დოქტორი დონატო ლანატის მიმართვა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებისადმი (R)

დოქტორი დონატო ლანატის მიმართვა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებისადმი (R)

კომპანია "ბადაგონის" მთავარი ენოლოგი, იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი, რომელიც ენოლოგთა მსოფლიო ხუთეულში სახელდება და მეღვინეობის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს, ღვინის ოსკარის მფლობელია, მიმართავს საზოგადოებას და საქართველოს მთავრობას ბადაგონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ვიდეო მიმართვა დოქტორმა დონატო ლანატიმ გუშინ, 14 თებერვალს გაავრცელა ენოლოგიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის "Enosis Meraviglia"-ს Twitter-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით. გთავაზობთ ტექსტის ქართულ თარგმანს (ვიდეომიმართვა იხილეთ ამ ბმულზე):

"მოგესალმებით, მე ვარ დონატო ლანატი, ბადაგონის პარტნიორი და ენოლოგი კომპანიის დაარსებიდან დღემდე. მე ძალიან, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, რადგან საკუთარ თავს დიდწილად ქართველად მივიჩნევ.

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ქართულ ღვინოზე საუბრობს, საჭიროა ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, რათა მსოფლიო მასშტაბით გაიზარდოს საქართველოს სახელმწიფოსა და ქვეყანაში მოღვაწე კომპანიების მიმართ ნდობა.

ვთვლი, რომ ღვინო საქართველოს საუკეთესო ელჩია და კომპანია ბადაგონმა, მიუხადავად ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორისა და სირთულისა, რაც შეხვდა არსებობის მანძილზე, დღეს შეძლო მოეპოვებინა ლიდერული პოზიცია საერთაშორისო დონეზე, რაც კომპანიის კომპეტენტური გუნდის დამსახურებაა გიორგი სალაყაიას თაოსნობით.

დღეს ბადაგონი მსოფლიო მასშტაბით ცნობადი და დაფასებული ბრენდია და მას შეუძლია იამაყოს ერთგული მომხმარებლის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პრობლემები, რომლებიც დღეს კომპანიის ირგვლივ განვითარდა, სერიზულ რისკს და საფრთხეს უქმნის ყველა იმ საქმეს, რაც უამრავი ადამიანის დიდი ძალისხმევით გაკეთდა. ვიმედოვნებ, რომ დღეს ბადაგონის გარშემო არსებული პრობლემები სამართლიანად და სრული პასუხისმგებლობით გადაიჭრება.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პირადად ვიცნობ, ვაფასებ მის დამოკიდებულებას სამშობლოსადმი და მის დიპლომატიურ კომპეტენტურობას საერთაშორისო მაშტაბით, შეძლებენ ნათელი მოჰფინონ ამ საქმეს და ხელი შეუწყონ ბადაგონის პრობლემების სამართლიანად გადაწყვეტას და მსოფლიოს დაანახონ არა მხოლოდ ქართული ღვინის ღირებულებები, არამედ ისიც, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა, დაიცვას ინვესტიციები.

ასევე ვთვლი, რომ თუკი ეს ეკონომიკური პრობლემები არ მოგვარდება ქვეყნის შიგნით, ყოველივე ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ საქართველოს სახელს და, რაც მთავარია, გასაოცარ ქართველ ხალხს.

დარწმუნებლი ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაიცავს სიმართლეს და ბადაგონი შეძლებს, გააგრძელოს არსებობა გონიერი და შორსმჭვრეტელი მმართველობის ქვეშ ისევე, როგორც ეს დღემდე იყო.

მთელი მსოფლოდან მიკავშირდებიან ბადაგონის უცხოელი პარტნიორები. ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს და იმისათვის, რომ პატიოსნება კვლავ დარჩეს ბადაგონისა და საქართველოს გზამკვლევ დროშად".

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი