პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე..." - რუსული და უკრაინული მედიის გამოხმაურება სააკაშვილის დეპორტაციაზე
"ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე..." - რუსული და უკრაინული მედიის გამოხმაურება სააკაშვილის დეპორტაციაზე

gazeta.ru-ს ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის კი­ე­ვის რეს­ტო­რან "სულ­გუნ­ში" და­კა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნას მისი ექ­სტრა­და­ცია მოს­თხო­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ექ­სპრე­ზი­დენტს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლამ­დე აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა...

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი მომ­ხრე­ე­ბი, სწო­რედ ამ შა­ბათ-კვი­რას კი­ევ­ში, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს იმ­პიჩ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, მო­რი­გი გრან­დი­ო­ზუ­ლი მარ­შის გა­მარ­თვას გეგ­მავ­დნენ. ეს ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარ­ყო.

"მე მას კარ­გად ვიც­ნობ და ზუს­ტად ვიცი, რომ არ გა­ჩერ­დე­ბა, არ მო­ის­ვე­ნებს, - შე­უძ­ლე­ბე­ლია ის უბ­რა­ლოდ იჯ­დეს ნი­დერ­ლან­დებ­ში, თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და იქი­დან გას­ცემ­დეს ბრძა­ნე­ბებს, რე­ვო­ლუ­ცი­ის და­გეგ­მვას­თან და­კავ­ში­რე­ბით..." - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტო­ლოგ­მა მი­ხა­ილ პოგ­რე­ბენ­სკიმ ВЗГЛЯД-თან სა­უ­ბარ­ში, რომ­ლის თქმი­თაც, უკ­რა­ი­ნი­დან მისი სკან­და­ლუ­რი გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ პო­ლო­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი კი­დევ ერთხელ "გა­არ­ღვი­ოს".

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლო­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ვარ­შა­ვა­ში სა­ა­კაშ­ვილს "ძა­ლი­ან თბი­ლად შეხ­ვდნენ". ჩას­ვლის­თა­ნა­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­დე­ბა და უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­საც­ვლე­ლად, მშვი­დო­ბი­ან ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს.

"საქ­მე ის არის, რომ ვარ­შა­ვა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს, სამ­შობ­ლო­დან "სა­ლა­მი" და­ახ­ვედ­რეს - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტო­ში გა­უგ­ზავ­ნა პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­და­ცი­ის მო­თხოვ­ნა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პო­ლო­ნუ­რი რეს­ტორ­ნე­ბი ჯო­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხეს...", - წერს ВЗГЛЯД-ი.

Deutsche Welle-ს კა­რი­კა­ტუ­რა

რო­გორც ჩანს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­და­ცი­ის თემა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­შიც ძალ­ზედ აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია. რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სა­თათ­ბი­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ან­დრეი კლი­მო­ვის პროგ­ნო­ზით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ შე­ეც­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­დეს.

"ის ვა­შინგტო­ნი­დან იღებს და­ვა­ლე­ბებს. ასე იყო, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის დრო­საც და მა­ნამ­დე, პო­ლო­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას, ის დიდი ხა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თვის ობი­ექ­ტია და მთლი­ა­ნად თა­ვის პატ­რო­ნებს ეკუთ­ვნის - რა­საც ისი­ნი ეტყვი­ან, იმას აკე­თებს," - აცხა­დებს ის.

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გის, მი­ხე­ილ პოგ­რე­ბენ­სკის თქმით, შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­პორ­ტა­ცია მხო­ლოდ პო­ლო­ნე­თის კი არა, ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი, კი­ევ­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს სა­შუ­ა­ლე­ბით.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ზუს­ტად უნდა ჰქო­ნო­და და­გეგ­მი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ძე­ვე­ბა, რათა მის­თვის ჩვე­უ­ლი ზედ­მე­ტი აურ­ზა­უ­რი არ გა­მო­ეწ­ვია", - აცხა­დებს პო­ლი­ტო­ლო­გი, რომ­ლის თქმი­თაც, პო­ლო­ნეთ­ში მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, იმოქ­მე­დოს პო­რო­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ, მკაც­რად შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა, არ გა­მოვ­რი­ცხავ მისი მხრი­დან გარ­კვე­ულ მოქ­მე­დე­ბებს. შე­საძ­ლოა, ეს იყოს ისევ და ისევ სა­ზღვრის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გად­მოკ­ვე­თა, მის­გან ხომ ყვე­ლა­ფერს უნდა ვე­ლო­დოთ," - წერს პოგ­რე­ბენ­სკი.

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მო­რიგ და­კა­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ბლო­გე­რი ელე­ნა შევ­ჩენ­კოს მო­საზ­რე­ბით, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ცოტა ხან­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ან­ჯეა დუდა "ბა­რი­გად" გა­მო­ა­ცხა­დოს და "მი­ხო­მა­ი­და­ნი" მო­ა­წყოს," - წერს ბლო­გე­რი.

liga.net-ის ჟურ­ნა­ლის­ტის სერ­გეი ბე­რეჟნო­ის მო­საზ­რე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მო­რი­გი ანეკ­დო­ტია, რად­გან უკ­რა­ი­ნი­დან გა­ძე­ვე­ბით, მის­გან გა­ცი­ლე­ბით ძლი­ერ პო­ლი­ტი­კოსს ქმნი­ან, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში იყო.

"ჟვა­ნეც­კის ირო­ნი­უ­ლი გა­მოთ­ქმის არ იყოს, ტან­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტაბ­ლე­ტებს იღე­ბენ, შემ­დეგ და­ხუ­ჭა­ვენ თვა­ლებს და ვი­თომ არა­ფე­რია..." - წერს ის.

"რა ქე­ნით, პო­ლო­ნე­ლე­ბო, მი­ი­ღეთ კა­ნო­ნი ჩვე­ნი ბენ­დერე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ?.. "სა­ჩუ­ქა­რი" უკვე გა­მოგ­ზავ­ნი­ლია", - წერს უკ­რა­ი­ნე­ლი ბლო­გე­რი კონ­სტან­ტინ კუ­კუშ­კი­ნი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რეს­ტო­რან "სულ­გუნ­ში" და­კა­ვე­ბის კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­დევ ერთი ბლო­გე­რი დე­ნის გო­რო­ხოვ­სკი წერს - "სა­ო­ცა­რი კად­რე­ბი იყო, - ბი­ლე­თი "სულ­გუ­ნი­დან" ვარ­შა­ვამ­დე... ის გაფ­რინ­და, მაგ­რამ დაბ­რუ­ნე­ბას შეგ­ვპირ­და." ბლო­გე­რე­ბის თქმით, "ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იუ­ლია ვლა­დი­მი­როვ­ნა ტი­მო­შენ­კო უნდა მო­ემ­ზა­დოს."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე..." - რუსული და უკრაინული მედიის გამოხმაურება სააკაშვილის დეპორტაციაზე

"ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე..." - რუსული და უკრაინული მედიის გამოხმაურება სააკაშვილის დეპორტაციაზე

gazeta.ru-ს ერთ-ერთი ვერსიით, ოდესის გუბერნატორის კიევის რესტორან "სულგუნში" დაკავება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას უკავშირდებოდა, რომელმაც უკრაინას მისი ექსტრადაცია მოსთხოვა. საქართველოში, ექსპრეზიდენტს თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ემუქრება...

კიდევ ერთი ვერსიით, სააკაშვილი და მისი მომხრეები, სწორედ ამ შაბათ-კვირას კიევში, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, მორიგი გრანდიოზული მარშის გამართვას გეგმავდნენ. ეს ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარყო.

"მე მას კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ არ გაჩერდება, არ მოისვენებს, - შეუძლებელია ის უბრალოდ იჯდეს ნიდერლანდებში, თავის მეუღლესთან ერთად და იქიდან გასცემდეს ბრძანებებს, რევოლუციის დაგეგმვასთან დაკავშირებით..." - განაცხადა პოლიტოლოგმა მიხაილ პოგრებენსკიმ ВЗГЛЯД-თან საუბარში, რომლის თქმითაც, უკრაინიდან მისი სკანდალური გაძევების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთიდან უკრაინის საზღვარი კიდევ ერთხელ "გაარღვიოს".

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში დაბრუნების შემდეგ, ვარშავაში სააკაშვილს "ძალიან თბილად შეხვდნენ". ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნდება და უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების შესაცვლელად, მშვიდობიან ბრძოლას განაგრძობს.

"საქმე ის არის, რომ ვარშავაში დაბრუნებულ პოლიტიკოსს, სამშობლოდან "სალამი" დაახვედრეს - საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ აგვისტოში გაუგზავნა პოლონეთის ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადაციის მოთხოვნა... რასაკვირველია, პოლონური რესტორნები ჯობია საქართველოს ციხეს...", - წერს ВЗГЛЯД-ი.

Deutsche Welle-ს კარიკატურა

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის თემა რუსეთის პოლიტიკურ წრეებშიც ძალზედ აქტუალური საკითხია. რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის პროგნოზით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ შეეცდება უკრაინაში დაბრუნდეს.

"ის ვაშინგტონიდან იღებს დავალებებს. ასე იყო, ოდესის გუბერნატორობის დროსაც და მანამდე, პოლონეთში ყოფნისას, ის დიდი ხანია საერთაშორისო ურთიერთობების მართვის ობიექტია და მთლიანად თავის პატრონებს ეკუთვნის - რასაც ისინი ეტყვიან, იმას აკეთებს," - აცხადებს ის.

უკრაინელი პოლიტოლოგის, მიხეილ პოგრებენსკის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილის დეპორტაცია მხოლოდ პოლონეთის კი არა, ამერიკის ხელისუფლებასთანაც იყოს შეთანხმებული, კიევში ამერიკის საელჩოს საშუალებით.

"სავარაუდოდ, უკრაინულ ხელისუფლებას ძალიან ზუსტად უნდა ჰქონოდა დაგეგმილი სააკაშვილის გაძევება, რათა მისთვის ჩვეული ზედმეტი აურზაური არ გამოეწვია", - აცხადებს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, პოლონეთში მისი შესაძლებლობები, იმოქმედოს პოროშენკოს წინააღმდეგ, მკაცრად შეზღუდული იქნება.

თუმცა, არ გამოვრიცხავ მისი მხრიდან გარკვეულ მოქმედებებს. შესაძლოა, ეს იყოს ისევ და ისევ საზღვრის მოულოდნელი გადმოკვეთა, მისგან ხომ ყველაფერს უნდა ველოდოთ," - წერს პოგრებენსკი.

ქართველი პოლიტიკოსის მორიგ დაკავებას სოციალურ ქსელებშიც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ბლოგერი ელენა შევჩენკოს მოსაზრებით, სულაც არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეა დუდა "ბარიგად" გამოაცხადოს და "მიხომაიდანი" მოაწყოს," - წერს ბლოგერი.

liga.net-ის ჟურნალისტის სერგეი ბერეჟნოის მოსაზრებით, სააკაშვილის დაკავება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მორიგი ანეკდოტია, რადგან უკრაინიდან გაძევებით, მისგან გაცილებით ძლიერ პოლიტიკოსს ქმნიან, ვიდრე უკრაინაში იყო.

"ჟვანეცკის ირონიული გამოთქმის არ იყოს, ტანკების წინააღმდეგ ტაბლეტებს იღებენ, შემდეგ დახუჭავენ თვალებს და ვითომ არაფერია..." - წერს ის.

"რა ქენით, პოლონელებო, მიიღეთ კანონი ჩვენი ბენდერების წინააღმდეგ?.. "საჩუქარი" უკვე გამოგზავნილია", - წერს უკრაინელი ბლოგერი კონსტანტინ კუკუშკინი.

მიხეილ სააკაშვილის რესტორან "სულგუნში" დაკავების კადრებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ბლოგერი დენის გოროხოვსკი წერს - "საოცარი კადრები იყო, - ბილეთი "სულგუნიდან" ვარშავამდე... ის გაფრინდა, მაგრამ დაბრუნებას შეგვპირდა." ბლოგერების თქმით, "ახლა სააკაშვილის გამოძიებასთან დაკავშირებით, იულია ვლადიმიროვნა ტიმოშენკო უნდა მოემზადოს."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"