სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსმონები სოჭში მაღალჩინოსანი პოლიციელის "პატრონაჟით" - რას წერს რუსი ბლოგერი
სექსმონები სოჭში მაღალჩინოსანი პოლიციელის "პატრონაჟით" - რას წერს რუსი ბლოგერი

რუსი ბლო­გე­რი სოჭ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ წერს, - წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, სამ წელ­ზე მე­ტია არ­სე­ბობს ბორ­დე­ლი, სა­დაც გო­გო­ნებს სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ. მათ დო­კუ­მენ­ტებს არ­თმევ­დნენ, ცემ­დნენ და ფულს ძა­ლავ­დნენ..." - ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა blogsochi.ru წერს.

საქ­მის "ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი" და ბორ­დე­ლის მფლო­ბე­ლი, და­რია შარ­ლაი და მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი, პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი ვიქ­ტორ ბი­რი­უ­ჩენ­კოა.

ბორ­დე­ლის მუ­შა­ო­ბის "სის­ტე­მა" ასე­თი იყო, - სა­გან­გე­ბოდ აგ­რო­ვებ­დნენ გო­გო­ნე­ბის პი­რად მო­ნა­ცე­მებს, მათ­ზე "გა­დი­ოდ­ნენ", სხვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იყო­ლი­ებ­დნენ, სთა­ვა­ზობ­დნენ სა­მუ­შა­ოს, შემ­დეგ კი, მუდ­მი­ვად აში­ნებ­დნენ, რათა გაქ­ცე­ვა­ზე არც ეფიქ­რათ... "სის­ტე­მის" ამ ნა­წილს პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი აკონ­ტრო­ლებ­და, რო­მე­ლიც "და­საქ­მე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბის" წა­მე­ბა­ში თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ჯი­უ­ტებს კი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბო­და...

გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში, ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ გაქ­ცე­ვა სცა­და. ის მა­ღა­ზი­ა­ში გა­ვი­და და უკან აღარ დაბ­რუნ­და, თუმ­ცა, ფუ­ლი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა ვერ შეძ­ლო... ამა­სო­ბა­ში კი ის "და­წე­სე­ბუ­ლე­ბის" ერთ-ერ­თმა მე­პატ­რო­ნემ, და­რია შარ­ლა­იმ იპო­ვა...

"იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბორ­დე­ლის ერთ-ერთი "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი" გო­გო­ნა და­სას­ჯე­ლად, სხვე­ბის­თვის ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლად, - სას­ტი­კად სცე­მეს, შემ­დეგ კი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩას­ვეს და ქა­ლა­ქი­დან ტყე­ში გა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც კი­დევ ერთხელ სცე­მეს... წყვილს გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნა მკვდა­რი ეგო­ნა, ის ტომ­რით ტყე­ში და­ტო­ვეს. თუმ­ცა, შემ­დეგ, ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად მობ­რუნ­დნენ და მხო­ლოდ მა­შინ შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ის ცო­ცხა­ლი იყო... გო­გო­ნა, ისევ სა­ბარ­გულ­ში ჩას­ვეს და ბი­ნა­ში მი­აბ­რუ­ნეს, სა­დაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთახ­ში ჰყავ­დათ დამ­წყვდე­უ­ლი. გო­გო­ნას მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ია­ტაკ­ზე ეძი­ნა", - წერს ბლო­გე­რი პა­ველ სი­დო­რო­ვი.

ბლოგ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ბოლო შემ­თხვე­ვა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და, - ასე­ვე გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას, გო­გო­ნას, პო­ლი­ცი­ე­ლი და მისი მე­გო­ბა­რი ქალი სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ და ფი­ნან­სუ­რი ჯა­რი­მაც და­უ­წე­სეს, 900 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც მას ბან­კი­დან კრე­დი­ტით უნდა აეღო... გო­გო­ნამ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე დღით გათ­ბო­ბის ბა­ტა­რე­ა­ზე მი­ა­ბეს. სწო­რედ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს ის სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

მას შემ­დეგ, რაც და­კი­თხეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, უამ­რა­ვი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, - რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა, რომ­ლებ­მაც სექს-მო­ნო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა შეძ­ლეს, დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბი­ან, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნიკ ვიქ­ტორ ბი­რი­უ­ჩენ­კო­სა და მის მე­გო­ბარ და­რია შარ­ლა­ი­ზე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და მით უფრო, გახ­მა­უ­რე­ბა არ უნდა, -" ჩვენ კი­დევ ერთხელ ვხე­დავთ რა ხდე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში - მა­შინ, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ასე­თი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა, სის­ტე­მა "თა­ვი­სი" ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ლო­ბი­რებს..."

"არა­ვინ იცის, რა ხდე­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში. ჩვენ გვიკ­ვირს, კრი­მი­ნა­ლუ­რი აფხა­ზე­თის, იქ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის, მა­შინ რო­დე­საც, ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა," - წერს დანა ან­დრე­ე­ვა.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ლა­რი­სა შახ­მა­ტო­ვას თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის და ასე­თი­ვე ბორ­დე­ლი კი­დევ ნა­გორ­ნა­ი­ას ქუ­ჩა­სა და მარ­სკო­ის ასახ­ვევ­შიც არ­სე­ბობს. მის შე­სა­ხებ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, თუმ­ცა, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის­გან რე­ა­გი­რე­ბა არ არის,"- წერს ის.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სექსმონები სოჭში მაღალჩინოსანი პოლიციელის "პატრონაჟით" - რას წერს რუსი ბლოგერი

სექსმონები სოჭში მაღალჩინოსანი პოლიციელის "პატრონაჟით" - რას წერს რუსი ბლოგერი

რუსი ბლოგერი სოჭში სექსუალური მონების არსებობის შესახებ წერს, - წითელარმიელების ქუჩაზე, სამ წელზე მეტია არსებობს ბორდელი, სადაც გოგონებს სექსუალურ მომსახურებას აიძულებენ. მათ დოკუმენტებს ართმევდნენ, ცემდნენ და ფულს ძალავდნენ..." - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა blogsochi.ru წერს.

საქმის "ორგანიზატორი" და ბორდელის მფლობელი, დარია შარლაი და მისი მეგობარი მამაკაცი, პოლიციის პოლკოვნიკი ვიქტორ ბირიუჩენკოა.

ბორდელის მუშაობის "სისტემა" ასეთი იყო, - საგანგებოდ აგროვებდნენ გოგონების პირად მონაცემებს, მათზე "გადიოდნენ", სხვების საშუალებით იყოლიებდნენ, სთავაზობდნენ სამუშაოს, შემდეგ კი, მუდმივად აშინებდნენ, რათა გაქცევაზე არც ეფიქრათ... "სისტემის" ამ ნაწილს პოლიციის მაღალჩინოსანი აკონტროლებდა, რომელიც "დასაქმებული გოგონების" წამებაში თავად მონაწილეობდა, ჯიუტებს კი სასტიკად უსწორდებოდა...

გასული წლის ზაფხულში, ერთ-ერთმა გოგონამ გაქცევა სცადა. ის მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა, თუმცა, ფულისა და დოკუმენტების უქონლობის გამო, ქალაქიდან გასვლა ვერ შეძლო... ამასობაში კი ის "დაწესებულების" ერთ-ერთმა მეპატრონემ, დარია შარლაიმ იპოვა...

"იყო შემთხვევა, როდესაც ბორდელის ერთ-ერთი "დაუმორჩილებელი" გოგონა დასასჯელად, სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად, - სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მანქანის საბარგულში ჩასვეს და ქალაქიდან ტყეში გაიყვანეს, სადაც კიდევ ერთხელ სცემეს... წყვილს გონებადაკარგული გოგონა მკვდარი ეგონა, ის ტომრით ტყეში დატოვეს. თუმცა, შემდეგ, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასარიდებლად მობრუნდნენ და მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, რომ ის ცოცხალი იყო... გოგონა, ისევ საბარგულში ჩასვეს და ბინაში მიაბრუნეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში ოთახში ჰყავდათ დამწყვდეული. გოგონას მთელი ამ დროის განმავლობაში იატაკზე ეძინა", - წერს ბლოგერი პაველ სიდოროვი.

ბლოგში ვკითხულობთ, რომ ბოლო შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ მოხდა, - ასევე გაქცევის მცდელობისას, გოგონას, პოლიციელი და მისი მეგობარი ქალი სასტიკად გაუსწორდნენ და ფინანსური ჯარიმაც დაუწესეს, 900 ათასი რუბლის ოდენობით, რომელიც მას ბანკიდან კრედიტით უნდა აეღო... გოგონამ ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც რამდენიმე დღით გათბობის ბატარეაზე მიაბეს. სწორედ ამ მდგომარეობაში იპოვეს ის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა.

მას შემდეგ, რაც დაკითხეს და გაათავისუფლეს, უამრავი ისტორიის შესახებ გახდა ცნობილი, - რამდენიმე გოგონა, რომლებმაც სექს-მონობიდან თავის დაღწევა შეძლეს, დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან, თუმცა, პოლიციის პოლკოვნიკ ვიქტორ ბირიუჩენკოსა და მის მეგობარ დარია შარლაიზე საქმე არ აღძრულა.

ინტერნეტმომხმარებლების აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებას საქმის გამოძიება და მით უფრო, გახმაურება არ უნდა, -" ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რა ხდება მართლმსაჯულებაში - მაშინ, როდესაც ქალაქის ცენტრში ასეთი სასტიკი დანაშაული ხდება, სისტემა "თავისი" ხალხის ინტერესებს ლობირებს..."

"არავინ იცის, რა ხდება ქალაქის ცენტრში. ჩვენ გვიკვირს, კრიმინალური აფხაზეთის, იქ ადამიანების გაუჩინარების, მაშინ როდესაც, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ საკურორტო ქალაქში ასეთი საშინელება ხდება," - წერს დანა ანდრეევა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, ლარისა შახმატოვას თქმით, ეს ყველაფერი არ არის და ასეთივე ბორდელი კიდევ ნაგორნაიას ქუჩასა და მარსკოის ასახვევშიც არსებობს. მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა, შესაბამისი უწყებებისგან რეაგირება არ არის,"- წერს ის.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"