პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც გერმანულ ლაბორატორიაში გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობს
გაიცანით ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც გერმანულ ლაბორატორიაში გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობს

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნა­სა და გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო.

ამ სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი გერ­მა­ნი­ა­ში, ბრე­მე­ნის ია­კობ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მისი სა­მა­გის­ტრო თე­მის მი­ზა­ნი იყო მე­დი­ცი­ნა­ში ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებ­ში შეღ­წე­ვის მე­ქანზმე­ბის ბი­ო­ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დე­ბით შეს­წავ­ლა.

მა­გის­ტრა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ქა­ლაქ ვი­ურცბურ­გში რუ­დოლფ-ვირ­ხო­უს ინ­სტი­ტუ­ტში პრო­ფე­სორ რო­ლანდ ბენ­ცის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მკვლე­ვა­რად და­ი­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გო­თინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ვი­და და დღემ­დე გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებ­შია ჩარ­თუ­ლი.

32 წლის მა­რი­ა­მის ფი­ზი­კას­თან კავ­ში­რი ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო. "სამ­ყა­რო, ფი­ზი­კა, ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა - ეს ის სი­ტყვე­ბია, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მეს­მო­და, მა­მა­ჩე­მის, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ჯიმ­შერ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კის კა­თედ­რა­ზე. სწო­რედ მან შე­მაყ­ვა­რა სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბა­სა და ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი და ამ სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა სა­ბო­ლო­ოდ და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ჩემი ბედი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­თან," - იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო რომ დად­გა, მა­რი­ა­მი მიხ­ვდა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კის ერ­თგუ­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ბი­ო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მე­ბის ფი­ზი­კუ­რი კა­ნო­ნე­ბით შე­ფა­სე­ბა და ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რად და­მოწ­მე­ბა ნამ­დვი­ლად იყო ის, რისი კე­თე­ბაც არა­სო­დეს მო­ბეზ­რდე­ბო­და. ამი­ტომ ჩა­ა­ბა­რა თსუ-ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ბი­ო­ფი­ზი­კის გან­ხრით. თსუ-ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ატა­რებ­და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით სა­მუ­შა­ო­ებს პრო­ფე­სორ თა­მაზ მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ბი­ო­ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, მო­ნა­წი­ლე­ობ­და თსუ-ს ყო­ველ­წლი­ურ სტუ­დენ­ტურ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში.

- რო­გორ მოხ­და თქვე­ნი სა­ზღვა­გა­რეთ წას­ვლა და ამ­ჟა­მად სად და რა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ?

- თსუ-ში სწავ­ლის დროს უკვე ვფიქ­რობ­დი, რომ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, ბრე­მე­ნის ია­კობ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­გზავ­ნე და ჩა­ვი­რი­ცხე მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მა­ზე - Molecular life sciences (მო­ლე­კუ­ლუ­რი სი­ცო­ცხლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი), სწავ­ლე­ბის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით.

ასე­ვე, და­მე­ნიშ­ნა ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მო­მი­წია სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მუ­შა­ო­ბა, რა­მაც ჩემს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია და უფრო ცხა­დად და­მა­ნა­ხა, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­დო­და მო­მა­ვალ­ში მუ­შო­ბა. სა­მა­გის­ტრო თე­მა­ზე სა­მუ­შა­ოდ არ­ჩე­ვა­ნი მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რე. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ვმუ­შა­ობ­დი მე­დი­ცი­ნა­ში ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებ­ში შეღ­წე­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ბი­ო­ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დე­ბით შეს­წავ­ლა­ზე.

მა­გის­ტრა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოვ­ხვდი რუ­დოლფ-ვირ­ხო­უს ინ­სტი­ტუ­ტში პრო­ფე­სორ რო­ლანდ ბენ­ცის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მკვლე­ვა­რად. პრო­ფე­სო­რი ბენ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლია მიკ­რო­ო­გა­ნიზ­მებ­ში მემ­ბრა­ნუ­ლი ცი­ლე­ბის, კერ­ძოდ კა­ნა­ლე­ბის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. მის ჯგუფ­ში ვიკ­ვლევ­დი ერთ საკ­მა­ოდ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ქცე­ვის P13 კა­ნა­ლის ელექტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რო­მე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის და შებ­რუ­ნე­ბი­თი ტი­ფის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ას. ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ამ ბაქ­ტე­რი­ი­დან გარე მემ­ბრა­ნუ­ლი ცი­ლის "დამ­ზა­დე­ბა", რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ბო­რე­ლი­ის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნო­ზის­თვის და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

ჩემი სა­მეც­ნი­ე­რო ცხოვ­რე­ბის შემ­დე­გი ეტა­პი უკვე ქა­ლაქ გო­თინ­გენს უკავ­შირ­დე­ბა. გო­თინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დღემ­დე მოღ­ვა­წე­ობს ორი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ბუმ­ბე­რა­ზი მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­თა კვლე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნე­ბი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად ბი­ო­ფი­ზი­კის იმ დარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბას, რა დარ­გშიც მე მი­წევს მუ­შა­ო­ბა. გო­თინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრმა მო­მა­ნი­ჭა და­ფი­ნან­სე­ბა სა­დი­სერ­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის. ჩემი სა­დი­სერ­ტა­ციო პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, შეგ­ვეს­წავ­ლა უჯრე­დის­თვის ერთ-ერთი სა­სი­ცო­ცხლოდ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნე­ლის მი­ტო­ქონ­დრი­ის ში­ნა­გა­ნი "ანა­ტო­მია", რო­მე­ლიც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ენერ­გი­ის უდი­დეს ნა­წილს.

მი­ტო­ქონ­დრი­ამ მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქი­ის შეს­რუ­ლე­ბა რომ შეძ­ლოს, ამი­სათ­ვის მას გა­აჩ­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა. მა­გა­ლი­თად, თუ მი­ტო­ქონ­დრი­ის შიდა მემ­ბრა­ნის ნა­კე­ცო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა და­ირ­ღვა, ეს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს არა­რე­გუ­ლი­რე­ბად დაპ­როგ­რა­მე­ბულ უჯრე­დულ სიკ­ვდილს, რაც დიდ როლს თა­მა­შობს რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, გუ­ლის და სხვა ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა­ში. სწო­რედ მი­ტო­ქონ­დრი­ის შიდა მემ­ბრა­ნის ნა­კე­ცო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მოქ­მნის ფაქ­ტო­რე­ბის და მე­ქა­ნიზ­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გა­გე­ბა იყო ჩემი კვლე­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი.

მარ­თლაც, ამ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მო­ვახ­დი­ნე ასე­თი ცილა ფაქ­ტო­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ვაჩ­ვე­ნე, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი ცილა პირ­და­პირ კავ­შირ­შია მი­ტო­ქონ­დრი­ის შიდა მემ­ბრა­ნის ნა­კე­ცო­ვა­ნი მორ­ფო­ლო­გი­ის წარ­მოქ­მნა­სა და სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში. ჩვე­ნი ჯგუ­ფი არის პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა ასე­თი ფუნ­ქცი­ის მქონ­დე ცი­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­ხა­სი­ა­თე­ბა მი­ტო­ქონ­დრი­ის დარ­გში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, გო­თინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრმა ამ ნაშ­რომს კა­ტე­გო­რი­ა­ში "კლი­ნი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა" "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პუბ­ლი­კა­ცი­ის" სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ამ კვლე­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, ამ­ჟა­მად სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს შევ­ქმნათ ისე­თი სინ­თე­ტუ­რი პეპ­ტი­დი ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ითა­მა­შე­ბენ რიგი მი­ტო­ქონ­დრი­ის ანო­მა­ლუ­რი მორ­ფო­ლო­გი­ის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წარ­მოქ­მის შე­ფერ­ხე­ბა­ში.

- რა და­გეხ­მა­რათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და რას ურ­ჩევთ ახალ­გაზ­რდებს, რას მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე?

- მგო­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ია­რა­ღი არის ინ­ტე­რე­სი და და­უშ­რე­ტე­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა იმ სფე­რო­სი, რო­მელ­შიც ვმოღ­ვა­წე­ობთ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სურს და აინ­ტე­რე­სებს ჭეშ­მა­რი­და­ტად. ამით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­კენ უკვე გა­დად­გმუ­ლია. ასე­ვე, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღა­ლი გრძნო­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა და სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბია შემ­დგო­მი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­სა და სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბის­თვის.

- სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რა­ში რა არის თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა?

- ჩემს ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად ჟურ­ნა­ლებ­ში - Cell Metabolism და Journal of Cell Biology და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტი­ე­ბი მი­მაჩ­ნია. ეს მსოფ­ლიო დო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და უმაღ­ლე­სი დო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლე­ბია. Cell Metabolism-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მით გო­თინ­გე­ნის ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თი და­ინ­ტე­რეს­და და ამ ნაშ­რო­მის აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­დე­გებს სტა­ტი­აც კი მი­ე­ძღვნა.

- რო­გორც ვიცი, ახალ­ბე­და დედა ხართ. რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც დე­დი­სა და რო­გორც მეც­ნი­ე­რის ცხოვ­რე­ბა?

- ჯერ კი­დევ დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი ამ ეტაპ­ზე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა იმ ცხოვ­რე­ბის სტი­ლის­გან, რაც ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე მქონ­და. თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი რომ ჩემი ახა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ მომ­წონს. პი­რი­ქით, ვე­ფე­რე­ბი და ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემს შვილ­თან გა­ტა­რე­ბულ ყო­ველ წამს. კვი­რა­ში სამ­ჯერ, რა­მო­დე­ნი­მე სა­ათს ვა­ტა­რებთ სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ის სა­ბავ­შვო ჯგუ­ფებ­ში, სა­დაც ჩემს პა­ტა­რას შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს თა­ვი­სი ასა­კის ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, რაც თა­ვის­თა­ვად ხელს უწყობს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში.

ასე­ვე ასე­თი ტი­პის ჯგუ­ფებ­ში და­ნერ­გი­ლი პროგ­რა­მე­ბი მო­ი­ცა­ვენ ისე­თი ტი­პის თა­მა­შებს და აქ­ტი­ვო­ბებს, რაც ბავ­შვს ეხ­მა­რე­ბა ფიქ­რის, შეგ­რძნე­ბე­ბის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მშობ­ლებს კი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს შე­ვის­წავ­ლოთ ჩვე­ნი შვი­ლის ფსი­ქო­ლო­გია და აქ­ტი­უ­რად და­ვაკ­ვირ­დეთ მათ ქმე­დე­ბებს ჩვენ­თან და სხვა ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სტილს, ის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მეც­ნი­ე­რე­ბის გარ­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა მოგ­ზა­უ­რო­ბა, კუ­ლი­ნა­რია, სიმ­ღე­რა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ოპე­რა და ბა­ლე­ტი, შე­სა­ბა­მი­სად ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ხში­რი სტუ­მა­რი ვარ. ასე­ვე ჩვენ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლად იკ­რი­ბე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, ვირ­ჩევთ თე­მას და ამ თე­მის ირ­გვლივ ვმსჯე­ლობთ. ვთვლი, რომ ვარ ე.წ. foodie.

- სა­ხელ­გან­თქმულ სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას თუ გეგ­მავთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ახა­ლი თა­ო­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა - ეს ჩემი დიდი სურ­ვი­ლია. ამას იზი­ა­რებს ჩემი მე­უღ­ლე, დოქ­ტო­რი იან ბარ­ბო, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც მზად არის თა­ვი­სი ცოდ­ნა და მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს და და­ეხ­მა­როს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გან­ვით­რე­ბა­სა და და­ნერგვა­ში გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბი­სა (მაგ: ბი­ო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბა) და ინ­დუსტრი­უ­ლად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლის და­მუ­შა­ვე­ბა/გაწ­მენ­და დარ­გებ­ში.

თუმ­ცა ჯერ-ჯე­რო­ბით რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ გვაქვს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი ამ ეტაპ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ სურ­ვი­ლად რჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გაიცანით ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც გერმანულ ლაბორატორიაში გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობს

გაიცანით ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც გერმანულ ლაბორატორიაში გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობს

ანტიბიოტიკებისადმი ინფექციების გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ინფექციების წარმოქმნასა და გავრცელების წინააღმდეგ სტრატეგიების შემუშავებაა საჭირო.

ამ სტრატეგიის შექმნას ემსახურებოდა ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის მარიამ ბარბო-ჯავახიშვილის სამაგისტრო ნაშრომი გერმანიაში, ბრემენის იაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო თემის მიზანი იყო მედიცინაში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში გამოყენებული სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკების ბაქტერიულ უჯრედებში შეღწევის მექანზმების ბიოფიზიკური მეთოდებით შესწავლა.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მარიამ ბარბო-ჯავახიშვილმა ქალაქ ვიურცბურგში რუდოლფ-ვირხოუს ინსტიტუტში პროფესორ როლანდ ბენცის ლაბორატორიაში მკვლევარად დაიწყო საქმიანობა, მოგვიანებით კი გოთინგენის უნივერსიტეტში გადავიდა და დღემდე გლობალური მნიშვნელობის პროექტებშია ჩართული.

32 წლის მარიამის ფიზიკასთან კავშირი ბავშვობიდან დაიწყო. "სამყარო, ფიზიკა, ბუნების კანონზომიერება - ეს ის სიტყვებია, რომლებიც სახლში ღრმა ბავშვობიდან მესმოდა, მამაჩემის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯიმშერ ჯავახიშვილის წყალობით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე. სწორედ მან შემაყვარა სამყაროს წარმოშობასა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულებაზე ფიქრი და ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა საბოლოოდ დამეკავშირებინა ჩემი ბედი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან," - იხსენებს ახალგაზრდა მეცნიერი.

პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, მარიამი მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება თეორიული ფიზიკის ერთგულება არ შეეძლო, მაგრამ ბიოლოგიური სისტემების ფიზიკური კანონებით შეფასება და ექსპერიმენტალურად დამოწმება ნამდვილად იყო ის, რისი კეთებაც არასოდეს მობეზრდებოდა. ამიტომ ჩააბარა თსუ-ში ფიზიკის ფაკულტეტზე ბიოფიზიკის განხრით. თსუ-ში სწავლის პარალელურად, ატარებდა სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ექსპერიმენტული ბიოფიზიკის ლაბორატორიაში, მონაწილეობდა თსუ-ს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში.

- როგორ მოხდა თქვენი საზღვაგარეთ წასვლა და ამჟამად სად და რა პროექტზე მუშაობთ?

- თსუ-ში სწავლის დროს უკვე ვფიქრობდი, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ გამეგრძელებინა სწავლა. ჩემი მონაცემები გერმანიაში, ბრემენის იაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავგზავნე და ჩავირიცხე მაგისტრატურის პროგრამაზე - Molecular life sciences (მოლეკულური სიცოცხლის მეცნიერებები), სწავლების სრული დაფინანსებით.

ასევე, დამენიშნა ყოველთვიური სტიპენდია სწავლის პერიოდში საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში მომიწია სხვადასხვა პროფილის მქონე ლაბორატორიებში მუშაობა, რამაც ჩემს პროფესიულ ზრდაზე გავლენა იქონია და უფრო ცხადად დამანახა, თუ რა მიმართულებით მინდოდა მომავალში მუშობა. სამაგისტრო თემაზე სამუშაოდ არჩევანი მოლეკულური ბიოფიზიკის ლაბორატორიაზე შევაჩერე. სწორედ ამ პერიოდში ვმუშაობდი მედიცინაში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში გამოყენებული სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკების ბაქტერიულ უჯრედებში შეღწევის მექანიზმების ბიოფიზიკური მეთოდებით შესწავლაზე.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მოვხვდი რუდოლფ-ვირხოუს ინსტიტუტში პროფესორ როლანდ ბენცის ლაბორატორიაში მკვლევარად. პროფესორი ბენცი განსაკუთრებით ცნობილია მიკროოგანიზმებში მემბრანული ცილების, კერძოდ კანალების დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მის ჯგუფში ვიკვლევდი ერთ საკმაოდ არაორდინალური ქცევის P13 კანალის ელექტროფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, რომელიც მიეკუთვნება ლაიმის დაავადების და შებრუნებითი ტიფის გამომწვევ ბაქტერიას. ამ პროექტზე მუშაობის მთავარი მიზანი იყო ამ ბაქტერიიდან გარე მემბრანული ცილის "დამზადება", რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბორელიის ინფექციური დაავადებების დიაგნოზისთვის და მკურნალობისთვის.

ჩემი სამეცნიერო ცხოვრების შემდეგი ეტაპი უკვე ქალაქ გოთინგენს უკავშირდება. გოთინგენის უნივერსიტეტში დღემდე მოღვაწეობს ორი ნობელის პრემიის ლაურეატი ბუმბერაზი მეცნიერი, რომელთა კვლევების აღმოჩენები დაედო საფუძვლად ბიოფიზიკის იმ დარგის მიმართულებას, რა დარგშიც მე მიწევს მუშაობა. გოთინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა მომანიჭა დაფინანსება სადისერტაციო სამუშაოებისათვის. ჩემი სადისერტაციო პროექტის მიზანი იყო, შეგვესწავლა უჯრედისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანელის მიტოქონდრიის შინაგანი "ანატომია", რომელიც გამოიმუშავებს ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური ფუნქიონირებისათვის საჭირო ენერგიის უდიდეს ნაწილს.

მიტოქონდრიამ მასზე დაკისრებული ფუნქიის შესრულება რომ შეძლოს, ამისათვის მას გააჩნია განსაკუთრებული სტრუქტურა. მაგალითად, თუ მიტოქონდრიის შიდა მემბრანის ნაკეცოვანი სტრუქტურა დაირღვა, ეს ხშირ შემთხვევაში გამოიწვევს არარეგულირებად დაპროგრამებულ უჯრედულ სიკვდილს, რაც დიდ როლს თამაშობს რიგი დაავადებების, გულის და სხვა ავტოიმუნური და დეგენერაციული დაავადებების გამოწვევაში. სწორედ მიტოქონდრიის შიდა მემბრანის ნაკეცოვანი სტრუქტურის წარმოქმნის ფაქტორების და მექანიზმების აღმოჩენა და გაგება იყო ჩემი კვლევის მთავარი მიზანი.

მართლაც, ამ კვლევის ფარგლებში მოვახდინე ასეთი ცილა ფაქტორის იდენტიფიცირება და ვაჩვენე, რომ ეს კონკრეტული ცილა პირდაპირ კავშირშია მიტოქონდრიის შიდა მემბრანის ნაკეცოვანი მორფოლოგიის წარმოქმნასა და სტაბილიზაციაში. ჩვენი ჯგუფი არის პირველი, რომელმაც მოახდინა ასეთი ფუნქციის მქონდე ცილის იდენტიფიცირება და დახასიათება მიტოქონდრიის დარგში.

აღსანიშნავია რომ, გოთინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა ამ ნაშრომს კატეგორიაში "კლინიკური მეცნიერება" "ძალიან მნიშვნელოვან პუბლიკაციის" სტატუსი მიანიჭა. ამ კვლევებით მიღებული ცოდნა, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, ამჟამად საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი სინთეტური პეპტიდი ინჰიბიტორები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ რიგი მიტოქონდრიის ანომალური მორფოლოგიის შედეგად გამოწვეული დაავადებების წარმოქმის შეფერხებაში.

- რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში და რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რას მიაქციონ ყურადღება კარიერული განვითარების გზაზე?

- მგონია, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მძლავრი იარაღი არის ინტერესი და დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა იმ სფეროსი, რომელშიც ვმოღვაწეობთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას უნდა იხელმძღვანელონ იმის მიხედვით, თუ რა სურს და აინტერესებს ჭეშმარიდატად. ამით პირველი ნაბიჯი კარიერული წარმატებისკენ უკვე გადადგმულია. ასევე, დაუღალავი შრომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და საჭირო კონტაქტების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია შემდგომი კარიერული განვითარებისთვისა და საბოლოო წარმატებისთვის.

- სამეცნიერო კარიერაში რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

- ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ჟურნალებში - Cell Metabolism და Journal of Cell Biology დაბეჭდილი სტატიები მიმაჩნია. ეს მსოფლიო დონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უმაღლესი დონის სამეცნიერო ჟურნალებია. Cell Metabolism-ში გამოქვეყნებული ნაშრომით გოთინგენის ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი დაინტერესდა და ამ ნაშრომის აღმოჩენების შედეგებს სტატიაც კი მიეძღვნა.

- როგორც ვიცი, ახალბედა დედა ხართ. როგორია თქვენი, როგორც დედისა და როგორც მეცნიერის ცხოვრება?

- ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ვიმყოფები და ჩემი ცხოვრების სტილი ამ ეტაპზე რადიკალურად განსხვავდება იმ ცხოვრების სტილისგან, რაც ბავშვის დაბადებამდე მქონდა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ჩემი ახალი მდგომარეობა არ მომწონს. პირიქით, ვეფერები და ვუფრთხილდები ჩემს შვილთან გატარებულ ყოველ წამს. კვირაში სამჯერ, რამოდენიმე საათს ვატარებთ სხვადასხვა კონცეფციის საბავშვო ჯგუფებში, სადაც ჩემს პატარას შესაძლებლობა აქვს თავისი ასაკის ბავშვებთან ურთიერთობის, რაც თავისთავად ხელს უწყობს ადრეული ასაკიდან სოციალური ურთიერთობების დამყარებაში.

ასევე ასეთი ტიპის ჯგუფებში დანერგილი პროგრამები მოიცავენ ისეთი ტიპის თამაშებს და აქტივობებს, რაც ბავშვს ეხმარება ფიქრის, შეგრძნებების და ინდივიდუალიზმის განვითარებაში, მშობლებს კი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ჩვენი შვილის ფსიქოლოგია და აქტიურად დავაკვირდეთ მათ ქმედებებს ჩვენთან და სხვა ბავშვებთან მიმართებაში.

რაც შეეხება ჩემი ჩვეული ცხოვრების სტილს, ის საკმაოდ მრავალფეროვანია. მეცნიერების გარდა, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა მოგზაურობა, კულინარია, სიმღერა. ძალიან მიყვარს ოპერა და ბალეტი, შესაბამისად ოპერისა და ბალეტის თეატრის ხშირი სტუმარი ვარ. ასევე ჩვენთან რეგულარულად იკრიბებიან მეგობრები და კოლეგები, ვირჩევთ თემას და ამ თემის ირგვლივ ვმსჯელობთ. ვთვლი, რომ ვარ ე.წ. foodie.

- სახელგანთქმულ სამეცნიერო ლაბორატორიებში საქმიანობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავთ?

- საქართველოში დაბრუნება და საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარება - ეს ჩემი დიდი სურვილია. ამას იზიარებს ჩემი მეუღლე, დოქტორი იან ბარბო, რომელიც თვითონაც მზად არის თავისი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და დაეხმაროს ინოვაციური მეთოდების განვითრებასა და დანერგვაში განახლებადი ენერგიებისა (მაგ: ბიოენერგიის წარმოება) და ინდუსტრიულად დაბინძურებული წყლის დამუშავება/გაწმენდა დარგებში.

თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული გეგმა, ან შემოთავაზება არ გვაქვს და საქართველოში დაბრუნების სურვილი ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მხოლოდ სურვილად რჩება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში გასტროლებზე მყოფი მოსკოვის თეატრის რეჟისორი მაყურებელს - "მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას"