პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი მდგომარეობა მძიმე და რთულია..." - რას ამბობს ლეილა აბაშიძის შესახებ დავით ოქიტაშვილი
"მისი მდგომარეობა მძიმე და რთულია..." - რას ამბობს ლეილა აბაშიძის შესახებ დავით ოქიტაშვილი

მსა­ხი­ო­ბი ლე­ი­ლა აბა­ში­ძე თა­ვის ტვი­ნის იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა, ბოლო ორი დღეა მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

88 წლის მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, AMBEBI.GE ოქი­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"ახლა დავ­ბრუნ­დი კლი­ნი­კი­დან. ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა რამ­დე­ნი­მე დღეა ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ტვინ­ში აქვს გა­ჟონ­ვა. დღეს, 16:00 სა­ათ­ზე შე­იკ­რი­ბე­ბა კონ­სი­ლი­უ­მი - ექი­მებს უნ­დათ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ ეტა­პთან და­კავ­ში­რე­ბით (თავ­ში კა­თე­ტერს ჩა­უ­ყე­ნე­ბენ) მო­ი­თათ­ბი­რონ. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე და რთუ­ლია, თუმ­ცა ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ გა­მო­იყ­ვა­ნონ ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ის ადეკ­ვა­ტუ­რია, რე­ა­გი­რებს სა­უ­ბარ­ზე" - გვი­თხრა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

ავად­მყო­ფობ­და თუ არა მსა­ხი­ო­ბი, ამ კი­თხვა­ზე ოქ­ტი­აშ­ვილ­მა გვი­პა­სუ­ხა, რომ ის ბოლო პე­რი­ოდ­ში სუს­ტად იყო. მი­სი­ვე თქმით, მსა­ხი­ო­ბი ჩა­წო­ლი­ლი იყო და მისი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ფა­რავ­და. ოქი­ტაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ წუ­თის­თვის პა­ცი­ენტს არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­მო­ვი­დეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მისი მდგომარეობა მძიმე და რთულია..." - რას ამბობს ლეილა აბაშიძის შესახებ დავით ოქიტაშვილი

"მისი მდგომარეობა მძიმე და რთულია..." - რას ამბობს ლეილა აბაშიძის შესახებ დავით ოქიტაშვილი

მსახიობი ლეილა აბაშიძე თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ლეილა აბაშიძე კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა, ბოლო ორი დღეა მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

88 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, AMBEBI.GE ოქიტაშვილს დაუკავშირდა:

"ახლა დავბრუნდი კლინიკიდან. ქალბატონი ლეილა რამდენიმე დღეა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ტვინში აქვს გაჟონვა. დღეს, 16:00 საათზე შეიკრიბება კონსილიუმი - ექიმებს უნდათ, ოჯახის წევრებთან ერთად, მკურნალობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით (თავში კათეტერს ჩაუყენებენ) მოითათბირონ. მისი მდგომარეობა მძიმე და რთულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამოიყვანონ ქალბატონი ლეილა მდგომარეობიდან. ამჟამად მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ის ადეკვატურია, რეაგირებს საუბარზე" - გვითხრა დავით ოქიტაშვილმა.

ავადმყოფობდა თუ არა მსახიობი, ამ კითხვაზე ოქტიაშვილმა გვიპასუხა, რომ ის ბოლო პერიოდში სუსტად იყო. მისივე თქმით, მსახიობი ჩაწოლილი იყო და მისი მკურნალობის ხარჯებს ბიძინა ივანიშვილი ფარავდა. ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამ წუთისთვის პაციენტს არაფერი სჭირდება, გარდა იმისა, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს მდგომარეობიდან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