დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ უკვე შეატყობინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილს შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ გუგეშაშვილი რეანომობილით შვილის პანაშვიდზე უკვე გადაიყვანეს, მეგობრები აღნიშნულს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება.
"ვუთხარით შვილის გარდაცვალების ამბავი. ჯერ კლინიკაშია და დატოვებს თუ არა საავადმყოფოს, არ ვიცით, ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია", - განაცხადა ბრეგვაძემ.