აშშ-ს ოლიმპიური ნაკრების ყოფილი ექიმი, ლარი ნასარი, რომელიც სპორტსმენმა გოგოებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მიჩიგანიდან არიზონას შტატში კერძო თვითმფრინავით გადაიყვანეს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, 54 წლის ნასარი პატიმრობის ვადას არიზონაში მოიხდის, მოსამართლემ ყოფილ ექიმს 175 წელი მიუსაჯა.
ფოტოებზე, რომელიც თვითმფრინავთან არის გადაღებული, ჩანს, რომ თოვლსა და სიცივეში ექიმი მაისურით დგას.
ფრენა თითქმის 5 საათი გაგრძელდა.
ნასარს 150-ზე მეტ ქალზე ძალადობა ედება ბრალად. სპორტსმენი გოგონები ამბობენ, რომ ექიმთან ტრავმების სამკურნალოდ მიდიოდნენ, ის კი მათზე სექსუალურად ძალადობდა და ამბობდა, რომ ეს მკურნალობის ნაწილი იყო. სპორტსმენების თქმით, მათ ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევდა არცერთი ოფიციალური უწყება, მათ შორის - არც ამერიკის ოლიმპიური კომიტეტი.
ნახეთ ასევე: 175 წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს - ნასარმა 150 ქალზე იძალადა