პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი "სელფი" საქართველოში...
პირველი "სელფი" საქართველოში...

სელ­ფი - XXI სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სი­ტყვაა. 2012 წელს გა­მო­ცე­მა Time-მა "სელ­ფი" წლის ტერ­მი­ნა­დაც კი და­ა­სა­ხე­ლა.

სელ­ფის წი­ნაპ­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ავ­ტო­პორ­ტრე­ტუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რომ­ლის პი­ო­ნე­რად ფო­ტოგ­რა­ფი რო­ბერტ კორ­ნე­ლი­უ­სი ით­ვლე­ბა. მან 1839 წელს სა­კუ­თარ თავს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გა­და­უ­ღო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს არის გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სელ­ფი. ძვე­ლი"კო­და­კის" მარ­კის ფო­ტო­ა­პა­რა­ტით გა­და­ღე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის ანა­რეკ­ლი, იგი­ვე სელ­ფი გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თველ პუბ­ლი­ცისტსა და მეც­ნი­ერს ნიკო ნი­კო­ლა­ძეს ეკუთ­ვნის.

ამ უნი­კა­ლურ ფო­ტო­ზე, ნიკო ნი­კო­ლა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლია ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

"სუ­რა­თი მუ­ზე­უმს გად­მოს­ცა მხატ­ვარ­მა გიგი კე­შე­ლა­ვამ 1973 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს. მას­თან რო­გორ აღ­მოჩ­ნდა, არ ვიცი. გა­და­ღე­ბუ­ლი უნდა იყოს მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში. ამა­ვე წლებ­ში კი­დევ ორი­ო­დე სარ­კე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი არ­სე­ბობს - ნი­კოს შვი­ლე­ბის და ფოთ­ში კო­წია მი­ქა­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად.

სა­ერ­თოდ, ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ფო­ტოგ­რა­ფი­ით ნი­კოს გარ­და ბევ­რი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ფო­ტოგ­რა­ფია ამ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ერ­თგვა­რი ჰობი იყო; ხოლო ნიკო ნი­კო­ლა­ძის ცო­ლის ძმა, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ფერმ­წე­რი და ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი გახ­ლდათ. ეს სუ­რა­თი, რო­გორც ნი­კოს შვი­ლიშ­ვილ­მა ნი­კო­ლოზ (ნიკი) პო­ლი­ექ­ტოვ­მა გვი­თხრა, ამე­რი­კუ­ლი "კო­და­კის" ფირ­მის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. სხვა­გან, შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ღე­ბულ სუ­რა­თებ­ში, სხვაგ­ვა­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი უჭი­რავს ნი­კოს. ფო­ტო­სუ­რა­თი ორი­გი­ნა­ლუ­რია" - ამ­ბობს ლია ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი.

ფოტო: "ქუ­თა­ი­სი პოს­ტი"

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

პირველი "სელფი" საქართველოში...

პირველი "სელფი" საქართველოში...

სელფი - XXI საუკუნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა. 2012 წელს გამოცემა Time-მა "სელფი" წლის ტერმინადაც კი დაასახელა.

სელფის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს ავტოპორტრეტული ფოტოსურათები, რომლის პიონერად ფოტოგრაფი რობერტ კორნელიუსი ითვლება. მან 1839 წელს საკუთარ თავს ფოტოსურათები გადაუღო.

საინტერესოა, რომ საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს არის გადაღებული პირველი სელფი. ძველი"კოდაკის" მარკის ფოტოაპარატით გადაღებული საკუთარი თავის ანარეკლი, იგივე სელფი გამოჩენილ ქართველ პუბლიცისტსა და მეცნიერს ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის.

ამ უნიკალურ ფოტოზე, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი, ლია ბიბილეიშვილი გვიამბობს:

"სურათი მუზეუმს გადმოსცა მხატვარმა გიგი კეშელავამ 1973 წლის 16 ოქტომბერს. მასთან როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. გადაღებული უნდა იყოს მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში. ამავე წლებში კიდევ ორიოდე სარკეში გადაღებული სურათი არსებობს - ნიკოს შვილების და ფოთში კოწია მიქაბერიძესთან ერთად.

საერთოდ, ნიკოლაძეების ოჯახში ფოტოგრაფიით ნიკოს გარდა ბევრი იყო დაინტერესებული. შეიძლება ითქვას, ფოტოგრაფია ამ ოჯახის წევრებისთვის ერთგვარი ჰობი იყო; ხოლო ნიკო ნიკოლაძის ცოლის ძმა, დავით გურამიშვილი ცნობილი ფერმწერი და ფოტოხელოვანი გახლდათ. ეს სურათი, როგორც ნიკოს შვილიშვილმა ნიკოლოზ (ნიკი) პოლიექტოვმა გვითხრა, ამერიკული "კოდაკის" ფირმის ფოტოაპარატითაა გადაღებული. სხვაგან, შვეიცარიაში გადაღებულ სურათებში, სხვაგვარი ფოტოაპარატი უჭირავს ნიკოს. ფოტოსურათი ორიგინალურია" - ამბობს ლია ბიბილეიშვილი.

ფოტო: "ქუთაისი პოსტი"

 

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს

ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები