ვინ იყო ქართველი რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო "დასცინა"

ვინ იყო ქართველი რეჟისორი, რომელსაც აკაკი წერეთელმა გვარის გამო "დასცინა"

პირველი ეროვნული ოპერებისა და პირველი ქართული მხატვრული ფილმის ავტორი, ალექსანდრე წუწუნავა ბავშვობიდან ხელოვნებით იყო გატაცებული. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მან შეძლო არაერთი მიმართულებით გამხდარიყო "პირველი".

წინაპრები

გურიაში, სოფელ ციხისძირში 1881 წლის 28 იანვარს, 100 წელს მიტანებულმა ალექსანდრე თაყაიშვილმა შვილიშვილის დაბადება კაჟიანი თოფის თორმეტჯერ გასროლით აღნიშნა და შვილიშვილს თავისი სახელი დაარქვა. ამ კაცს ახალგაზრდობაში არაერთი საინტერესო და რომანტიკული თავგადასავალი ჰქონია, მათ შორის - დაოჯახების ამბავიც. თავის დროზე ალექსანდრეს თავად ნაკაშიძის ქალი ჰყვარებია, რომელიც მოიტაცა და მასთან ერთად რამდენიმე დღე ლიხაურის ციხეში გამოიკეტა. სასიმამრო მიუვარდა და ქალიშვილის უკან დაბრუნებას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი სიძე-სიმამრის ქეიფით დასრულდა. მოგვიანებით, ალექსანდრესა და მატას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ეკატერინე დაარქვეს. ის ადრეული ასაკიდანვე შენიშნა ალექსანდრეს მომავალმა სიძემ - რაჟდენმა. გოგონა დანიშნა და მოგვიანებით, ცოლადაც შეირთო.

დაწყებითი განათლება

რაჟდენსა და ეკატერინეს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. განათლებული წყვილი იყო და ოჯახში წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ, შვილი ალექსანდრე ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. ბავშვს ზედმეტად მკაცრი გარემო დახვდა. "გამარუსებელი პოლიტიკა" ქართულად ლაპარაკს კრძალავდა და ამის გამო, მოსწავლეებს სასტიკად სჯიდნენ... ერთ დღეს ოზურგეთს გოდფრუას ცირკი ესტუმრა. როცა ეს ამბავი ალიოშამ (ასე ეძახდნენ ალექსანდრეს) შეიტყო, მეგობრებს უთხრა და ბავშვები ცირკში უნებართვოდ წავიდნენ, მაგრამ იქ მისვლა და მათი დაჭერა ერთი იყო - ბავშვებს ცირკის კართან ჩასაფრებული ელოდა ერთ-ერთი მაწავლებელი. მან ალიოშას ხელი ჩაავლო. მოსწავლემ მასწავლებელი ხელის კვრით მოიშორა, დაუძვრა, ხალხს შეერია და მეგობრებთან ერთად, სანახაობას ბოლომდე დაესწრო. მეორე დღეს მასწავლებელს მოსწავლეების გამოტეხა არ გასჭირვებია, მათ მალევე აღიარეს, რომ ცირკში წასვლის იდეა ალიოშამ გამოთქვა. "ჰა, რას იტყვი, ვაჟბატონო, კარგია ცირკი?" - მიუბრუნდა ალექსანდრეს მასწავლებელი. "ძალიან", - უპასუხა მან. "ჩემი არ გეშინია?" - "არა" - იყო პასუხი. "აი, თუ არ გეშინია"... - გაბრაზდა მასწავლებელი და მოსასხამის ქვეშ დამალული შოლტი ბავშვს სახეში გაარტყა. ალექსანდრეს ლოყა გაუსკდა და სიმწრისგან გულწასული ძირს დაეცა. "...მართალია, დამსაჯა ტირანმა მასწავლებელმა, მაგრამ ცირკისადმი მისწრაფება გულიდან ვერ აღმომიფხვრა. სამაგიეროდ, მისდამი ზიზღი სიკვდილამდის შემრჩა", - იგონებდა მოგვიანებით ალექსანდრე წუწუნავა.

15 წლის ალექსანდრეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საქმიანობას თეატრში გააგრძელებდა. ამავე პერიოდში, ის არაერთ წარმოდგენაში მონაწილეობდა და ზაფხულობით ლიხაურსა და მეზობელ სოფლებში წარმოდგენებს მართავდა. ოჯახის წევრები ურჩევდნენ, თავი დაენებებინა "წანწალისთვის" და სწავლა გაეგრძელებინა. "არა, შვილო, არ გვიყო ეს საქმე" - უთხრა ერთხელაც შვილს რაჟდენმა და ალექსანდრემაც, საბუთები თბილისის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტში შეიტანა.

რევოლუცია და მეტეხის ციხე

ორწლიანი სწავლების შემდეგ, ალექსანდრემ სწავლა მიატოვა და 1900 წელს თეატრალურ ცხოვრებაში საბოლოოდ ჩაება. ჯერ თბილისში, ე.წ. ავჭალის აუდიტორიაში მუშაობდა, შემდეგ ქუთაისში - ლადო მესხიშვილის დასში, ბოლოს კი ისევ დედაქალაქში დაბრუნდა და 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, 1901 წელს ალექსანდრე სამხედრო სამსახურის მოსახდელად გაიწვიეს. საექიმო კომისიამ ის ჯანმრთელობის სისუსტის გამო დაიწუნა, მაგრამ კანცელარიის უფროსმა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთი მაინც არ მისცა. ალექსანდრე შეეპასუხა, რის გამოც დააკავეს და კომენდანტის საკანში გამოამწყვდიეს. ქრთამისა და გავლენიანი ნათესავების წყალობით, ალექსანდრე ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობის ვადა მოიხადა თუ არა, ბათუმში გაემგზავრა. სურდა, ფული შეეგროვებინა და სწავლა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში გაეგრძელებინა. ალექსანდრემ ბათუმში წარმოდგენები გამართა, შემოსული თანხით გამგზავრება დაგეგმა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. ერთ დღეს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული ალექსანდრე ოზურგეთში, სხვებთან ერთად შეიპყრეს და თბილისში მეტეხის ციხეში მოათავსეს. იმ დროს მეტეხის ციხე პატიმრებს ვერ იტევდა, უადგილობის გამო ალექსანდრე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ქალების განყოფილებაში ჩასვეს. თითქმის 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავა მოსკოვში გაემგზავრა, იქაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მაგრამ როცა რევოლუცია დამარცხდა, დაპატიმრებას რომ გადარჩენილიყო, სამშობლოში დაბრუნდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

ბოლო 4 წელში, მე-9 კლასის შემდეგ სკოლა 30 000-მდე  მოსწავლემ დატოვა

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო