საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმი - გლდანის ციხიდან შემოყვანილ პატიმარს მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული
ექიმი - გლდანის ციხიდან შემოყვანილ პატიმარს მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული

ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის ექი­მის, ნი­კო­ლოზ ქარ­ცი­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გლ­და­ნის ცი­ხე­ში დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

რო­გორც ექიმ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით შე­იყ­ვა­ნეს პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

"ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ჩა­რე­ვა. ამ­ჟა­მად კრი­ტი­კუ­ლი რჩე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რის­გან აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ეს ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ას სცდე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ერ­თო სა­ძი­ლე არ­ტე­რია და შიგ­ნი­თა სა­უღ­ლე ვენა. ეს ის სის­ხლძარ­ღვე­ბია, რომ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ წამ­ში ან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი დად­გეს. რო­გორც ჩანს, ოპე­რა­ტი­უ­ლად და ადეკ­ვა­ტუ­რად იყო მი­ღე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, ვი­ნა­ი­დან, ასე ვთქვათ, ცო­ცხა­ლი მო­იყ­ვა­ნეს ჩვენს კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი და ცუ­დია. მთე­ლი პრობ­ლე­მა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და სის­ხლის და­ნა­კარგს, მე­ო­თხე ხა­რის­ხის ჰე­მო­რა­გი­უ­ლი შოკი იყო, რა­მაც თა­ვი­სი ცუდი გავ­ლე­ნა იქო­ნია მთლი­ა­ნად ორ­გა­ნიზ­მზე", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ­მა მსჯავ­რდე­ბულ­მა ერთჯე­რა­დი სა­პარ­სის პი­რით თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ექიმი - გლდანის ციხიდან შემოყვანილ პატიმარს მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული

ექიმი - გლდანის ციხიდან შემოყვანილ პატიმარს მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, გლდანის ციხეში დაჭრილი ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ ღუდუშაურის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს პატიმარი, რომელსაც მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული.

„ჩატარდა შესაბამისი ჩარევა. ამჟამად კრიტიკული რჩება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება იმას, თუ რისგან აქვს დაზიანებები მიყენებული, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება. დაზიანებული ჰქონდა საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში შეიძლება სიკვდილი დადგეს. როგორც ჩანს, ოპერატიულად და ადეკვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან, ასე ვთქვათ, ცოცხალი მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, მაგრამ დაზიანება მასშტაბური და ცუდია. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის დანაკარგს, მეოთხე ხარისხის ჰემორაგიული შოკი იყო, რამაც თავისი ცუდი გავლენა იქონია მთლიანად ორგანიზმზე“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი