პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაიცა პირველი პასპორტი მსოფლიოში და რა საბუთს იყენებდნენ მის გამოგონებამდე
როდის გაიცა პირველი პასპორტი მსოფლიოში და რა საბუთს იყენებდნენ მის გამოგონებამდე

"და ვი­ღებ შარ­ვლი­დან ჰა­ერ­ში საქ­ნე­ვად,

მსგავ­სად წი­თე­ლი დრო­შის გაშ­ლი­ლის -

იკი­თხეთ, შეგშურ­დეთ,

მე მო­ქა­ლა­ქე ვარ დი­ა­დი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის"

ამ სი­ტყვე­ბით მთავ­რდე­ბა ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკის ცნო­ბი­ლი ლექ­სი საბ­ჭო­თა პას­პორტზე. 27 წლის წინ დაშ­ლი­ლი დი­ა­დი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი უკვე ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით პას­პორ­ტს, რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე დო­კუ­მენტს გა­ცი­ლე­ბით ხან­გრძლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს.

მისი გა­ცე­მის პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვით მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. სპარ­სე­თის მე­ფის არ­ტაქ­სერ­ქსე I-ის კა­რის ერთ-ერ­თმა მსა­ხურ­მა მე­ფეს სპარ­სე­თი­დან იუ­დე­ის სა­მე­ფო­ში გამ­გზავ­რე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვი­ე­რი ნე­ბარ­თვის წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით და­დას­ტუ­რე­ბა მოს­თხო­ვა.

პას­პორ­ტე­ბი, უფრო სწო­რედ კი ქა­ღალ­დი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის თვალ­საზ­რი­სით თა­ნა­მედ­რო­ვე პას­პორ­ტის როლს ას­რუ­ლებ­და, ძველ ეგ­ვიპ­ტე­შიც არ­სე­ბობ­და. იმ დროს პას­პორ­ტის - ჯა­ვა­ზის ფუნ­ქცი­ას პა­პი­რუ­სის ქა­ღალ­დზე და­წე­რი­ლი ტექ­სტი ას­რუ­ლებ­და. მის გა­რე­შე ნი­ლოს­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა, მდი­ნა­რის ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლა და ეგ­ვიპ­ტის სხვა­დას­ხვა მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში შეს­ვლა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. ტუ­ლუ­ნი­დე­ბის დი­ნას­ტი­ის მარ­თვე­ლო­ბი­სას, ეგ­ვიპ­ტის და­სა­ტო­ვებ­ლად სა­ჭი­რო იყო ჯა­ვა­ზის ქონა, ამ პას­პორ­ტში თან­მხლე­ბი მო­ნე­ბიც კი უნდა აღ­რი­ცხუ­ლიყ­ვნენ.

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ სი­ტყვა პას­პორ­ტი ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და სი­ტყვა­სი­ტყვით სა­ზღვაო პორ­ტში შეს­ვლის­თვის სა­ჭი­რო ძვე­ლე­ბურ დო­კუ­მენტს ნიშ­ნავს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის კა­რიბ­ჭე­ში შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევ­დათ. ფრან­გუ­ლი სი­ტყვა porte სწო­რედ კარს ნიშ­ნავს.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბით "პას­პორ­ტის" პირ­ვე­ლი ნი­მუ­შის ავ­ტო­რად ინ­გლი­სის მეფე ჰენ­რი V-ს მი­იჩ­ნე­ვენ. შუ­ა­სა­უ­კუ­ნო­ვან ევ­რო­პა­ში ასეთ დო­კუ­მენ­ტებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რებს ური­გებ­და. ქა­ღალ­დზე გა­წერ­ლი­ლი იყო იმ ქა­ლა­ქე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­შიც მოგ­ზა­ურს შეს­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

აქ­ტი­უ­რი პას­პორ­ტი­ზა­ცია XV სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა, რაც მა­თხოვ­რე­ბი­სა და მა­წან­წა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი მკაც­რი ზო­მე­ბის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო. ისი­ნი მუდ­მი­ვად იც­ვლიდ­ნენ ად­გილ­სამ­ყო­ფელს, ამი­ტომ მოგ­ზა­უ­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ და­მა­ტე­ბით წა­რედ­გი­ნათ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც მათ მა­წან­წა­ლე­ბის­გან გა­არ­ჩევ­დნენ.

რუ­სეთ­ში პირ­ვე­ლი პას­პორ­ტე­ბი პეტ­რე პირ­ვე­ლის დროს შე­მო­ი­ღეს. XVII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნი­დან პას­პორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. ნა­პო­ლე­ო­ნის ეპო­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ომე­ბის ჟამს, დე­ზერ­ტი­რო­ბის აღ­საკ­ვე­თად საფ­რან­გეთ­ში სამ­ხედ­რო პას­პორ­ტი (Militarpass) შე­მო­ი­ღეს. შემ­დგომ­ში გა­მოჩ­ნდა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პას­პორ­ტი ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის და სა­ხე­ლოს­ნო სას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის.

