმ ნი­კო­ლას ტა­ლე­ბი არის ავ­ტო­რი ბესტსე­ლე­რი წიგ­ნე­ბი­სა "გამ­ძლე­ო­ბა" და "შავი გედი".

უკვე 10 წე­ლია ის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნა­ზე აკე­თებს პროგ­ნოზს. ტა­ლე­ბი იყო რის­კე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი ნიუ იორ­კის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე და სა­კუ­თარ "ჰეჯ-ფონდს" უძღვე­ბო­და.

ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ ყვე­ლა­ზე შთ­მა­გო­ნე­ბე­ლი ფრა­ზე­ბი მისი წიგ­ნი­დან "გამ­ძლე­ო­ბა":

რჩე­ვის შე­სა­ხებ

არას­დროს არა­ვის ჰკი­თხოთ მათი აზ­რის, პროგ­ნო­ზის, ან რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ხებ. უბ­რა­ლოდ, ჰკი­თხეთ - რა არის, ან რა არ არის მათ პორ­ტფო­ლი­ო­ში.

სიმ­დიდ­რე­ზე

გა­მოც­დი­ლე­ბა ცხად­ყოფს, რომ რაც უფრო მდიდ­რდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მით უფრო რთულ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბის ფარ­გლებ­ში. ჩვენ­თვის დოვ­ლათ­თან გამ­კლა­ვე­ბა უფრო რთუ­ლია ვიდ­რე უკ­მა­რი­სო­ბას­თან.

წა­რუ­მა­ტე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ზე

ჩე­მე­უ­ლი და­ხა­სი­ა­თე­ბით, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ თვი­თა­ნა­ლიზს არ აკე­თებს, არ იყე­ნებს მას, შეც­ბუ­ნე­ბუ­ლია და თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცია უჭი­რავს, იმის ნაც­ვლად, რომ ახა­ლი ინფრო­მა­ცი­ით გამ­დიდ­რდეს, და ცდი­ლობს წინსვლის ნაც­ვლად სა­კუ­თა­რი შეც­დო­მა ახ­სნას. ასე­თე­ბი თავს მო­ი­აზ­რე­ბენ დიდი შეთ­ქმუ­ლე­ბის, ცუდი უფ­რო­სის ან ცუდი ამინ­დის მსხვერ­პლად.

ცდი­სა და შეც­დო­მის შე­სა­ხებ

შემ­თხვე­ვი­თი ელე­მენ­ტი ცდი­სა და შეც­დო­მის მე­თოდ­ში არც ისე შემ­თხვე­ვით იქ­ნე­ბა, თუ ის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად არის მი­ღე­ბუ­ლი, შეც­დო­მის, რო­გორც ინფრო­მა­ცი­ის წყა­როს გა­მო­ყე­ნე­ბით. თუ ყვე­ლა ცდა გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­ზე, რაც არ მუ­შა­ობს, თქვენ იწყებთ გა­მო­სა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას - ასე რომ, ყვე­ლა ცდა უფრო ფა­სე­უ­ლი ხდე­ბა და აკე­თებ აღ­მო­ჩე­ნებს მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში.

2018 წლის მარ­ტის ბო­ლოს ნა­სიმ ტა­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რებს ორ­დღი­ან ლექ­ცი­ას თბი­ლის­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საერთაშორისო არენაზე აღიარებული ავტორი ნასიმ ტალები საქართველოში ლექციას ჩაატარებს

საერთაშორისო არენაზე აღიარებული ავტორი ნასიმ ტალები საქართველოში ლექციას ჩაატარებს

30 მარტსა და 1 აპრილს ნასიმ ტალები გამართავს ორდღიან ლექციას "გამძლეობაზე" , რომელსაც რუსეთიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კომპანიების 100 "ტოპ" მენეჯერი დაესწრება.

საერთაშორისო არენაზე აღიარებული ავტორი ისაუბრებს, რა კრიტერიუმებით შევაფასოთ გამძლეობა და განვავითაროთ ის საკუთარ თავსა და კომპანიაში. დამატებით, მონაწილეები მოისმენენ ნაწყვეტებს ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი წიგნიდან : "Skin in the Game", "The Logic of Risk Taking" (გარისკვის ლოგიკა).

"ტოპ" ციტატები წიგნიდან "გამძლეობა":

ნასიმ ნიკოლას ტალები არის ავტორი ბესტსელერი წიგნებისა "გამძლეობა" და "შავი გედი".

უკვე 10 წელია ის მსოფლიო ეკონომიკაში სხვადასხვა მოვლენაზე აკეთებს პროგნოზს. ტალები იყო რისკების ანალიტიკოსი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე და საკუთარ "ჰეჯ-ფონდს" უძღვებოდა.

ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე შთმაგონებელი ფრაზები მისი წიგნიდან "გამძლეობა":

რჩევის შესახებ

არასდროს არავის ჰკითხოთ მათი აზრის, პროგნოზის, ან რეკომენდაციის შესახებ. უბრალოდ, ჰკითხეთ - რა არის, ან რა არ არის მათ პორტფოლიოში.

სიმდიდრეზე

გამოცდილება ცხადყოფს, რომ რაც უფრო მდიდრდება საზოგადოება, მით უფრო რთულდება ცხოვრება საკუთარი სახსრების ფარგლებში. ჩვენთვის დოვლათთან გამკლავება უფრო რთულია ვიდრე უკმარისობასთან.

წარუმატებელ ადამიანებზე

ჩემეული დახასიათებით, წარუმატებელი არის ადამიანი, რომელიც შეცდომის დაშვების შემდეგ თვითანალიზს არ აკეთებს, არ იყენებს მას, შეცბუნებულია და თავდაცვითი პოზიცია უჭირავს, იმის ნაცვლად, რომ ახალი ინფრომაციით გამდიდრდეს, და ცდილობს წინსვლის ნაცვლად საკუთარი შეცდომა ახსნას. ასეთები თავს მოიაზრებენ დიდი შეთქმულების, ცუდი უფროსის ან ცუდი ამინდის მსხვერპლად.

ცდისა და შეცდომის შესახებ

შემთხვევითი ელემენტი ცდისა და შეცდომის მეთოდში არც ისე შემთხვევით იქნება, თუ ის რაციონალურად არის მიღებული, შეცდომის, როგორც ინფრომაციის წყაროს გამოყენებით. თუ ყველა ცდა გვაძლევს ინფორმაციას მასზე, რაც არ მუშაობს, თქვენ იწყებთ გამოსავალზე ორიენტირებას - ასე რომ, ყველა ცდა უფრო ფასეული ხდება და აკეთებ აღმოჩენებს მთელი პროცესის განმავლობაში.

2018 წლის მარტის ბოლოს ნასიმ ტალები ჩაატარებს ორდღიან ლექციას თბილისში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს