საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ჰოლანდიაში გადაბარგდება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ჰოლანდიაში გადაბარგდება

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ ნი­დერ­ლან­დებ­ში და­სახ­ლდე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა De Telegraaf მის ად­ვო­კატ ოს­კარ ჰა­მერშტე­ინ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­მა ქა­ლაქ რო­ტერ­დამ­ში, მიგ­რა­ცი­ი­სა და ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ოფისს ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად მი­მარ­თა. ჰა­მერშტე­ი­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აპი­რებს ამ­სტერ­დამ­ში და­სახ­ლდეს.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ნი­დერ­ლან­დე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვიზა "ოჯა­ხე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" უფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო, რად­გან ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ნი­დერ­ლან­დე­ბის მო­ქა­ლა­ქე სან­დრა რუ­ლოვსზე და მათ ორი შვი­ლი ჰყავთ.

12 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან პო­ლო­ნეთ­ში რე­ად­მი­სი­ის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­ძე­ვა. დღეს ის პო­ლო­ნე­თი­დან ნი­დერ­ლან­დებ­ში ჩა­ვი­და.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ჰოლანდიაში გადაბარგდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ჰოლანდიაში გადაბარგდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ნიდერლანდებში დასახლდება. ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf მის ადვოკატ ოსკარ ჰამერშტეინზე დაყრდნობით წერს.

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილმა ქალაქ როტერდამში, მიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ოფისს ბინადრობის უფლების გასაფორმებლად მიმართა. ჰამერშტეინის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აპირებს ამსტერდამში დასახლდეს.

გასული წლის დეკემბერში ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიზა "ოჯახების გაერთიანების" უფლების საფუძველზე მიიღო, რადგან ის დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მათ ორი შვილი ჰყავთ.

12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. დღეს ის პოლონეთიდან ნიდერლანდებში ჩავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."