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს პას­პორ­ტი­ზცი­ის კუ­თხით ევ­რო­პა­ში ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. პირ­ველ მსოფ­ლიო ომამ­დე ევ­რო­პა­ში სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა ძალ­ზე მარ­ტი­ვი იყო და პას­პორ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბი­თაც თავს პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ იწუ­ხებ­და. რკი­ნიგ­ზის სწრაფ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ და ხალ­ხის გა­და­ად­გი­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის მკვეთრმა ზრდამ, იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­პას­პორ­ტო სის­ტე­მა ერ­თი­ა­ნად არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­ხა­და. მე­სა­ზღვრე­ე­ბი ვე­ღარ აუ­დი­ოდ­ნენ პას­პორ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბას. ამი­ტო­მაც ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში სა­პას­პორ­ტო სის­ტე­მის სა­ჭი­რო­ე­ბამ მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­წია.

1914 წელს ვი­თა­რე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ორმა ფაქ­ტორ­მა შეც­ვა­ლა - ფო­ტო­სუ­რათ­მა, რომ­ლის ჩაკ­ვრა პას­პორ­ტებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ხა­დეს და პირ­ველ­მა მსოფ­ლიო ომმა. ჯა­შუ­შე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ერთ-ერთ ეფექ­ტურ მე­თო­დად გამ­კაც­რე­ბუ­ლი სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლი მო­ი­აზ­რე­ბო­და.

მე­ფის რუ­სეთ­ში პას­პორ­ტს აქ­ტუ­ა­ლო­ბა არას­დროს და­უ­კარ­გავს. მე-18 სა­უ­კუ­ნი­დან კა­ნო­ნი მფლო­ბელს პას­პორ­ტის გა­და­ფორ­მე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ბე­გა­რის გა­დახ­დას ყო­ველ­წლი­უ­რად ავალ­დე­ბუ­ლებ­და. მე­ფის ჩა­მოგ­დე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა ერთხანს პას­პორ­ტე­ბი სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მეს და შრო­მის წიგ­ნა­კე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს - პრო­ლე­ტა­რის­თვის შრო­მის წიგ­ნაკს უფრო დიდი მნიშ­ნე­ლო­ბა უნდა ქო­ნო­და ვიდ­რე ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ პას­პორ­ტს.

წი­თე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გონს მხო­ლოდ 1923 წელს მო­ე­გო. რო­დე­საც გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­პას­პორ­ტო სის­ტე­მის ხელ­შე­წყო­ბით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სსრკ-დან გა­იქ­ცა. ათი წლის შემ­დეგ სსრკ-ში პას­პორ­ტე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა შე­მო­ი­ღეს.

დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე პას­პორ­ტი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთი გა­რან­ტია. ის გა­ყალ­ბე­ბის­გან არა­ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაა და­ცუ­ლი. ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ღალ­დზე არ­სე­ბუ­ლი თქვე­ნი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დუბ­ლი­რე­ბა პას­პორ­ტში "ჩა­შე­ნე­ბულ" ჩიპ­ზე ხდე­ბა. არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით ამა­ვე ჩიპ­ზე ინა­ხე­ბა პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლის თი­თის ანა­ბეჭ­დი და თვა­ლის ბა­დუ­რის სუ­რა­თი.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როდის გაიცა პირველი პასპორტი მსოფლიოში და რა საბუთს იყენებდნენ მის გამოგონებამდე

როდის გაიცა პირველი პასპორტი მსოფლიოში და რა საბუთს იყენებდნენ მის გამოგონებამდე

"და ვიღებ შარვლიდან ჰაერში საქნევად,

მსგავსად წითელი დროშის გაშლილის -

იკითხეთ, შეგშურდეთ,

მე მოქალაქე ვარ დიადი საბჭოთა კავშირის"

ამ სიტყვებით მთავრდება ვლადიმერ მაიაკოვსკის ცნობილი ლექსი საბჭოთა პასპორტზე. 27 წლის წინ დაშლილი დიადი საბჭოთა კავშირი უკვე ისტორიის ნაწილია. მისგან განსხვავებით პასპორტს, როგორც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს გაცილებით ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს.

მისი გაცემის პირველი ცნობილი ფაქტი ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნით თარიღდება. სპარსეთის მეფის არტაქსერქსე I-ის კარის ერთ-ერთმა მსახურმა მეფეს სპარსეთიდან იუდეის სამეფოში გამგზავრებისთვის მიცემული სიტყვიერი ნებართვის წერილობითი სახით დადასტურება მოსთხოვა.

პასპორტები, უფრო სწორედ კი ქაღალდი, რომელიც კანონის თვალსაზრისით თანამედროვე პასპორტის როლს ასრულებდა, ძველ ეგვიპტეშიც არსებობდა. იმ დროს პასპორტის - ჯავაზის ფუნქციას პაპირუსის ქაღალდზე დაწერილი ტექსტი ასრულებდა. მის გარეშე ნილოსზე მოგზაურობა, მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა და ეგვიპტის სხვადასხვა მსხვილ ქალაქებში შესვლა ყოვლად დაუშვებელი იყო. ტულუნიდების დინასტიის მართველობისას, ეგვიპტის დასატოვებლად საჭირო იყო ჯავაზის ქონა, ამ პასპორტში თანმხლები მონებიც კი უნდა აღრიცხულიყვნენ.

მიჩნეულია, რომ სიტყვა პასპორტი ფრანგული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით საზღვაო პორტში შესვლისთვის საჭირო ძველებურ დოკუმენტს ნიშნავს. სინამდვილეში ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ქალაქის კარიბჭეში შესვლის შესაძლებლობას გაძლევდათ. ფრანგული სიტყვა porte სწორედ კარს ნიშნავს.

თანამედროვე გაგებით "პასპორტის" პირველი ნიმუშის ავტორად ინგლისის მეფე ჰენრი V-ს მიიჩნევენ. შუასაუკუნოვან ევროპაში ასეთ დოკუმენტებს ადგილობრივი ხელისუფლება მოგზაურებს ურიგებდა. ქაღალდზე გაწერლილი იყო იმ ქალაქების ჩამონათვალი, რომლებშიც მოგზაურს შესვლის უფლება ჰქონდა.

აქტიური პასპორტიზაცია XV საუკუნიდან იწყება, რაც მათხოვრებისა და მაწანწალა ადამიანების წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების ერთ-ერთი ნაწილი იყო. ისინი მუდმივად იცვლიდნენ ადგილსამყოფელს, ამიტომ მოგზაურები იძულებული იყვნენ დამატებით წარედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც მათ მაწანწალებისგან გაარჩევდნენ.

რუსეთში პირველი პასპორტები პეტრე პირველის დროს შემოიღეს. XVII საუკუნის შუა ხანიდან პასპორტის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ნაპოლეონის ეპოქისთვის დამახასიათებელი გაუთავებელი ომების ჟამს, დეზერტირობის აღსაკვეთად საფრანგეთში სამხედრო პასპორტი (Militarpass) შემოიღეს. შემდგომში გამოჩნდა განსაკუთრებული პასპორტი ებრაელებისთვის და სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის.

მე-19 საუკუნის ბოლოს პასპორტიზციის კუთხით ევროპაში ვითარება შეიცვალა. პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში საზღვრის გადაკვეთა ძალზე მარტივი იყო და პასპორტის საჭიროებითაც თავს პრაქტიკულად არავინ იწუხებდა. რკინიგზის სწრაფმა განვითარებამ და ხალხის გადაადგილების რიცხოვნობის მკვეთრმა ზრდამ, იმჟამინდელი საპასპორტო სისტემა ერთიანად არაეფექტური გახადა. მესაზღვრეები ვეღარ აუდიოდნენ პასპორტების შემოწმებას. ამიტომაც ერთმანეთის მიყოლებით საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში საპასპორტო სისტემის საჭიროებამ მეორე პლანზე გადაიწია.

1914 წელს ვითარება ერთდროულად ორმა ფაქტორმა შეცვალა - ფოტოსურათმა, რომლის ჩაკვრა პასპორტებში სავალდებულო გახადეს და პირველმა მსოფლიო ომმა. ჯაშუშებისგან თავის დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად გამკაცრებული საპასპორტო კონტროლი მოიაზრებოდა.

მეფის რუსეთში პასპორტს აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. მე-18 საუკუნიდან კანონი მფლობელს პასპორტის გადაფორმებას და შესაბამისი ბეგარის გადახდას ყოველწლიურად ავალდებულებდა. მეფის ჩამოგდების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა ერთხანს პასპორტები საერთოდ გააუქმეს და შრომის წიგნაკებით ჩაანაცვლეს - პროლეტარისთვის შრომის წიგნაკს უფრო დიდი მნიშნელობა უნდა ქონოდა ვიდრე ბურჟუაზიულ პასპორტს.

წითელი ხელისუფლება გონს მხოლოდ 1923 წელს მოეგო. როდესაც გამარტივებული საპასპორტო სისტემის ხელშეწყობით ათასობით ადამიანი სსრკ-დან გაიქცა. ათი წლის შემდეგ სსრკ-ში პასპორტების ერთიანი სისტემა შემოიღეს.

დღეს თანამედროვე პასპორტი სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ის გაყალბებისგან არაერთი საშუალებებითაა დაცული. ბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში, ქაღალდზე არსებული თქვენი პირადი მონაცემების დუბლირება პასპორტში "ჩაშენებულ" ჩიპზე ხდება. არსებული სტანდარტებით ამავე ჩიპზე ინახება პასპორტის მფლობელის თითის ანაბეჭდი და თვალის ბადურის სურათი.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს