მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - რაღაცნაირად მოახერხეს და ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით" სააკაშვილს ამბობენ
გიორგი მარგველაშვილი - რაღაცნაირად მოახერხეს და ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით" სააკაშვილს ამბობენ

ე.წ. "გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბის" სუ­ლის­კვე­თე­ბას ვი­ზი­ა­რებ და ის აუ­ცი­ლებ­ლად მი­სა­ღე­ბია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, და­წყე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი ჩა­მო­ვი­დეს და ამ პრო­ცეს­ში დაგ­ვეხ­მა­რონ. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს და­ეხ­მა­რე­ბა, მათი საქ­მე­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დეს და უფრო წინ წა­ვი­დეს.

"რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხეს და ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბის წინ "მა­მაო ჩვე­ნო­სა­ვით" სა­ა­კაშ­ვილს ამ­ბო­ბენ, თო­რემ სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ რა შუ­ა­შია?! აქ ლა­პა­რა­კია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უნდა და­იხ­ვე­წოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. რო­დე­საც მმარ­თველ­მა გუნ­დმა თქვა, რომ მე მინ­და დავ­წე­რო გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბი, გა­ვამ­კაც­რო კა­ნო­ნი, რომ მო­მა­ვალ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა არ და­არ­ღვი­ონ ის და მე გე­უბ­ნე­ბი, რომ ლო­გი­კუ­რად მხარს გი­ჭერ, აქ სა­ა­კაშ­ვი­ლი რა შუ­ა­შია?! როცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ვე­უბ­ნე­ბი, რომ შენი ინი­ცი­ა­ტი­ვა სწო­რია და მოგ­ყვე­ბი, აქ სა­ა­კაშ­ვი­ლი სად უნდა მი­ა­ბა? ძა­ლი­ან უჭირთ ხოლ­მე და ისე­დაც პი­არ­ში პრობ­ლე­მა აქვთ, მაგ­რამ სა­დაც მარ­გვე­ლაშ­ვილს ამ­ბო­ბენ, იცი­ან რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა თქვან, მაგ­რამ რა კონ­ტექ­სტში უნდა და­ა­კავ­ში­რონ, ვე­ღარც ხვდე­ბი­ან. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში "გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბი" გა­სა­კე­თე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში გაქ­რა ეს თემა მე­დი­ი­დან. მე ამ თე­მა­ზე არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია. რო­გორც კი "გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბი" თქვეს, ვთქვი, რომ სწო­რია. ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ეს შეს­წო­რე­ბე­ბი უნდა და­იხ­ვე­წოს. მაქვს და­წყე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი და დაგ­ვეხ­მა­რონ ამ პრო­ცეს­ში.

აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ამ შეს­წო­რე­ბე­ბის ნა­წი­ლი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს 2012 წლის კა­ნო­ნი, რო­მელ­მაც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი დაგ­ვიდ­გი­ნა ქვე­ყა­ნა­ში და მათ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. ახლა ვა­წარ­მო­ებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რომ შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს და­ეხ­მა­რე­ბა, რომ მათი საქ­მე­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დეს და უფრო წინ წა­ვი­დეს. ამ წლის 1-ელ ივ­ლისს ეწუ­რე­ბათ მათ ვადა, რომ მათ საქ­მე­ე­ბი შე­ი­ტა­ნონ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით. შე­საძ­ლოა იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც არ შე­უ­ტა­ნი­ათ, არ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ან ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შე­საძ­ლოა ეს უფ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ და­კარ­გონ. ამა­შიც და­ვეხ­მა­რე­ბით ამ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­ხელ­მწი­ფომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად სცნო. რა­ტომ გაქ­რა ეს თემა ან ახლა ან 2012 წელს? ის პრო­კუ­რო­რე­ბი, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მა­შინ რეპ­რე­სი­ებ­ში, რა­ტომ და­წი­ნა­ურ­დნენ?! ეს არის ჩემი შე­კი­თხვა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიორგი მარგველაშვილი - რაღაცნაირად მოახერხეს და ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით" სააკაშვილს ამბობენ

გიორგი მარგველაშვილი - რაღაცნაირად მოახერხეს და ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით" სააკაშვილს ამბობენ

ე.წ. "გირგვლიანის შესწორებების" სულისკვეთებას ვიზიარებ და ის აუცილებლად მისაღებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაწყებულია მოლაპარაკებები, რომ მეტი საერთაშორისო ექსპერტი ჩამოვიდეს და ამ პროცესში დაგვეხმარონ. მისივე თქმით, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც პოლიტპატიმრებს დაეხმარება, მათი საქმეები გაერთიანდეს და უფრო წინ წავიდეს.

"რაღაცნაირად მოახერხეს და ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით" სააკაშვილს ამბობენ, თორემ სააკაშვილი აქ რა შუაშია?! აქ ლაპარაკია იმის თაობაზე, რომ უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა. როდესაც მმართველმა გუნდმა თქვა, რომ მე მინდა დავწერო გირგვლიანის შესწორებები, გავამკაცრო კანონი, რომ მომავალმა პოლიტიკოსებმა არ დაარღვიონ ის და მე გეუბნები, რომ ლოგიკურად მხარს გიჭერ, აქ სააკაშვილი რა შუაშია?! როცა "ქართულ ოცნებას" ვეუბნები, რომ შენი ინიციატივა სწორია და მოგყვები, აქ სააკაშვილი სად უნდა მიაბა? ძალიან უჭირთ ხოლმე და ისედაც პიარში პრობლემა აქვთ, მაგრამ სადაც მარგველაშვილს ამბობენ, იციან რომ სააკაშვილი უნდა თქვან, მაგრამ რა კონტექსტში უნდა დააკავშირონ, ვეღარც ხვდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში "გირგვლიანის შესწორებები" გასაკეთებელია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გაქრა ეს თემა მედიიდან. მე ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. როგორც კი "გირგვლიანის შესწორებები" თქვეს, ვთქვი, რომ სწორია. ვთქვი, რომ აუცილებლად ეს შესწორებები უნდა დაიხვეწოს. მაქვს დაწყებული მოლაპარაკებები, რომ ჩამოვიყვანოთ მეტი საერთაშორისო ექსპერტი და დაგვეხმარონ ამ პროცესში.

აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ შესწორებების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს 2012 წლის კანონი, რომელმაც პოლიტპატიმრები დაგვიდგინა ქვეყანაში და მათ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ პოლიტპატიმრებს დაეხმარება, რომ მათი საქმეები გაერთიანდეს და უფრო წინ წავიდეს. ამ წლის 1-ელ ივლისს ეწურებათ მათ ვადა, რომ მათ საქმეები შეიტანონ პროკურატურაში ახლად აღმოჩენილი გარემოებებით. შესაძლოა იმ ადამიანებმა, ვისაც არ შეუტანიათ, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ან ფინანსური საშუალება, მათ შესაძლოა ეს უფლება სამუდამოდ დაკარგონ. ამაშიც დავეხმარებით ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფომ პოლიტპატიმრებად სცნო. რატომ გაქრა ეს თემა ან ახლა ან 2012 წელს? ის პროკურორები, მოსამართლეები, ვინც მონაწილეობდნენ მაშინ რეპრესიებში, რატომ დაწინაურდნენ?! ეს არის ჩემი შეკითხვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები