სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა
რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა

რუს­თავ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით შვი­დი ბავ­შვის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რუს­თა­ვის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ოთხი ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ მო­ა­თავ­სეს, სამი კი დღეს დი­ლით.

შვი­დი­ვეს ერთი და იგი­ვე სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვი­დი­ვე ბავ­შვმა რუს­თა­ვის ერთ-ერთ სა­შა­ურ­მე­ში გუ­შინ შა­ურ­მა მი­ირ­თვა და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მი­ზე­ზა­დაც ამას ასა­ხე­ლე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან შე­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, კვე­ბის ობი­ექ­ტში სა­დაც ბავ­შვებ­მა შა­ურ­მა მი­ირ­თვეს, არა­გეგ­მი­უ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ჩა­ა­ტა­რეს.

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. სა­ა­გენ­ტოს რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე, ჩა­ტარ­და არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცია ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ასე­ვე მოხ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვი­სათ­ვის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში საკვები პროდუქტით შვიდი ბავშვის ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, სამი კი დღეს დილით.

შვიდივეს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

წინასწარი ინფორმაციით, შვიდივე ბავშვმა რუსთავის ერთ-ერთ საშაურმეში გუშინ შაურმა მიირთვა და ინტოქსიკაციის მიზეზადაც ამას ასახელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კვების ობიექტში სადაც ბავშვებმა შაურმა მიირთვეს, არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარეს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება აღნიშნული ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს რეგიონული სამსახურის სპეციალისტები მივიდნენ ადგილზე, ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, მიეცა რეკომენდაცია ბიზნესოპერატორს განახორციელოს გარკვეული სამუშაოები რეცხვა-დეზინფექციის მიმართულებით და ასევე მოხდა ლაბორატორიული კვლევისათვის ნიმუშების აღება", - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია